ახალი ამბებიგასართობიკრეატივი

ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ბაქოში


ბაქოში,ჰეიდარ ალიევის სახელობის აეროპორტის ახალი ტერმინალი შესრულებულია თანამედროვეობის სულისკვეთებით და ენთუზიაზმით: გამოირჩევა ფუტურიზმით, კონსტრუქციულობითა და მიქსგეომეტრიულობით; ასევე გამოყენებულია ძვირიანი, მაღალტექნოლოგიური მასალები. ინტერიერი, რომელიც შთაგონებული და ინსპირირებულია აღმოსავლური სტუმართმოყვარეობით, მდიდარია კაკლის ხის უმაღლესი ხარისხის ” WEINING”-ის ფირმის დანადგარებით გამომშრლი, დახერხილი ელემენტებით-მთელი აეროპორტის ინტერიერს ამშვენებს Cocoon-ის სტილში გადაწყვეტილი კაფეები, მაღაზიები, აფთიაქი, ცნობების გამცემი სალაროები და სხვ.
ახალი, 4-სართულიანი კომპლექსი, რომლის ფართობი შეადგენს 65,000 კვ.მ-ს გათვალისწინებულია წელიწადში 6 მილიონი მგზავრის მომსახურებაზე.

პირველ სართულზე ემსახურებიან გასაფრენად უკვე მზადმყოფ მგზავრებს, ხოლო უკვე ჩამოფრენილი მგზავრები ღებულებენ თავიანთ ბარგს. ასევე მეორე სართულიც განკუთვნილია ჩამოფრენილი მგზავრებისათვის: აქ განთავსებულია კონტროლის პუნქტები (სასაზღვრო და ტრანზიტული მგზავრებისათვის უსაფრთხოების კონტროლის პროცედურების პუნქტი) , ვიზზების გაცემის პუნქტები და მოსასვენებელი ზონები.
მე-3 სართული გათვალისწინებულია მგზავრების გასაფრენად: აქ ხორციელდება საბაჟო და სასაზღვრო კონტროლი, მოქმედებს მაღაზიები “Duty Free და ფუნქციონირებს კაფეები (მათ შორის პანორამული ფანჯრებით). რაც შეეხება სამედიცინო პუნქტს, ის მდებარეობს გამგზავრებისა და ჩამოფრენის დარბაზებს შორის. ამ პუნქტში კვალიფიციური მედ-პერსონალი 24 საათის განმავლობაში აღმოგიჩენთ დახმარებას საჭიროების შემთხვევაში…

+
ეს შთამბეჭდავი, საერთაშორისო აეროპორტი არა მხოლოდ ფუნქციური და კომფოტულია, არამედ ენერგოეფექტურიცაა. მოდერნიზმისაკენ დიდი ინტერესი აეროპორტის ინტერიერშია ასახული: უზარმაზარი, პანორამული ფანჯრები იატაკიდან ჭერამდე და რაც მთავარია, აქ წარმოდგენილი კომპლექსი მთლიანად, მაღალი ტექნოლოგიებით იმართება.

კომპლექსის ოთხივე სართულზე შეიძლება ვნახოთ ორიგინალური Cocoon-ის სახეობები, რომლებიც დამზადებულია მუხის შპონისაგან. ზედა სართულზე Salam Lounges -ის ბიზნეს-ზონაში არის: ბარები, კაფეები და სავაჭრო კიოსკები (პატარა მსუბუქი ნაგებობები წვრილმანი ვაჭრობისათვის) გაფორმებულია ხის ნახევარსფეროების სტილში.

ეხლა, რაც მთავარია და რით გამოირჩევა ეს აეროპორტი ყველა დანარჩენისაგან (გამონაკლისია მსოფლიოში რამოდენიმე აეროპორტი). აეროპორტის ჩამოსვლის და გამგზავრების ზონაში, იატაკი დაფარულია რბილი, საფარდაგე ქსოვილით (carpeting), რომელიც მთლიანად ფარავს იატაკს და ეს შეიძლება ვნახოთ მხოლოდ მსოფლიოს რამდენიმე აეროპორტში-დელი, სინგაპური და ჰონკონგი, ასევე ინდონეზიის ერთ-ერთი კუნძულის, ბალის აეროპორტში.





















blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close