სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 9)

როგორც ვიცით ავსტრალია ერთ-ერთი ლამაზი ქვეყანა და კონტინენტია მსოფლიოში მე კი მოგაწვდით მასზე მცირე ინფორმაციას

ბუნებრივი მახასიათებლები:
1.ეირის ტბა
ჩვეულებრივ მშრალი მარილიანი ეირის ტბა რომელიც სიმფსონის უდაბნოში მდებარეობს საუკუნის განმავლობაში მხოლოდ რამდენჯერმე ივსება წყლით, ხანრძლივი წვიმების შედეგად ტბის გარშემო მილიონობით ფრინველი გროვდება ბარტყების გამოსაჩეკად

ეირის ტბა შორიდან

2.ბანგლ-ბანგლსი

ეს მასიური კლდოვანი წარმონაქმნები, რომლებიც ავსტრალიაში მდებარეობს 350 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა ისინი ნარინჯისფრად მწვანედ და შავად არის შეფერილი კლდეებს შორის ტბორები და ქვაბულებია
3.ტასმანიის ტყეები
ტასმანიის ველური ბუნების ხშირ ტყეებში მსოფლიოს არსებული უძველესი მცენარეების რამდენიმე სახეობა ხარობს გასული საუკუნის ბოლო წლებამდე ამ ტყეებში ვეფხვის ნახვაც შეიძლებოდა

ტასმანიის ტყეები

4.კაკადუს ეროვნული პარკი

ავსტრალიის ჩრდილოეთით მდებარე კაკადუს ეროვნულ პარკში სხვადასხვა სახის უამრავ რეპტილიას მწერსა და მცენარეს ნახავთ ნაკრძალი აბორიგენთა კლდის მხატვრობითაცააა ცნობილი

კაკადუს ნაციონალური პარკი

5.ავსტრალიის ფაუნა

ავსტრალია ცოველების ორი უჩვეულო ჯგუფის სამშობლოა ჩანთოსნები ძუძუმწოვრები არიან რომლებიც თავიანთ ახალ ნაშიერებს ჩანთით დაატარებენ ყველაზე გავრცელებული ჩანთოსანი ცხოველები არიან კოალა კენგურუ და ვომბატი კენგურუს ძლიერი უკანა ფეხები აქვს მას შეუძლია მაღლა ხტომა და ძალიან სწრაფად სირბილი ერთგასავლიანი კვერცხისმდებელი ძუძუმწოვრები იხვნისკარტა და იქედნე ცხოველის უნიკალური სახეობებია ისინი კვერცხისდადებით მრავლდებიან მაგრამ ახალშობილ ნაშიერს რძით კვებავენ

კოალა

ტრადიციები და კულტურა:

1.ავსტრალიური ხელოვნება

ყველაზე ადრეული აბორიგენული ნახატები აღმოჩენილია გამოქვაბულებში. ისინი ყვითელი ჟანგმიწიღა და ნახშირით არის შესრულებული სხვადასხვა ადგილას მცხოვრები აბორიგენები ხატვის სხვადასხვა სტილს იყენებდნენ მათ შორის წერტულებს რომლებიც ასახავდა ყოველდღიურ ცხოვრებას

წერტილებით დახატული ნახატი

2.პლაჟები

ავსტრალიელების უმეტესობა ოკეანის ნაპირებზე ცხოვრობს ამიტომ პლაჟი ყველაზე პოპულარული ადგილია ოჯახური დასვენებებისთვის განსაკუთრებით შობის დღესასწაულის დროს მაშველები თვალყურს ადევნებენ პლაჟებს ცდილობენ დაიცვან მოცურავეთა უსაფრთხოება

 

პლაჟი

3.ავსტრალიის დღე

ეს დღესასწაული აღინიშნება 1877 წლის 26 იანვრიდან, როდესაც ინგლისმა განაცხადა რომ ავსტრალია ცალკე კოლონია გახდებოდა ამ დღეს აღნიშნავენ ცალკე ოჯახები ოჯახებს ტრადიციად აქვთ ქცეული პიკნიკი და ფეიერვერკები ეს არის საოჯახო დღესასწაული

ავსტრალიის დღე

ღირსშესანიშნაობები:

1.პარლამენტის შენობა
ბეტონისგან ნაგები ეს თანამედროვე შენობა რომელზეც ფლაგშტოკია აღმართული 1988 წელს გაიხსნა ავსტრალიის დედაქალაქ კანბერაში ამ შენობაში ეროვნული მთავრობაა განთავსებული

პარლამენტის შენობა

2.მელბურნი

ეს კოსმოპოლიტიკური ქალაქი 1835 წელს დაარსდა აქ ყოველწლიურად მსოფლიო მნიშვნელობის რამდენიმე სპორტული შეჯიბრება იმართება განსაკუთრებით გამოირჩევა მელბურნის თასის გათამაშება დღში ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში “დიდი მუზარადი„

 

მელბურნი

3.ადელაიდა
ამ პატარა ავსტრალიურ ქალაქს 1836 წელს დედოფალ ადელაიდას საპატივცემულოდ ეწოდა სახელი ადელაიდაში ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება ხელოვნების ფესტივალი რომელსაც ქვეყნის ყველაზე პოპულარული ადამიანები სტუმრობენ ქალაქი გორაკებით არის გარშემორტყმული
4.დარვინი
ეს ტროპიკული ქალაქი ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიაზე მდებარეობს და უახლოესი წერტილია სამხრეთ აზოასთან 1974 წელს ციკლონმა ტრეისიმ ქალაქი მთლიანად გაანადგურა დარვინი ხელახლა ააშენეს

