გართობაუცნაური

საიდუმლოებანი, რომლებსაც მეცნიერები ვერ ხსნიან

3cfb37046caf
ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია ბერმუდის სამკუთხედის და ატლანტიდის შესახებ, რადგან ისინი არიან კაცობრიობის ყველაზე დიდი ამოუხსნელი საიდუმლოებანი, მაგრამ ამ ორის გარდა არის კიდევ ბევრი საიდუმლო, რომლებსაც მეცნიერები ახსნას ვერ უძებნიან.

1.პაიტიტის დაკარგული მიწა
04227edb7da0
პაიტიტი არის ინკების ლეგენდარული დაკარგული ქალაქი, რომელიც სავსე უნდა იყოს ოქროთი და დიდძალი განძეულობით. ის თითქოს მდებარეობს ანდების აღმოსავლეთით და დამალულია ტროპიკული ტყეებში. სხვადასხვა ლეგენდების მიხედვით, პაიტიტი მდებარეობს პერუს სამხრეთ-აღმოსავლეთით, ბოლივიის ჩრდილოეთით ან ბრაზილიის სამხრეთ-დასავლეთით.

2.პართენონის საიდუმლოებანი
177df0c1cdf8
პართენონი არის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ფასეული ნაგებობა, მაგრამ ჯერაც არის ბევრი საიდუმლო მის გარშემო. მაგალითად, როგორც მოახერხეს უძველესმა ათენელებმა მარმარილოს გადატანა პენტელიკონიდან და ააშენეს ეს შედევრი თავიანთი პრიმიტიული ინსტრუმენტებით, რომლებიც იმ დროს არსებობდა? როგორ მოახერხეს პროპორციების და ბალანსის უნაკლოდ დაცვა? როგორ მუშაობდნენ მილიმეტრების სიზუსტით(როდესაც ამის გაკეთება თანამედროვე კომპიუტერებსაც კი უჭირთ) თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების გარეშე?

3.პალპას პლატო
ce7ca6ce01cf
ბევრმა ადამიანმა იცის უცნაური გიგანტური სურათების შესახებ ნასკას პლატოზე. პერუში პალპას პლატოზე, როგორც ნასკას პლატოზე შეიძლება იპოვოთ დიდი რაოდენობით გეომეტრიული და ანთრომორფული გეოგლიფები, რომელთაგან უმეტესობა გამოსახულია თითქოსდა ხელოვნურად მოჭრილი ბორცვების თხელ მწვერვალებზე. ეს “ხაზები” ბორცვების ზედაპირზე ისე გამოიყურებიან, რომ თითქოს ისინი გააკეთა ვიღაც გოლიათმა.

4.რეის 370 Malaysia Airlines-ის ბედის
94736e14e36f
ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოცანა არის ის თუ სად გაქრა თვითმფრინავი MH370, რომელიც გაქრა ბორტზე 239 ადამიანით 2014 წლის 8 მარტს. თვითმფრინავი მიფრინავდა კუალა-ლამპურიდან პეკინში. რუსეთის, ჩინეთის, საფრანგეთის და ამერიკის შეერთებული შტატების ერთობლივი დიდხნიანი ძებნის შემდეგ თვითმფრინავის კვალს ვერაფრით ვერ მიაგნეს, მეცნიერები ვერ ხსნიან თუ რა შეიძლება მომხდარიყო იმ დღეს.

5.ეშმაკის კვალი
506e93b29717
1855 წლის 9 თებერვალს ინგლისში, დევონის მთლიან სამხრეთ ნაწილში, როდესაც დილით ადამიანებმა გაიღვიძეს ღრმა თოვლში აღმოაჩინეს ჩლიქის მსგავსი კვალის ჯაჭვი, ეს კვალი გამოიყურებოდა ისე თითქოსდა დამწვარი იყო ცხელი უთოთი. ასეთი ნიშნები ნაპოვნი იყო 65-დან 240კმ-მდე. კვალს უწოდეს “ეშმაკის კვალი”, რადგან თითქოს ის გაკეთებული იყო მხოლოდ ორი ჩლიქით.

