გართობაკულტურა

ცნობილი საიტები (13 ნაწილი)

fe522247b31c
Odnoklassniki – გიგანტი რუსული სოციალური ქსელი რომელიც დაარსდა 2006 წელს ალპერტ პოპკოვის მიერ ამჟამად საიტი მსოფლიოში 48 ხოლო რუსეთში 7 პოზიციაზე იმყოფება.

Odnoklassniki დიდი ხანია უკვე რაც MailRu-ს ჯგუფს ეკუთვნის საიტს ძირითადად მოიხმარენ ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მაცხოვრებლები აქედან მომხმარებლების უდიდესი წილი საიტით სარგებლობს რუსეთიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, თუქრმენეთიდან, ყირგიზეთიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, მოლდოვადან ასევე სხვა ქვეყნებიდან მათ შორის რუმინეთიდან და ძალიან მცირე ნაწილი თურქეთიდან იმის გამო რომ Odnoklassniki ძირითადად რუსული ბაზრისთვის გათვლილი სოციალური ქსელია მას რუსულენოვანი მომხმარებლები მოიხმარენ მაგრამ არარუსულენოვანი მომხმარებლებისათვის საიტით სარგებლობა სხვა ენებზეცაა შესაძლებელი მათ შორის ქართულზეც. Odnoklassniki დაარსების დღიდან აქტიურად ანხორციელებდა სხვადასხვა აქციებსა და წახალისებებს მაშინ სოციალური ქსელები და გაცნობის საიტები ახალი ხილი იყო ამ ხილს გემო ქართველებმაც გაუსინჯეს და აქტიურად დაიწყეს საიტის მოხმარება მაგრამ მას შემდეგ რაც Facebook-მა მსოფლიო ინტერნეტ ბაზრის ძალიან დიდი ნაწილი დაიპყრო გამონაკლისი არც საქართველო აღმოჩნდა და შესაბამისად Odnoklassniki-ს მომხმარებლების დიდი ნაწილი სწორედაც რომ Facebook-ზე გადავიდა მაგრამ Odnoklassniki-ს რათმქაუნდა დღემდე ყავს აქტიური მომხმარებლები რაც მის რეიტინგზეც მეტყველებს ის მსოფლიოში საუკეთესო 50 საიტს შორისაა და როგორც ზევით მოგახსენეთ რუსეთში 7 პოზიცია უჭირავს. სოციალური ქსელების ეპოქაში Odnoklassniki-მ მომხმარებლების მნიშნველოვანი ნაწილი დაკარგა რუსეთშიც და ამ მომხმარებლების დიდი რაოდენობა რუსულ სოციალურ ქსელ Vk-ში გადაბარგდა რომელიც მეტ-ნაკლებად წააგავს Facebook-ს და კომუნიკაციის უფრო მეტ საშუალებას იძლევა.

Odnoklassniki-ზე მუსიკებისა და ვიდეოების მოყვარულთათვის სპეციალური კატეგორიაა რომელიც ძალიან პოპულარულია საიტზე ასევე არის ჯგუფები სადაც შეგიძლიათ ინტერესების მიხედვით გაერთიანება ან თქვენს და თქვენი მეგობრების ინტერესებზე მორგებული ჯგუფის შექმნა. ონლაინ და ქსელური თამაშების მსურველთათვის საიტზე თამაშების მრავალფეროვანი კატეგორიაა და ინტერესების მიხედვით შეგიძლიათ მოძებნოთ და ითამაშოთ სასურველი თამაში ასევე გაუშვათ საინტერესო აპლიკაციები. საიტს მიღებული აქვს სხვადასხვა ჯილდოები მათ შორის რუსეთის წლის ბრენდის და ასევე საერთაშორისო ჯილდოები რომელიც საიტს ძირითადად დაარსებიდან პირველ წლებში გადაეცა.

ისევე როგორც ყველა სოციალურ ქსელში რათქმაუნდა Odnoklassniki-შიც კრძალავენ უცენზურო ფოტოებს მაგრამ ხშირ შემთხვევაში საიტზე მაინც წააწყდებით ასეთი შინაარსის ფოტოებს ეს კი ძალიან უარყოფითად მოქმედებს საიტზე და ისეთია ბევრი ადამიანი რომელმაც ზუსტად ამ ხარვეზის და გაუგებრობის გამო დატოვა საიტი და გადავიდა სხვა სოციალურ ქსელზე. საიტი ქართველი მომხმარებლებისთვის ხშირად ასოცირდება ძველ მოგონებებთან და მე პირადად ბევრს ვიცნობ ისეთს ვინც ძალიან კარგად იხსენებს Odnoklassniki-ზე გატარებულ დროს და პირველ ნაბიჯებს ამ მართლაც ლეგენდარული საიტისას.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ საიტის ოფისის ფოტოები.

0109c753dde7
345a4666fcd1
71bbba62c135

მსგავსი ამბები

Back to top button