მისტიკასაკითხავიუცნაური

კაცობრიობისთვის ცნობილი 10 ყველაზე პოპულარული მითიური არსება


დღეს ეს არსებები ადამიანებს მიაჩნიათ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფებად, მაგრამ უამრავი საუკუნის წინ კაცობრიობას მათი არსებობის სჯერა. არ არის არანაირი სანდო მტკიცებულება, რომ ისინი რეალურად არსებობდნენ, ამიტომაც მიეკუთვნებიან ისინი მითიური არსებების სიას. ჩემს მომდევნო პოსტში გაიცნობს ათ ყველაზე პოპულარულ მითიურ არსებას.

10.კრაკენი/ლევიათანი

კრაკენი არის უმართავი აგრესიის მქონე გიგანტური რვაფეხა, ხოლო ლევიათანი კი არის შვიდთავა მონსტრი, რომელიც ცნობილია თავისი ზომებით. ნებისმიერ შემთხვევაში ამ მონსტრების არსებობა მსოფლიო ოკეანეში ხელს უშლიდა უსაფრთხო ზღვაოსნობას. არავინ იცის სინამდვილეში თუ არსებობდნენ ეს მონსტრები, თუ ისინი უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფები არიან. მითებიდან გამომდინარე ცნობილია მხოლოდ ის, რომ კრაკენი და ლევიათანი იყვნენ ოკეანის ყველაზე აგრესიული არსებები.

9.მუტანტები

ადამიანის სხეული ცხენის ფეხებზე, ბიზონის თავი ადამიანის სხეულზე ან ლომი ადამიანის თავით – ამ მუტანტების ჩამოთვლა შეიძლება დაუსრულებლად, რადგან ისინი არსებობენ მთელი მსოფლიოს სხვადასხვა კულტურებში. ქიმერაც ლომის თავით, დრაკონის ფრთებით და თხის სხეულით შედის ამ სიაში. ამ არსებების უმეტესობას დადებითი ხასიათები აქვთ, როგორც პეგასს ან კენტავრს, მაგრამ არიან ისეთი სასტიკი ქმნილებები როგორიცაა ქიმერა.

8.ფენიქსი

ფენიქსი არის ლამაზი ფერადი ფრინველი, რომელიც მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიიდან და მიიჩნევა ადრეული ქრისტიანობის სიმბოლოთ. ის დიდიხნით ცოცხლობდა და კვდებოდა – იფერფლავდა თავს, რომ კვლავ აღმსდგარიყო ფერფლიდან და დაეწყო სამუდამო ცხოვრება. ზოგიერთ მითში ნათქვამია, რომ ფენიქსი ცოცხლობდა 1400 წელს, შემდეგ კვდებოდა და კვლავ აღსდგებოდა. ფენიქსი არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მითიური არსება, რომელიც ხშირად გამხდარა ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, მათ შორისაა რომანი ჰარი პოტერის შესახებ.

7.მარტორქა

ეს არის ცხენის სხეულისა და თავის მქონე ლეგენდარული არსება მარტორქა, მითიური ცხოველი, რომელიც არის სისუფთავისა და სიწმინდის სიმბოლო. ბევრს სჯერა, რომ ეს მითიური ცხოველი სინამდვილეში არსებობდა, მაგრამ ისინი დახოცეს თავიანთი რქების გამო, რომლებსაც ჰქონდათ სამკურნალო თვისებები.

