არქივი

14 სიტუაცია, რომლებსაც თქვენ უნდა დაუქნიოთ თავი და დაეთანხმოთ

37cf7c16d1af
“კი”-ს თქმა ხომ უფრო მარტივია, ვიდრე მობრუნება და “არა”-ს თქმა. რატომ არ უნდა დააქნიოთ თავი და შეხედოთ ამისგან რა გამოვა. უბრალოდ ძალიან ხშირად “კი” აიძულებს ადამიანს დატოვოს თავისი კომფორტის ზონა, რომლის ფარგლებს გარეთაც არის ბევრი საინტერესო და სასიამოვნო რაღაცეები, მათ შორის პროფესიონალურ საქმიანობაშიც, ახალი ნაცნობები და ახალი ჰობი. გთავაზობთ სიტუაციებს, როდესაც საჭიროა დამტკიცებით დააქნიოთ თავი და დაეთანხმოთ.

საბავშვო დაბადების დღეები
414c8fdc7e93
არ ღირს უარი თქვათ 4 წლის დეიდაშვილის დაბადების დღეზე წასვლაზე და აი რამდენიმე მიზეზი: მნიშვნელოვანია გაიხსენოთ, თუ როგორია იყო ბავშვი. შეიძლება შეხვდეთ ბევრ ახალ ადამიანს და გაიჩინოთ ახალი მეგობრები. ასევე უფასო საჭმელი და ბევრი ნაყინი. საბავშვო დაბადების დღეებზე არის ბევრი სიხარული, გართობა, სიცილი და სიამოვნება, ხოლო თითოეულ ზრდასრულ ადამიანს ესაჭიროება დადებითი ემოციების წუთი, რომ დაივიწყოს პრობლემები.

დესერტები
ffdc37dcf8b4
რამდენად ხშირად ბრაზდება ადამიანი, რომელიც დიეტაზე ზის და მას სთავაზობენ დესერტს? შემდეგ ჯერზე უმჯობესია დაეთანხმოთ ან შეხედოთ დესერტების მენიუს, რადგან ოდნავ ზედმეტი კალორიები ადამიანს არაფერს არ უზამს. თუკი მაგალითად შეუკვეთავენ შოკოლადის დესერტს ახლობლები არ უნდა დაისაჯოთ საკუთარი თავი და არ უნდა დასაჯოთ სხვები.

ბებიების და ბაბუების მონახულება
61fa1ae3826f
მოინახულეთ ბებიები და ბაბუები. თუკი არ გყავთ თქვენები, მაშინ მოინახულეთ მოხუცთა თავშესაფარი ან გადით მოხუც მეზობლებთან. ისინი მოგიყვებიან ბევრ საინტერესო ამბავს და მათაც ესიამოვნებათ, რომ უსმენენ.

რაინდობა
e14a5f961121
რაინდობა არ უნდა იყოს მხოლოდ რომანებში და ისტორიულ წიგნებში. დღევანდელ ჩვეულებრივ ცხოვრებაში რთულია ჯენტლმენის პოვნა, ამიტომაც არ ღირს უარის თქმა დახმარებაზე და ყურადღებაზე მამაკაცის მხრიდან.

მოგზაურობა
3b1e1f2e2152
უფროსი გიშვებთ მივლინებაში? თქვით “დიახ”. მეგობარი გეპატიჟებათ სასეირნოდ? დაეთანხმეთ. ადამიანმა უნდა იმოგზაუროს რაც შეიძლება ბევრი, რომ შეიცნოს სამყარო, რომელშიც არის ბევრი საინტერესო და უნიკალური ადგილი. ჩამოწერეთ სია, სადაც ისურვებდით გასეირნებას და ეტაპობრივად აასრულეთ თქვენი გეგმები.

ფინჯანი ყავა
f56ed4656fde
აიღეთ ინიციატივა საკუთარ ხელში და დანიშნეთ დღე, დრო და თარიღი. დაურეკეთ მეგობარს და დაპატიჟეთ ფინჯან ყავაზე კაფეში. ეს ხომ უფრო სასიამოვნოა, ვიდრე ფეისბუქზე მიმოწერა და შეტყობინებების წაკითხვა ტელეფონში.

