გასართობისაკითხავისამხედრო

სხვადასხვა ქვეყნების 10 ყველაზე პროფესიონალური პოლიციის სტრუქტურა


პოლიციელის ძირითადი ვალდებულება არის ხალხის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დანაშაულთან ბრძოლის გზით. პოლიცია მოქალაქეებს აიძულებს დაიცვას და პატივი სცეს კანონს. გთავაზობთ, რომ გაეცნოთ სხვადასხვა ქვეყნების ყველაზე პროფესიონალურ პოლიციურ ძალებს და მათი მუშაობის მეთოდებს.

10.კანადური სამეფო საცხენოსნო პოლიცია

მიუხედავად იმისა, რომ კანადურ პოლიციას ისტორიული მოვლენებიდან გამომდინარე არ აქვს საბრძოლო წარსული, მას მაინც თვლიან ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ და დახელოვნებულ პოლიციას, რადგან პოლიციელების მომზადება ხდება მკაცრი წესების თანახმად. მათ ასწავლიან პრესტიჟულ სპეციალიზირებულ კოლეჯებში, სადაც ისინი გადიან სასწავლო კურსს, რომელიც მათ ამზადებს რეალური ცხოვრების პირობებში სამუშაოდ. კოლეჯის დამთავრების შემდეგ თითოეული პოლიციელი ადაპტირებულია რეალიებთან და უმალვე შეუძლია შეუდგეს თავისი მოვალეობების შესრულებას. სწავლის დროს პოლიციელები გადიან საველე პრაქტიკას, სადაც ისინი უფროსი ამხანაგებისგან სწავლობენ თუ როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ სიტუაციაში კანონის მიხედვით.

9.ნიდერლანდების პოლიცია

ნიდერლანდების პოლიცია გამოირჩევა დალაგებული სტრუქტურით და ფუნქციონალურობით. ის ექვემდებარება ნიდერლანდების იუსტიციის მინისტრს, ხოლო პოლიციის თითოეული განყოფილება ექვემდებარება კომისარს. პოლიციის ოფიცრებს ვალდებულნი არიან მზად იყვნენ თავიანთი მოვალეობების და დავალებების შესასრულებლად, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. მათ ასწავლიან არამხოლოდ ინსტრუქციების მიხედვით მოქმედებას, არამედ გაუთვალისწენებელ სიტუაციებში მოქმედებასაც. ნებისმიერი დარღვევისთვის პოლიციელს შეუძლიათ ჩამოართვან ნიშანი.

8.ჩინეთის პოლიცია

ერთ-ერთ ყველაზე პროფესიონალურად მიიჩნევა ჩინეთის პოლიციაც. ყველა პოლიციელი სწავლობს კუნგ-ფუს ძირითად ილეთებს. შეგიძლიათ იპოვოთ უამრავი ისტორია, რომლებიც ამტკიცებენ ჩინელი პოლიციელების ოსტატობას, რომელსაც ისინი ავლენენ დამნაშავეების დაკავებისას. უძველესი საბრძოლო ხელოვნება ფართოდ გამოიყენება ქვეყნის პოლიციურ კოლეჯებში. გარდა კუნგ-ფუსი ჩინელ პოლიციელებს ასწავლიან, თუ როგორ უნდა ილაპარაკონ გამართულად და სხვა ილეთებს, რომ მათ შეძლონ დამნაშავის დაკავება იარაღის გამოყენების გარეშე. ჩინურ პოლიციაში ადგილი არ აქვს არაკომპენტენდურობას და დისკრიმინაციას. ოფიცერებს ასწავლიან საკუთარი თავის ხელში აყვანას სხვადასხვა სიტუაციებში, რომლებმაც შეიძლება მოახდინონ ოფიცრების სისასტიკის ან კანონის დარღვევის პროვოცირება. დისციპლინა – უპირველეს ყოვლისა. ამის გარდა, პოლიციელი ვალდებულია კარგად ისროდეს, იცოდეს ხელით საბრძოლო ილეთებს, მაგრამ მიუხედავად ამისა იარაღის გამოყენება შეიძლება უკიდურეს შემთხვევებში.