დარვინი

5.სიდნეის საოპერო თეატრი

უნიკალური ნაგებობაა რომელიც სიდნეის ყურეშია შეჭრილი შენობის სახურავს აფრის ფორმა აქვს საოპერო თეატრი ავსტრალიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობაა 1958 წელს კონკურსის 200 მონაწილის ესკიზებს შორის დანიელი არქიტექტორის იორგ უტცონის ესკიზები შეირჩა და საოპერო თეატრის მშენებლობაც დაიწყო მის დასრულებას 15 წელიწადი დასჭირდა მსოფლიოს მრავალი მუსიკოსები და მსახიობები ჩადიან სიდნეის საოპერო თეატრში და მის საკონცერტო დარბაზებში წარმოადგენენ თავიანთ ხელოვნებას

საოპერო თეატრი

6.კიბერ-პედი

ამ ქალაქში ოპალის საბადოებია მისი შენობების უმეტესი ნაწილი მიწის ქვეშ არის განლაგებული ხშირად ისეთ მაღაროებში რომლებსაც აღარ იყენებენ წლის უმეტეს პერიოდში ტემპერატურა ისეთი მაღალია რომ ხალხი ამჯობინებს ცხოვროს და ზოგ შემთხვევაში იმუშაოს მიწისქვეშ განლაგებულ ნაგებობაში
ისტორიული პიროვნებები:
1.კაპიტანი ართურ ფილიპი (1738-1814)
ართურ ფილიპი ბრიტანული ფლოტის კაპიტანი იყო რომელმაც ავსტრალიის მიწაზე 1788 წელს დადგა ფეხი და პორველი გუბერნატორი გახდა ფილიპმა სიდნეის უბე აირჩია მსჯავრდებულთა დასახლების ადგილად

კაპიტანი ართურ ფილიპი

2.კაროლინ ჩისჰოლმი (1808-1877)

კაროლინ ჩისჰოლმს “იმიგრანტების მეგობარს„ უწოდებდნენ მა 11000-მდე უსახლკარო კატორღელ ქალს მისცა თავშესაფარი ბევრ მაღგანს კაროლინმა ფერმებში მოუძებნა სამუშაო
3.ედვარდ მაბო (1936-1992)
აბორიგენების უფლებათა დაცვის აქტივისტმა ედვარდ მაბომ 1993 წელს მიმართა ავსტრალიის უმაღლეს სასამართლოს ავსტრალიელი აბორიგენებისთვის მიწის დაკარგვის უფლების მოსაპოვებლად რადგან ავსტრალიაში ევროპელებს დასახლებამდე ის მიწები მკვიდრი მოსახლეობის საკუთრება იყო

ედვარდ მაბო

ისტორია თვალის ერთი გადავლებით:
ძვ.წ 50 000
აბორიგენები ავსტრალიაში ახალი გვინეიდან ჩავიდნენ მოგვიანებით 30 000 წლის შემდეგ ისინი დასახლდნენ ფრეიზერის კონცხზე რომელიც ტანზანიის უკიდურესი სამხრეთით მდებარეობს
ძვ.წ 8000-6000
ახალი გვინეა გამოეყო ავსტრალიას ტომები ახალი გვინეის მაღალმთიან ველებზე დასახლდნენ
ძვ.წ 1688
ავსტრალიის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროს უილიამ დამპიერმა გემ საინეტით მიაღწია ის იყო პირველი ევროპელი რომელმაც ავსტრალიის მიწაზე დადგა ფეხი თითქმის 100 წლის შემდეგ კაპიტანი ჯეიმზ კუკი ჩავიდა ბოტანის ყურეში რომელიც ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარეობს კუკმა ეს მხარე ინგლისის საკუთრებად გამოაცხადა
1788
სიდნეის ყურეს პირველი 11 გემისგან შემდგარი ფლოტი მიადგა გემებზე 1500 კატორღელი და ჯარისკაცი იმყოფებოდა
1851
ვიქტორიასა და ახალ სამხრეთ უელსში ოქრო აღმოაჩინეს დაიწყო ოქროს ციებ-ცხელება
1868
ბრიტანეთმა უკანასკნელად გაგზავნა კატორღელები დასავლეთ ავსტრალიაში ამავე დროს ავსტრალიაში ჩასვლას იწყებენ ახალმოსახლეები და მოსახლეობა სწრაფად იზრდება
1884
ბრიტანეთი იპყრობს ახალი გვინეის სამხრეთ აღმოსავლეთს ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის გერმანია აკონტროლებს ავსტრალია ბრიტანეთის ნაწილს მხოლოდ 20 წლის შემდეგ იბრუნებს
1901
ავსტრალიის ექვსი ბრიტანული კოლონია ერთიანდება ერთიანი ფედერაციის შესაქმნელად რათა ისინი როგორც ერთი სახელმწიფო ისე ემარათ მას ავსტრალიის თანამეგობრობა ეწოდა
1914-1918
ავსტრალია ახალ ზელანდიასთან ერთად ბრიტანეთის მხარეს იბრძოდა პირველ მსოფლიო იმში მათ ინზაკებს უწოდებდნენ
1921
გერმანიის ახალი გვინეა ავსტრალიის კონტროლქვეშ გადადის
1939-1945
ბრიტანეთი გერმანიასთან ომში ერთვება ავსტრალია მხარს უჭერს ბრიტანეთს მეორე მსოფლიო ომში. 1942-1945 წლებში იაპონია ახალი გვინეის ოკუპაციას ახდენს
2000
სიდნეი ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს ავსტრალიის სახელით მოასპარეზე სპრინტერი კეტ ფრიმენი ოქროს მედლის მფლობელი ხდება

ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE