გართობაკულტურა

ადგილები საქართველოში რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ

67b7c8e31794

ვისაც გსურთ დაგეგმოთ საინტერესო ტური და ვერ გადაგიწყვეტიათ სად, სწორედ თქვენთვისაა ეს პოსტი.მე შევეცდები გაგიზიაროთ იმ ადგილების შესახებ სადაც ვყოფილვარ და დიდად აღვფრთოვანებულვარ.მოგეხსენებათ საქართველო გამორჩეულია ბუნების სილამაზით ამიტომ  ვისაუბრებ საქართველოს ადგილების შესახებ.

  • პრომეთეს მღვიმე(ყუმისთავის მღვიმე)მდებარეობს დასავლეთ საქართველოში კერძოდ,წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზღვის დონიდან 100 მ-ზე.მღვიმეში არსებული ბილიკი 1420 მეტრია,მაგრამ ნამდვილად ღირს ამ მანძილის გავლა,ასეთი სილამაზისთვის.მღვიმე არის გრძელი გვირაბის მსგავსი.იმის მერე რაც ფეხს შედგამთ მღვიმეში,თქვენ აღმოჩნდებით გასაოცარ სამყაროში.მღვიმეში არაფერი არ არის ხელოვნურად გაკეთებული სწორედ ამიტომაა იგი ასე გამორჩეული.მღვიმის აღმოჩენისა და ისტორიის შესახებ დაწვრილებით მოგიყვებათ გიდი როცა მის მონახულებას გადაწყვეტთ მე კი გირჩევთ,რომ აუცილებლად ნახოთ ეს გასაოცარი ადგილი.შევეცდები სურათებით გადმოგცეთ და დაგანახოთ მღვიმის საოცარი სილამაზე თუმცა,მღვიმე რეალობაში ბევრად ლამაზია.

c76db1e26fe3

67b7c8e31794

  • სათაფლია-ნაკრძალი საქართველოში. იგი მდებარეობს ასევე წყალტუბოს მუნიციპალიტეტში.ამიტომ შეგილიათ პრომეთეს მღვიმე და სათაფლია ერთ დღეს მოინახულოთ. ორივე ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან. მარტო სათაფლიაც საკმარისია იმის დასამტკიცებლად რომ საქართველოში არის ულამაზესი ბუნება. სათაფლიაში გიდი გაგაცნობთ ხეების ისეთ კიშებს რომლებიც ძალიან ცოტაა საქართველოს სხვა ადგილებში. ასევე გაიგებთ,საიდან მოდის სახელი სათაფლია, დატკბებით ულამაზესი ხედებით და რაც ყველაზე მთავარია, ნახავთ დინოზავრის ნაკვალევს.თუ მოვდებით დასავლეთ საქართველოში ნუ გაუშვებთ ამ შანსს ხელიდან და აუცილებლად ნახეთ ეს ენით აუღწერელი სილამაზე.

e661e762fafc

59ab21841375

  • კაცხის სვეტი-მდებარეობს იმერეთში კერძოდ ჭიათურის მუნიციპალიტეტში.სიტყვა კაცხი არის სვანური და ითარგმნება როგორც მწვერვალი.დიდი სვეტის თავზე მდებარეობს პატარა მონასტერი და ერთი ხე. სვეტი არის ძალიან მაღალი და სწორი.სვეტზე ასვლა შესაძლებელია სპეციალური კიბეებით რომელიც სვეტიდან მიწაზე გადმოდის. სვეტის ქვემოთ არის კიდევ ერთი ეკლესია რომელიც სვიმონ მესვეტეს სახელობისაა.კაცხის სვეტთან შესაძლებელია ძალიან ლამაზი ფოტოების გადაღება.ობს ძალიან ბევრი ტურისტი ამიტომ თქვენც გირჩევთ ესტუმროთ კაცხის სვეტს და დატკბეთ ბუნების სილამაზით.

3ceda4a1619f

  • კოლხეთის ეროვნული პარკი-მდებარეობს დასავლეთ საქართველოში , შავი ზღვის სანაპიროზე.იგი შექმნილია იმისთვის რომ დაიცვან ისეთი ცხოველებისა და მცენარეების ჯიშები,რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიან.თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ისეთი ცხოველები და მცენარეები,რომლებიც არასდროს გინახავთ ახლოდან.თქვენ ასევე კოლხეთის ეროვნულ პარკში ნახავთ ტყეებს მრავალფეროვანი ხეებით.კერძოდ ტქვენ შეგიძლიათ იხილოთ:წიფელი,წყავი,მურყანი,რცხილა და სხვა.

945e46ebeb50

  • უფლისციხე-არის კლდეში ნაკვეთი ქალაქი.მდებარეობს ქალაქ გორის აღმოსავლეთით.უფლისციხის შუაგულში არის პატარა ტაძარი მას სტუმრობს ძალიან ბევრი ტურისტი. უფლისციხე არის ისტორიული ადგილი. უფლისციხე ძალიან საინტერესო სანახავია და რაც ყველაზე მთავარია ბუნებრივადაა დაარსებული.გიდი ბევრ საინტერესო რამეს გიამბობთ უფლისციხის შესახებ.

252ca88ee107

52932c02f284

ვიმედოვნებ მოგეწონათ ჩემს მიერ შერჩეული ადგილები და გაამართლებს თქვენს მოლოდინს.მართალია საქართველოში უამრავი ადგილია რისი მონახულებაც ძალიან საინტერესოა,მაგრამ შევეცადე ყველაზე კარგი ადგილები შემერჩია.

თქვენი დაუვიწყარი მოგზაურობის დასაგეგმად მიმართეთ ტურისტულ კომპანიას Transfers Georgia

Back to top button