7.გერმანიის ფედერალური პოლიცია

გარდა ავტომობილების მშენებლობის ოსტატობისა, გერმანიას შეუძლია იამაყოს კარგად გაწრთვნილი პოლიციელებითაც. პოლიცია გერმანიაში ითვლება ელიტურ ჯარისკაცებად, რომლებსაც ასწავლიან თუ როგორ უნდა აკონტროლონ 12 შტატი და 2 ფედერალური ოლქი და წარმატებით შეებრძოლონ კანონის დამრღვევს. გერმანიის პოლიციაში დღეს არის 40 000 მაღალკვალიფიციური ოფიცერი. ისინი გადიან ინტენსიურ სწავლებას სპეციალიზირებულ უნივერსიტეტებში, სადაც მომავალი პოლიციელები გადიან თეორიული და პრაქტიკული სწავლების კურსს. იმისათვის, რომ უნივერსიტეტში ჩაირიცხო, ყოველი კანდიდატი გადის სპეციალურ შერჩევას, სადაც ხდება პრეტენდენტების გონებრივი და ფიზიკური შესაძლებლობების ტესტირება.

6.ავსტრალიის ფედერალური პოლიცია

ავსტრალია ცნობილია თავისი პოლიციით, რომელსაც აქვს კანონისა და წესრიგის ნამდვილი დამცველის სტაბილური რეპუტაცია. ავსტრალია ბევრს მიაჩნია მშვიდობიან და წყნარ კონტინენტად, მაგრამ აქაც ისევე როგორც ნებისმიერ ქვეყანაში ადგილი აქვს კრიმინალს. ავსტრალიის პოლიცია უთვალთვალებს წესრიგის დაცვას არამხოლოდ ქუჩებში, არამედ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ინტერნეტშიც.

5.საფრანგეთის ეროვნული პოლიცია

სამწუხაროდ დანაშაული არის ისეთ ლამაზ ქალაქშიც როგორიცაა პარიზი და ისეთ რომანტიულ ქვეყანაშიც როგორიცაა საფრანგეთი. საფრანგეთის ჟანდარმერია მუდმივად მზადაა ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. ფრანგული ჟანდარმერია ექვემდებარება თავდაცვის სამინისტროს. საფრანგეთის პოლიციას მხარდაჭერა აქვს ჰაერიდან, მიწიდან, ზღვიდან არმიასთან და ფლოტთან კავშირების გამო. მუნიციპალური პოლიცია სწავლებას გადის ხულიგნობის, ძარცვის, ადამიანების გაქრობის, ავარიების, სიჩქარის გადამეტების და ა.შ. გამოძიების მიხედვით.

4.დიდი ბრიტანეთის ეროვნული პოლიცია

დიდ ბრიტანეთში მუდმივად ტარდება კონფერენციები, რომლებზეც პოლიცია ამუშავებს მოქმედებისა და მუშაობის ძირითადი პრინციპის სტრატეგიას. პოლიცია მუდმივად მოქმედებს ინსტრუქციის მიხედვით. თავისი სამუშაოს გარდა პოლიცია მჭიდროდ ურთიერთობს საზოგადოებასთანაც, ეს ურთიერთობა სასარგებლოა მოქალაქეებისთვისაც, რადგან ისინი ხდებიან დაინტერესებულები კანონის დაცვით და მუდმივად ყურადღებით არიან, რომ პოლიციას შეატყობინონ საეჭვო პიროვნების შესახებ. პოლიციასთან ერთად საპატრულოდ გამოდიან მოხალისეებიც. პოლიციის და საზოგადოების ურთიერთმოქმედების პირობებში პოლიციელს არ შეუძლია დაარღვიოს კანონი ან იყოს არაკომპენტენდური, ამიტომაც ოფიცრები გადიან ზედმიწევნით მომზადებას დაწესებული სტანდარტების შესაბამისად. დისციპლინა და კანონი არის პოლიციელის სწავლების მთავარი ასპექტი.

