გასართობიკრეატივისურათები

ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ესპანელი მარტო აშენებს საკუთარ ტაძარს (25 ფოტო)


ბოლო წლებში, იშვიათად შეიძლება შეხვდეთ ადამიანებს, რომლებმაც თავისი სიცოცხლის ათწლეულები მიუძღვნეს მასშტაბური პროექტების განხორციელებას, განსაკუთრებით, თუ ეს კეთდება, სხვა ადამიანების დახმარების გარეშე, სულ მარტოდმარტო.
ერთ-ერთი ასეთი იშვიათი ადამიანი გახლავთ- 90 წელს მიტანებული ესპანეთის მკვიდრი ხუსტო გალეგო მარტინესი (Justo Gallego Martínez). აი, უკვე ორმოცდამეთხუტე წელია, ის მატოდმარტო აგებს საკუთარ ტაძარს პატარა ქალაქ მეჯორადა-დელ-კამპოში (Mejorada del Campo), რომელიც 20 კმ-ით დაშორებულია მადრიდიდან. ხუსტო მარტინესმა ამ საოცარი, საკათედრო ტაძრის გრანდიოზული მშენებლობა დაიწყო 1961 წლიდან…


მშენებლობა მიმდინარეობდა ინჟინრების და არქიტექტორების გარეშე, გეგმებისა და ნახაზების, ფინანსური ოპერაციებით საქმიანობის გარეშე, ინვერსტიციების, სახელისუფლებო ნებართვისა და ეკლესიების ლოცვა-კურთხევის, მხარდაჭერის გარეშე.
გრანდიოზული პროექტის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორსაა, მაგრამ ეხლა ნათლად ჩანს ფოტოებზე- 40-მეტრიანი გუმბათი, კოშკები და კიბეები; მალე დაიწყება გუმბათით გადახურვა.
ფერადი მინის ვიტრაჟებიანი, აღმართული ტაძრის ფართობი შეადგენს 2230 კვ /მეტრს (m²). ჩვეულებრივ, ტაძარს აგვირგვინებს გუმბათი, რომელიც ზეცის სიმბოლოა; ტაძრის უმთავრესი ნაწილია საკურთხეველი, რომელშიც აღესრულება მღვდელმსახურება.
ესპანელ მშენებელს დაგეგმილი აქვს სამრეკლოს აღმართვა ზარებისათვის, რომელთა რეკვით მორწმუნეებს უხმობენ სალოცავად, ღვთისმსახურებაზე. ის წესით უნდა იყოს ტაძრის შესასვლელთან, ან მის გასწვრივ.
ეხლა, რაც აღსანიშავი და დამაფიქრებელია- თავდაპირველად, ხუსტო გალეგო მარტინესს არ ჰქონდა არანაირი გამოცდილება მშენებლობაში და არც არქიტექტურული განათლება.


ყოფილი ბერი დაიბადა ღარიბი, ღვთისმოსავი გლეხის ოჯახში. სამოქალაქო ომმა ხელი შეუშალა, რომ ხუსტო გალეგო მარტინესს მიეღო განათლება. გარდა ამისა, 10 წლის ხუსტოს თვალწინ დახვრიტეს ადგილობრივი მღვდლები და გაძარცვეს ტაძარი თავის მშობლიურ ქალაქ მეჯორადა-დელ-კამპოში, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მასზე და ძალიან შეაძრწუნა 10 წლის ბიჭი.

20 წლის განმავლობაში ხუსტო მარტინესი გახდა ღვთისადმი მორჩილი, მორჩილება ხომ უდიდესი სათნოებაა.
როგორც ვიცით, სათნოებათა შორის ერთ-ერთი უდიდესი მორჩილებაა. ის ამშვიდებს ადამიანს და უქრობს ცხოვრებისეული სიძნელეების შიშს.
პიროვნება, რომელიც ღვთის მორჩილია, დარწმუნებულია, რომ უფალი დაიცავს მას განსაცდელის ჟამს. სამწუხაროდ, 8 წლის შემდეგ, როცა ხუსტო მარტინესი ტუბერკულოზით დაავადდა, მან დატოვა მონასტერი და დაბრუნდა თავის მშობლიურ ქალაქში, სადაც დაიწყო ტაძარის აგება მისი მშობლებისგან მემკვიდრეობით დატოვებულ მიწაზე. მან დადო პირობა, რომ ააშენებდა ტაძარს, თუ განიკურნებოდა ამ მძიმე დაავადებისგან.


ესპანელმა უფლის სადიდებლად დაიწყო ტაძრის აგება ცნობილი ნაგებობების, ეკლესიების ნიმუშების მიხედვით, რომლებიც ნახა ჟურნალებსა და წიგნებში. მაგალითად, ყველაზე დიდი გუმბათი, რომელსაც გეგმავდა ხუსტო თავისი ტაძრისთვის, ძალიან ჰგავს წმინდა პეტრეს ბაზილიკას- ვატიკანში.

ძირითადად, ხუსტო მარტინესი აშენებს საკუთარ ტაძარს მარტოდმარტო, მაგრამ დროდადრო მას ეხმარებიან ძმისწულები, ასევე მოხალისეები -როგორც ადგილობრივები, ასევე სხვა ქვეყნებიდანაც.
მარტინესი გულის სიღრმეში აღიარებს, რომ მისი ქმნილება ახლაც და მომავალშიც, სავარაუდოდ, არ იქნება გამოყენებული დანიშნულებისამებრ- საეკლესიო ღვთისმსახურებისთვის, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ქალაქის მაცხოვრებლები განსხვავებულად უყურებენ და აღიქვამენ მის პროექტს. მისი თქმით, ეს შრომა უპირველეს ყოვლისა, არის რწმენის მაჩვენებელი.

ღვთისადმი მორჩილი, ხუსტო მარტინესი დარწმუნებულია, რომ როდესაც ტაძარი საბოლოო სახეს მიიღებს, ამით ნაგებობათა ხანგრძლივი მშენებლობის მსოფლიო რეკორდი აღინუსხება. ამ ტაძარს კიდევ ბევრი შეუსხამს ხოტბას და მისი მშვენიერების გადმოსაცემად ენა, ეტყობა, უძლური იქნება. მოდით, წარმატება ვუსურვოთ !!!

















loading...

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close