ახალი ამბებიგამოგონებაუცნაური

რობოტი რომელიც იატაკს თქვენს მაგივრად მოწმენდს


რობოტი რომელიც იატაკს თქვენს მაგივრად მოწმენდსრობოტი რომელიც იატაკს თქვენს მაგივრად მოწმენდს.


დიასახლებს ამიერიდან შეუძლიათ ამოისუნთქონ და დაივიწყონ ვედროები და იატაკის ტილოები. იატაკის მოწმენდის შესახებ ყველაფრის დავიწყება პრინციპში შესაძლებელია, თუკი შეიძენთ სახლის ახალ რობოტს, რომელიც ამ საქმეს თქვენს მაგივრად გააკეთებს.

უკვე დღეს ბინძური სამუშაოს შესრულება შეუძლიათ რობოტებს. ახალი დამლაგებელი-რობოტი iRobot არ არის რაიმე ფუფუნების საგანი, არამედ ისეთი საგანია, რომელიც სასურველია და ხელმისაწვდომია ყველა სახლში. ერთი შეხედვით ეს მოუქნელი მოწყობილობა სრულიად დაგავიწყებთ იატაკის მოწმენდის აუცილებლობას.


iRobot-ი შექმნილია ქრაუდფანდინგური კომპანიის მიერ. მანქანა განკუთვნილია პატარა სივრცეების დასალაგებლად. iRobot-ის გაბარიტებია 17 x 17.8 x 8.4 სმ. კორპუსს აქვს მართკუთხედის ფორმა. ამის წყალობით რობოტს შეუძლია მიაღწიოს ყველაზე რთულად მისაწავდომ ადგილებშიც კი, მაგალითად პრობლემების გარეშე გარეცხოს პოლი უნიტაზის გარშემო.

iRobot-ი სივრცეში ორიენტირებას ახდენს გადამცემებისა და გეოლოკაციის მექანიზმების შედეგად. რობოტს შეუძლია განსაზღვროს დაბრკოლებები გზაზე და ეძებოს ოფტიმალური გზები მათ გადასალახათ. ამის გარდა iRobot-ს შეგიძლიათ აუკრძალოთ, რომ გადაუაროს ხალიჩას ან მიუახლოვდეს კიბეს. რობოტი ასევე იმახსოვრებს განვლილ მარშუტს და არ ბრუნდება იქ თუკი უკვე დაალაგა.


iRobot მუშაობს სამიდან ერთ რეჟიმზე. პირველი არის სველი დალაგება. მეორე არის ინტენსიური სველი დალაგება სარეცხი საშუალებების გამოყენებით. მესამე კი არის მშრალი დალაგება. რობოტიზირებული დამლაგებლის მართვა და მასზე პარამეტრების დაყენება შესაძლებელია სმარტფონის შედეგად. რობოტის სამრეცხაო ზედაპირი იხსნება ღილაკის მარტივი დაჭერით. ამ მანიპულაციის შესრულება შესაძლებელია ხელების გაჭუჭყიანების გარეშე. დასამატებელი კი დარჩა ის, რომ რობოტს აქვს კომფორტული ხელმოსაკიდი მარტივი გადატანისთვის.

მსგავსი ამბები

Close
Close