3.იტალიის ეროვნული პოლიცია

იტალია ასოცირდება არამხოლოდ გემრიელ საჭმელთან, არამედ რომანტიულ მზის ჩასვლასთან, ლუჩანო პავაროტისთან, კომპოზიტორებთან, ოპერასთან, უძველეს რომთან და სამწუხაროდ მაფიასთანაც. სიცილიური მაფია სათავეს იღებს შუა საუკუნეებიდან. ის შეიქმნა ღარიბი ხალხის დასაცავად პოლიციელებისგან, რომლებიც ემსახურებოდნენ მეფეს და წარჩინებულებს. მაგრამ დაცვის მაგივრად მაფია დაკავდა დანაშაულით, გაჩნდნენ ბოსები, რომლებმაც საკუთარი სახელი დაილაქავეს მრავალი მკვლელობებით და ნარკოტიკებით ვაჭრობით. დღეს იტალიის პოლიცია ებრძვის მაფიას და ამყარებს წესრიგს. იტალიის პოლიციაში დღეს ირიცხება 300 000-ზე მეტი ოფიცერი, რომლებიც შედიან ეროვნული პოლიციის ხუთ ქვედანაყოფში და მუნიციპალური პოლიციის ხუთ ქვედანაყოფში. იტალიური პოლიცია აღჭურვილია ბრენდული ავტოპარკითაც, რომელსაც აწვდის კომპანია Lamborghini. ამ მანქანებით პოლიცია პატრულირებს რომის ქუჩებს.

2.ამერიკის ეროვნული პოლიცია

ამერიკა ცნობილია ტექნოლოგიებში მიღწეული წარმატებებით, კოსმოსის კვლევით, კინოინდუსტრიით, გართობის ინდუსტრიით, სამშვიდობო მისიებით. მსოფლიოში ყველას გაგონილი ექნება FBI-ს, CIS-ის, სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის S.W.A.T-ის და ეროვნული პოლიციის შესახებ, ამ უკანასკნელს არ შეუძლია იამაყოს ულაქო რეპუტაციით. ამერიკის პოლიციის ყველაზე ცნობილი სტრუქტურებია ნიუ-იორკის პოლიციის დეპარტამენტი(N.Y.P.D) და ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი(L.A.P.D). ყოველი პოლიციელი ასოცირდება დონატებთან, ყავასთან და ბურიტოსთან მხატვრული ფილმების მიხედვით. პოლიციის ადგილობრივი დანაყოფები თანამშრომლობენ FBI-სთან, NAVY SEAL TEAM-თან და S.W.A.T-თან, როდესაც საუბარი მიდის ტერორიზმზე ან სახელმწიფო უსაფრთხოებაზე.

1.იაპონიის ეროვნული პოლიცია

იაპონია დიდიხანია გამოჩენილია თავისი სამხედრო ხელოვნებით, ისევე როგორც ბევრი სხვა აზიური ქვეყანა. რთული გამოსაცნობი არაა, რომ დისციპლინაზე და საბრძოლო ხელოვნების ცოდნაზეა აშენებული იაპონიის პოლიციაც. პოლიციელები სწავლებას გადიან სიმკაცრეში, რომ შეინარჩუნონ ცივი გონებით აზროვნების თვისება. პოლიციელების სწავლება დაფუძნებულია ყველა სახის დანაშაულზე, კანონზე და ამა თუ იმ სიტუაციაში მოქცევის წესებზე, რომლებიც მოდელირებაც ხდება მასწავლებლებით და გამოცდილი ოფიცრებით. ქალები და კაცები სწავლებას გადიან ერთად. ინტერნეტის, ტექნოლოგიების და ელექტრონული მოწყობილობების გამოჩენასთან ერთად, იაპონიის პოლიციაში გაჩნდა ქვედანაყოფი, რომელიც დაკავებულია დანაშაულების გამოძიებით კიბერსივრცეში.

მსგავსი ამბები

Close
Close