6.სირენები/ქალთევზები

ქალთევზას და სირენას ერთადერთი მსგავსება არის ის, რომ მათი ზედა ნაწილი გავს ქალის ადამიანურ სხეულს, ხოლო ქვედა ნაწილი კი გავს თევზის კუდს. სირენები არიან ბერძნული მითოლოგიის ნაყოფები და ითვლებოდნენ ყოველი მეზღვაურის ღამის კოშმარებად. მათ შეეძლოთ ნებისმიერი კაცისთვის შეეყვარებინათ თავი თავიანთი სილამაზითა და არა ამ ქვეყნიური სიმღერით. ქალთევზები კი ძირითადად ცნობილები არიან მხატვრულ ნაწარმოებებში, მათ ხშირად გამოსახავდნენ მხატვრები და მათზე იღებდნენ ფილმებს. მიუხედავად მათი არსებობის მრავალი ისტორიული მტკიცებულებებისა, მათ შორის ქრისტეფორე კოლუმბის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა მისი მოგზაურობისას კარიბის ზღვაში, არ არსებობს არანაირი ნივთმტკიცება. ქალთევზები არსებობას განაგრძობენ მხოლოდ ზღაპრებში.

5.ლიკანი, ვერვულფი, მაქცია

ფოლკლორებში არის ზღაპრები ადამიანების შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მგლებად ან მგლის მსგავს არსებებად გადაქცევა. თუკი ეს მხეცი ვინმეს უკბენს, მაშინ ის გადაიქცევა მაქციათ.

4.თოვლის ადამიანი/იეტი

თოვლის ადამიანი არის გიგანტური ზომის ადამიანი, რომლის სხეულიც დაფარულია რბილი ბეწვით. ამბობენ, რომ ისინი ცხოვრობენ წყნარი ოკეანის რეგიორის ტყეებში. მიუხედავად იმისა, რომ გადაღებული იქნა თვითონ თოვლის ადამიანის და მისი ფეხის ფოტოები, მეცნიერებს მათი არსებობის არ სჯერათ. ისინი თვლიან, რომ ფოტოები არარეალურია, ხოლო თვითონ თოვლის ადამიანი კი არის ადამიანური ფანტაზიის ნაყოფი.

3.ვამპირები/ჩუპაკაბრა

ვამპირები გვხვდებიან სხვადასხვა კულტურების მითებში, მაგრამ სხვადასხვა სახელებით. ვამპირები უკვდავი არსებები არიან, რომლებიც ატერორებენ მშვიდობიან მოსახლეობას მსხვერპლის ძებნის მიზნით. სისხლი არის მათი კვების ერთადერთი წყარო. ვამპირები არიან ცდუნებისა და გარდასახვის ექსპერტები.

2.დრაკონები

რეპტილიის ფრთების მქონე ეს ლეგენდარული არსებები არიან თითქმის მსოფლიოს ყველა ეთნოსის ზღაპრებისა და ეპოსების მთავარი გმირები. აზიური დრაკონები წარდგენილნი არიან როგორც გიგანტური ზომის ხვლიკები ან გველები, რომლებსაც აქვთ ორი წყვილი ფეხი და პირიდან უშვებენ ცეცხლს, ხოლო ევროპელ დრაკონებს აქვთ ბევრი თავი და ფრთები. აზიაში დრაკონებს თაყვანს სცემდნენ როგორც ჭეშმარიტებისა და სიმამაცის სიმბოლოს, ხოლო ევროპაში დრაკონებს აღწერდნენ როგორც სისხლმოწყურებული არსებებს.

1.ლოხ-ნესის ურჩხული

ეს არამხოლოდ ტბის ლეგენდარული არსებაა, არამედ ყველაზე ცნობილი ურჩხულია, რომელიც ცხოვრობს ლოხ-ნესის ტბაში, შოტლანდიაში. დაწყებული მეექვსე ასწლეულიდან არსებობს ათასობით კვლევა და რეპორტაჟი ნესის შესახებ. გასული ასწლეულის 30-იან წლებში მკვლევარებს შორის დაიწყო ნამდვილი აჟიოტაჟი, ყველას სურდა თავისი თვალებით ენახა ურჩხული. მეცნიერები კატეგორიულად უარყოფენ ყველანაირ მტკიცებულებას მათი არსებობის შესახებ და მიიჩნევენ მხოლოდ ფანტაზიის ნაყოფად.

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close