გართობაკულტურა

მდიდარი, ცნობილი სელებრითების იაფფასიანი ავტომობილები (ნაწილი 1)

d830fc4a537b
ყველამ მშვენივრად იცის, რომ ზოგიერთი ცნობილი სახეები გამოიმუშავებენ იმდენ ფულს, რომ არც კი იციან რა მოუხერხონ ამდენ თანხას – მოკლედ მათზე ითქმის „ფული ჩეჩქივით“ აქვთ-ო. ფუფუნების მოყვარულ სელებრითებს წლიური შემოსავალი ხელს უწყობთ, რომ თითოეული კაპრიზი, რაც ფულად ხარჯთანაა დაკავშირებული რამოდენიმე წუთში
შეისრულონ, რადგან მათ არც დანაზოგის გაკეთება და არც სესხის აღება არ სჭირდებათ. ბევრი მათგანი ხარჯავს უაზროდ დიდ თანხებს სახლებსა და იახტებზე; ხოლო ზოგიერთები კი, როგორიცაა მსოფლიოს ჩემპიონი კრივში, ფლოიდ მეივეზერი (Floyd Mayweather) ხარჯავს სკანდალურად აღმაშფოთებელ თანხებს მდიდრულ და ძვირიან მანქანებზე;
მაგრამ, ყველა ცნობილ სახეს არ მოსწონს ფულის დახარჯვა და თავიანთი სიმდიდრის გამომზეურება პუბლიკაში. ზოგიერთი მათგანი ინარჩუნებს ზღვრულ მგრძნობელობას და მიუხედავად მათი მილიონებისა და მილიარდებისა, ხარჯავენ ზუსტად იმდენს, რამდენიც საჭიროა ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებისთვის.
ყველა ცნობილ ადამიანს, რომელიც განხილული იქნება დღევანდელ სიაში, აქვს საკმაოდ დიდძალი ქონება, ბევრი ფული, მაგრამ ყველა ისინი, რატომღაც, რაღაც მიზეზის გამო მგზავრობისთვის სიამოვნებით ირჩევენ იაფფასიან ავტომობილებს. ზოგჯერ ავტომობილის არჩევა აიხსნება სენტიმენტალობით, ზოგჯერ ისინი უბრალოდ ვერ პოულობენ გამართლებას ძვირიანი ავტომობილის ყიდვაში, მითუმეტეს თუკი მათ უკვე აქვთ მანქანა, რომლითაც შეიძლება მგზავრობა. აი, ისინიც
1) რონ არტესტ – (Ron Artest)
2796450b33e4
რონ არტესტმა (Ron Artest)- მოგვიანებით შეიცვალა სახელი და გახდა მეტა უორლდ ფისი (Metta World Peace); რონ არტესტი არის ჩვენი დროის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი. მან ბოლო 2 თვეში გამოიმუშავა $21 მილიონი, რომელიც აღემატებოდა მის მიერ ხელმოწერილ კონტრაქტს “Los Angeles Lakers”-თან.
2011 წელს არტესტი დასახელდა NBA-ის საუკეთსო თავდაცვის მოთამაშედ. საერთო ჯამში, მისი კაპიტალი შეადგენს $195 მილიონ ამერიკულ დოლარს; როგორც ჩანს, რონ არტესტი კმაყოფილია და ატარებს მანქანას, რომელიც ღირს მხოლოდ $35000 დოლარი, თუმცა შეეძლო უფრო ძვირადღირებული ავტომობილით გადაადგილება…
4ad2ff4ff62c
და აი, 2 წლის წინ რონ არტესტმა შესიძინა Lamborghini Reventon, რომელშიც გადაიხადა $1,600,000, მაგრამ ავტოფარეხიდან ძალიან იშვიათად გამოყავს…ეს მანქანა იკავებს მე-2 ადგილს 10 ყველაზე ძვირადღირებულ მანქანათა შორის; ამის მიზეზს კი მისი საოცარი დიზაინი და ფასი იწვევს.
2) მელ გიბსონი – (Mel Gibson)
14f4d3594a7f
მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი, რომელიც შვიდი შვილის მამაა, მელ გიბსონი მფობელია ავტომანქანა Mercedes CLS 500-ის, რომლის ღირებულება შეადგენს $ 200,000; იგი ასევე ფლობს Toyota Cressida-ს, რომლის ღირებულება გაცილებით დაბალია. „ოსკარის“ და „ოქროს გლობუსის“ გამარჯვებულმა ფილმში „მამაცი გული“, მელ გიბსონმა გამოიმუშავა $425 მლნ.დოლარის კაპიტალი. Toyota Cressida დამზადებულია 1976 -1990 წლებში და ოყო Mark II მოდელის ექსპორტის ვერსია, რომელიც გაიყიდა იაპონიაში. როგორც ცნობილია, ამერიკელი მსახიობი უდფრო ხშირად გადაადგილდება ამ მანქანით, ვიდრე ძვირიანი Mercedes CLS 500-ით.
