გასართობისაკითხავისასარგებლო

10 საინტერესო ფაქტი წყლის შესახებ

წყალი – უბრალო, მარტივი  და ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა დედამიწაზე,მაგრამ ამავე  დროს ის თავის თავში ძალიან ბევრ გამოცანას ინახავს.საუკუნებია მეცნიერები გამუდმებით იკვლევენ მის თვისებებს და სულ ახალ-ახალ აღმოჩენებს პოულობენ. გთავაზობთ ყველასათვის ნაცნობ თუ უცნობ რამოდენიმე ფაქტს წყლის შესახებ.

 

  • ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია.იუნესკოს მონაცემების მიხედვით, დედამიწაზე არსებული წყლის მარაგიდან ყველაზე სუფთა წყალი ფინეთშია. სულ ამ გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 122-მა ქვეყანამ. აღმოჩნდა, რომ დედამიწის 1 მილიარდზე მეტ მცხოვრებს საერთოდ არ მიუწვდება ხელი უსაფრთხო და დაუბინძურებელ წყალზე.

  • ყინული გაცილებით სწრაფად მიიღება ცხელი წყლიდან.რომელი წყალი უფრო სწრაფად გადაიქცევა ყინულად:ცხელი თუ ცივი? ლოგიკური პასუხი ცივია, თუმცა ცდები გვიჩვენებენ, რომ ყინულად ცხელი წყალი გაცილებით სწრაფად იქცევა, ვიდრე ცივი. რატომ ხდება ეს, მეცნიერებს ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არა აქვთ.

  • წყალი შეიძლება გადაიქცეს მინად.თუ წყალს -135 გრადუსამდე გავაცივებთ, ის გადაიქცევა “მინისებრ წყლად”. მინისებრი წყალი-ეს მყარი ნივთიერებაა, რომელსაც ისეთივე სტრუქტურული აგებულება აქვს, როგორც მინას.

  •  სიცოცხლის საფუძველი-წყალია.წყალი-სიცოცხლის საფუძველია, ის ყველა ცხოველური და მცენარეული ორგანიზმის ძირითადი შეამდგენელი ნაწილია: ცხოველების-75%, თევზების-78%, მედუზების-99%, პამიდორის-86%, საზამთროს-96% წყალია. ახალდაბადებული ადამიანის ორგანიზმის 86%, ხოლო ზრდასრულის -50% ასევე წყალია. 

  • წყალს გააჩნია ასევე უარყოფითი თვისებაც-ის დაავადებების ყველაზე დიდი გადამტანია.დედამიწაზე არსებული დაავადებების და ინფექციების 86% წყლის მეშვეობით გადადის. ამ დაავადებებით ყოველწლიურად 25 მილიონამდე ადამიანი იღუპება.

  •  ადამიანი წყლის გარეშე კვდება.თუ ადამიანმა დაკარგა ორგანიზმის წყლის მარაგის 20%, ის დაიღუპება.

 

  •  წყალი, როგორც დიეტა.წყლის საშუალებით იოლად შეიძლება ვებრძოლოთ ჭარბ წონას. თუ სასმელებიდან დასალევად მხოლოდ სუფთა წყალს გამოვიყენებთ და უარს ვიტყვით სხადასხვა გამაგრილებელ სასმელებზე და წვენებზე, ამით მკვეთრად შევამცირებთ მიღებულ კალორიებს. კიდევ ერთიც, წყლის დალევის შემდეგ, ყავის და ჩაისაგან განსხვავებით, ნაკლებად გვინდება ტკბილეულის მირთმევა.

  • წყალი აუცილებელია ჯანმრთელი გულისათვის.წყალი გვეხმარევა შევამციროთ გულის შეტევის რისკი. გამოკვლევებმა აჩევენეს, რომ იმ ადამიანებში, რომლებიც დღეში 6 ჭიქა წყალს სვამდნენ, გაცილებით მცირე იყო გულის შეტევების რიცხვი, ვიდრე ისეთ ადამიანებში, ვინც მხოლოდ 1-2 ჭიქა წყალს ღებულობდა დღეში.

  •  ყველაზე ძვირფასი წყალი.წყალი შეიძლება იყოს შეუფასებელი, თუმცა ის ასევე შეიძლება იყოს ძალიან ძვირი. მსოფლიოში ყველაზე ძვირი წყალი იყიდება ლოს-ანჟელესში- მწარმოებლები ეკოლოგიურად სუფთა წყალს ფუთავენ დაბალანსებული ph-ის მქონე ჭურჭელში, რომელიც გარედან შემკობილია სვაროვსკის თვლებით. ასეთი წყლის 1 ლიტრი 90$ ღირს.

 წყალი შეიცავს ცილას.ზღვის წყალი-საკმაოდ კვებითი ღირებულების მქონე სუბსტანციაა. ასეთი წყლის 1 კუბური სანტიმეტრი შეიცავს 1, 5 გრამ ცილას და აგრეთვე სხვა მკვებავ ნივთიერებებს. მეცნიერები თვლიან, რომ მხოლოდ ატლანტის ოკეანე შეიცავს იმდენ მკვებავ ნივთიერებას, რამდენსაც მთელ დედამიწაზე 20 000 წლის განმავლობაში მოწეული მოსავალი ერთად.

წყარო:INTERMEDIA.GE

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close