კოვზის გამოლოკვა
f084fd4e81cd
ბავშვობაში ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ კოვზის გამოლოკვა არ შეიძლება. არ უნდა შეიკავოთ თავი, მომდევნო ჯერზე როდესაც მოამზადებთ შოკოლადის მუსს, ეს აუცილებლად გააკეთეთ და დაიმუხტეთ პოზიტიური ემოციებით.

მოხალისეობა
7742d0e954df
დაკავდით მოხალისეობით არამხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის კეთილი ნების ჟესტი, არამედ იმის გამოც, რომ მიიღოდ დადებითი ემოციები, რადგან თქვენ გეცოდინებათ, რომ მოიტანეთ სარგებლობა. ეს თავს გაგრძნობინებთ სასარგებლოდ. შეიძლება აირჩიოთ ის, რისი გაკეთებაც გიყვართ. თუკი გიყვართ ცხოველები, მაშინ ასეირნებთ ძაღლები თავშესაფრიდან. თუკი გიყვართ წიგნების კითხვა, წადით ბავშვებთან ერთად ბიბლიოთეკაში და შექმენით კითხვის მოყვარულთა კლუბი. ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს.

ჩეკი
c96c94e13917
კითხვაზე საჭიროა თუ არა ჩეკი, ყველა პასუხობს უარყოფითაც. ვთქვათ “კი” და ავიღოთ ჩეკი, თუნდაც იმის გამო, რომ მის გარეშე ნაყიდს ვერ დააბრუნებთ მაღაზიაში. ჩეკით შეიძლება მონაწილეობა მიიღოთ სხვადასხვა აქციები, იყიდოთ აქციზური პროდუქტი, მიიღოთ საჩუქარი და ა.შ.

დონორობა
a25b3fccfc59
საავადმყოფოებს სულ სჭირდებათ სისხლის სხვადასხვა ჯგუფების დონორები. სჯობს წახვიდეთ და ჩააბაროთ სისხლი, თუკი ასეთი შემოთავაზება იქნება. ეს წაიღებს სულ რაღაც 15-20 წუთს და გადაარჩენს ვინმეს სიცოცხლეს.

ვასრულებთ თხოვნას და ვეთანხმებით მეგობრობას
cd4886157ac2
თუკი სოციალურ ქსელში ადამიანი მიიღებს მეგობრობის თხოვნას, ის უმალვე უარს ამბობს ან ფიქრობს თვეობით. ვეთანხმებით და ვამბობთ “კი”, რადგან კარგია გყავდეთ ბევრი მეგობარი, თუნდაც ფეისბუქზე. მათ შორის შეიძლება აღმოჩნდეს ბევრი საინტერესო და კარგი ადამიანი.

სიმღერა და ცეკვა
df7c1bff20e3
ყველა მღერის, მაგრამ ყველას არ შეუძლია იმღეროს პუბლიკის წინაშე. არაფერია საშიში! დედამიწის მოსახლეობის 90% სიმღერა არ შეუძლია. იმღერეთ ყველგან: საშხაპეში, საჭესთან, ძაღლთან ერთად სეირნობისას. მაღლდება განწყობა და ჩნდება სრული ბედნიერების გრძნობა. ცეკვაც შეიძლება.

გუბეში ხტომა
270209edd1a5
ბავშვებს უყვარს გუბეში ხტომა და ჭუჭყში გორაობა, ეს ხომ სახალისოა. იყიდეთ რეზინის ფეხსაცმელები, დაელოდეთ წვიმას და გადით ქუჩაში და იპოვეთ ყველაზე დიდი გუბე. უფროსები ზოგჯერ უნდა იყვნენ ბავშვები, რომ დაივიწყონ პრობლემები.

სუფთა ჰაერზე მუშაობა
4ff9e1a5a518
გადით ქუჩაში! თუკი ამინდი კარგია და მზე ანათებს იმუშავეთ ეზოში. სუფთა ჰაერი ახდენს საოცრებებს პროდუქტიულობაზე და კრეატიულობაზე. თუკი არ გამოდის სუფთა ჰაერზე მთელი დღე ყოფნა, მაშინ გადით შესვენებაზე ან ორი საათით და დატკბით სუფთა ჰაერით და მზით.

მსგავსი ამბები

Back to top button