არქივი

იცოდით, რომ…?

0859275fc560

იცოდით, რომ ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ ქალიშვილს ალექსანდრე პუშკინის მეუღლის ნატალია გონჩაროვას საპატივცემლოდ დაარქვა სახელი…

1) ბარაკ ობამამ თავის ერთ-ერთ ქალიშვილს, ალექსანდრე პუშკინის მეუღლის ნატალია გონჩაროვას  საპატივცემლოდ დაარქვა სახელი…

2) ნეპალის სახელმწიფო დროშა ერთადერთია მსოფლიოს სახელმწიფო დროშებიდან, რომელსაც მართკუთხედის ფორმა არ აქვს.

3) გარეული ძროხის უკანასკნელი წარმომადგენელი 1627 წელს პოლონეთში მოკლეს…

4) .რემბრანდტის ფერწერული ტილო „დანაე“ მძიმედ დაზიანდა, როდესაც ერთ-ერთმა მნახველმა მუზეუმში მას გოგირდმჟავა შეასხა 1985 წლის 15 ივნისს…

5) .საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის დროშა ერთადერთი ორფეროვანი დროშა იყო საბჭოთა რესპუბლიკების 15 დროშიდან…

6) .უძლეველი ესპანური არმადა ინგლისელებმა ელისაბედ I-ის ხელმძღვანელობით 1588 წელს ძლიერი შტორმის წყალობით გაანადგურეს…

7) გურჯაანის ყველაწმინდა ერთადერთი ორგუმბათიანი ეკლესიაა საქართველოში.

8) პირველი გაზიანი წყალი სოდის ბიკარბონატისა და ლიმონათის შერევით 1796 წელს შექმნა ჯოზეფ პრისტლიმ…

9).ძვ. წ. 430 წელს პელოპონესის ომში ათენის დამარცხების მთავარი მიზეზი ქალაქში გამძვინვარებული შავი ჭირი იყო…

10) ტატარას ხიდს მსოფლიოში ვანტურ ხიდებს შორის ყველაზე განიერი გაშლა აქვს…

11) .ტფილისის უნიკა საქართველოში გამოშვებული პირველი საფოსტო მარკა იყო, რომლის მხოლოდ სამი ნიმუშია დღეს შემორჩენილი და თითოეული $500,000 ღირს…

12) .შმაგი ცხენის ქანდაკება ამხრეთ დაკოტაში 1948 წლიდან შენდება და დღემდე დაუსრულებელია. თუ დასრულდა, 195 მ სიგანითა და 172 მ სიმაღლით, ის უდიდესი სკულპტურა იქნება მსოფლიოში…

13) საბჭოთა არმიის საბრძოლო ტანკი „ტ-10“-ის თავდაპირველი სახელი იყო „ის-10“ (იოსებ სტალინის საპატივცემლოდ), თუმცა სტალინის გარდაცვალების შემდეგ 1953 წელს მას სახელი შეუცვალეს…

14) ერევნის ტელეანძა ერთ-ერთი უმაღლესი ცალკემდგომი ზემაღალი კონსტრუქციაა მსოფლიოში…

15) ზღვის გველები ყველაზე შხამიანი გველები არიან, ოკეანეებში ბინადრობენ და ასპიტისებრთა ოჯახში არიან გაერთიანებული…

მსგავსი ამბები

Back to top button