6.მკვლელობა ჰინტერკაიფეკში
57022b99f6b9
ჰინტერკაიფეკი არის პატარა კომლი, რომელიც მდებარეობს ორ ბავარიულ ქალაქს – ინგოლშტადსა და შრობენჰაუზენს შორის გერმანიაში. ეს ფერმა ცნობილი გახდა 1922 წელს, როდესაც იქ მცხოვრები ადამიანები მოკლეს თოხით. მვლელობა დღემდე გაუხსნელია.

7.1518 წლის “მოცეკვავე შავი ჭირი”
7fbe46647a16
1518 წლის ივლისში, ადამიანების უმეტესობა რომლებიც ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდნენ ფრანგულ ქალაქ სტარსბურგში(მაშინ საღვთო რომის იმპერიის ნაწილი) დაავადდა უეცარი და არაკონტროლირებადი ცეკვის სურვილით. ისტერია დაიწყო მაშინ, როდესაც ქალი ცნობილი როგორც ფრაუ ტროფი გამოვიდა ქუჩაზე და დაიწყო ჩუმად ცეკვა. მთელი კვირის განმავლობაში მას შეუერთდა რამდენიმე ათეული ადამიანი, რომლებიც მთელი დღე-ღამის განმავლობაში გაუჩერებლად ცეკვავდნენ. ერთი თვის შემდეგ ცეკვის ეპიდემიამ მოიცვა ოთხასი მსხვერპლი. ადამიანები იღუპებოდნენ გულის შეტევებით, უძილობით ან დაღლით.

8.სიგანლი “ვაუ”
fa6139baf877
1977 წლის 15 აგვისტოს ჯერი ეიმანმა დააფიქსირა უცნაური ვიწროხაზოვანი სიგნალი კოსმოსიდან(“დიდი ყური”-ს რადიოტელესკოპზე მუშაობისას პროექტ SETI-ს ფარგლებში, რომლის მიხედვითაც ის ეძებდა არამიწიერ სიცოცხლეს). ეს სიგნალი შევიდა ისტორიაში, როგორც სიგნალი “ვაუ”, რადგან ეიმანმა სიგნალის დაბეჭდვის ველში ჩაწერა “WOW”. რა იყო ეს დღემდე უცნობია.

9.მფატრავი ჯეკის ნამდვილი ვინაობა
41e3776d26a9
მიუხედავად იმისა, რომ მფატრავი ჯეკი არის ყველა დროის ყველაზე ცნობილი სერიული მკვლელი, მისი ვინაობა მსოფლიოსთვის დღემდე უცნობია. ბევრი თეორია იქნა წარმოთქმული მრავალი წლის განმავლობაში და ბევრი მათგანი ნამდვილად ჰგავს გიჟურს.

10.კენეტ არნოლდის “მფრინავი თეფშები”
0b0ea1fce67b
1947 წლის 24 ივნისს კერძო პილოტი კენეტ არნოლდი ამტკიცებდა, რომ მან დაინახა ცხრა ამოუცნობი მფრინავი ობიექტებისგან შემდგარი ჯაჭვი, რომლებიც მიფრინავდნენ რეინის მთების შორი-ახლოს. ეს მიიჩნევა პირველ ოფიციალურად რეგისტრირებულ დაკვირვებად ამოუცნობ მფრინავ ობიექტზე. არნოლდის აღწერამ გამოიწვია პრესაში ისეთი ტერმინების გაჩენა როგორებიცაა “მფრინავი თეფში” და “მფრინავი დისკი”, რომლებსაც დღემდე ხშირად იყენებენ ამოუცნობი მფრინავი ობიექტების ასაღწერად.

მსგავსი ამბები

Back to top button