3) მომღერალი ბრიტნი სპირსი – (Britney Spears)
b631759aa973
ამერიკელი მომღერალი ბრიტნი ჯინ სპირსი, შეიძლება უკვე აღარ არის ისეთი პოპულარული, როგორც 1990-იან წლებში, მაგრამ მიუხედავად ამისა, ლას ვეგასში დაბრუნების შემდეგ, ბრიტნი მაინც შოულობს $15 მილიონ ამერიკულ დოლარს წელიწადში.
კარიერის მანძილზე სპირსმა მიიღო მრავალი ჯილდო და ნომინაცია, მათ შორის- გრემი, MTV-ს ვიდეოს 6 ჯილდო, ბილბორდის 9 ჯილდო და ვარსკვლავი ჰოლივუდის დიდების ხეივანში.
მრავალი წლის განმავლობაში, ბრიტნის დაუგროვდა შთამბეჭდავი კაპიტალი $170 მილიონი დოლარის ოდენობით, მაგრამ ავტომობილის შეძენის საკითხებში, ძველებურად ის უპირატესობას ანიჭებს იაფფასიან მოდელებს; მომღერალი ცნობილია თავისი Mini Cooper-ით, რომელიც ღირს მხოლოდ $35000. Mini Cooper იწარმოება 2000 წლიდან, კომპანია BMW-ს მიერ და არის ძალიან პოპულარულიი ავტომობილი, თუმცა მას შეუძლია ფლობდეს გაცილებით უფრო კომფორტულ და ძვირიან „ოთხთვალა ლამაზმანს“. მაგალითად, Ferrari F12 Berlinetta TRS
4) ჯასტინ ტიმბერლეიკი – (Justin Timberlake)
f2de0f7cf5f9
ამერიკელი მოცეკვავე, მსახიობი და რიტმ-ენდ-ბლუზ მომღერალი -ჯასტინ ტიმბერლეიკი პოპულარული გახდა როგორც ბოიბენდის „NSYNC“ სოლისტი. ბოიბენდის სხვა წევრებისგან განსხვავებით, ჯასტინმა გააკეთა ყველაზე წარმატებული მუსიკალური და სამსახიობო კარიერა. ჯერ მარტო 2002 წელს მან გამოუშვა თავისი სოლო ალბომი „Justified“, რომლის მსოფლიო მასშტაბით 7,5 მილიონზე მმეტი ეგზემპლარი გაიყიდა, ხოლო დღესდღეობით, მისი კაპიტალი შეადგენს $225 მილიონ ამერიკულ დოლარს.
წარმოუდგენელია, მაგრამ მომღერალი უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობს $16000 დოლარიანი Volkswagen Jetta ავტომობილის ტარებით, ვიდრე ნებისმიერი სხვა, უფრო ძვირადღირებული მანქანის ტარებით. VW Jetta გამოირჩევა მინიმალური საწვავის ხარჯვით, მაგრამ არა სიმძლავრით; ეს მოდელი გამოშვებულია 1979 წლიდან და წარმოადგენს მწარმოებლის საუკეთესო გაყიდვად მოდელს – უკვე გაიყიდა 14 მილიონზე მეტი ასლი.
5) ზაკ ეფრონი – (Zac Efron)
7932804273ee
ზაკ ეფრონმა (Zac Efron) -ამერიკელმა მსახიობმა აღიარება მოიპოვა ფილმით „მაგარი მიუზიკლი“ (“High School Musical”), ხოლო 2009 წელს კი მთავარი როლისათვის ფილმში „მამა კვლავ 17 წლისაა“ ზაკმა მიიღო $1 მილიონი ამერიკული დოლარი. ზაკ ეფრონმა,
რომელიც ფლობს $18 მილიონიან კაპიტალს, თავისთვის შეიძინა პენტჰაუზი ბევერლი-ჰილზში (ქალაქი ლოს-ანჯელესის საგრაფოს დასავლეთ ნაწილში) $4 მილიონ დოლარად.
მსახიობი შენიშნული იყო ძვირადღირებული და კომპაქტური ავტომობილის Oldsmobile Alero 1999 -ის საჭესთან. 2014 წელს კი, ზაკ ეფრონმა გადასცა თავისი მანქანა საქველმოქმედო ფონდს, რადგან ის არის ლამაზი არა მარტო სახით, არამედ სულითაც…
დღესდღეობით, ზაკი გადაადგილდება იაფფასიანი ავტომობილით და იგი დაასახელეს ასიდან ერთერთ მომხიბვლელ მამაკაცად.

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button