სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 8)

როგორც ვიცით გაერთიანებული სამეფო აერთიანებს რამდენიმე ქალაქს ხოლო მე კი ამ ერთ სიახლეში ჩავატევ ყველაფერს გაერთიანებული სამეფოს შესახებ.

1.ტბების მხარე
ჩრდილოეთ ინგლისში ულამაზესი ბუნებაა განსაკუთრებით მშვენიერია მისი მთიანი ჩრდილო-დასავლეთი ტბების მხარე აქ მყინვარმა მოძრაობისას ქვაბულები გათხარა და დროთა განმავლობაში მყინვარის უკან დახევისას ქვაბულევში ტბები ჩამოყალიბდა

ტბების მხარე, ინგლისი

2. ნორფოლკის ოლქი

ეს მეჩხერწყლიანი არხები ააღმოსავლეთ ინგლისში, ნორფოლკის საგრაფოში მე 14 საუკუნეში ტორფის დამუშავების შემდეგ გაჩნდა ეს ტერიტორია ძალზე პოპულარულია იალქნიანი ნავებიტ ნაოსნობის მოყვარულთა შორის

3.გოლიათის გზა

ეს 5 მეტრიანი ბაზალტის სვებები მაშინ წარმოიქმნა როცა ცხელი მაგმა ზღვიდან ამოიფრქვა და ძალიან სწრაფად გაცივდა ზოგიერთი სვეტი თითქმის 6 მეტრი სიმაღლისაა

4.შოტლანდიის მთიანეთი

შოტლანდიის მთიანეთი ამ რეგიონის ნახევარს შეადგენს აქ უამრავი მდინარე და ტბაა დროთა განმავლობაში აქ პირუტყვის ბევრი ადგილობრივი ჯგუფი გადაშენდა მაგრამ მსხვილფეხა რქოსანი მაინც მრავლადაა

შოტლანდიის მთიანეთი

ტრადიციები და კულტურა:

1.უიმბლდონი

1877 წლიდან ყოველ წელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჩემპიონატი ჩოგბურთში ლონდონის გარეუბან უიმბლდონში ტარდება

ჩოგბურთის მოედანი უიმბლდონში

2.შოტლანდიური ტრადიციული სამოსი

ხელით ნაქსოვი შალის სამოსი ტარტანი შოტლანდიის სიმბოლოა ტანსაცმლის ზოგიერთი შემადგენელი ნაწილი განსაკუთრებით კილტი სხვადასხვა სახის არსებობს და სხვადასხვა ოჯახური კლანის კუთვნილებაზე მიუთითებს

შოტლანდიური ტრადიციული სამოსი ერთ-ერთი ოჯახის კუთვნილებაა

3.უელსური ქოროები

უელსში თითქმის ყველა ქალაქს თავისი კაპელა ჰყავს არსებობს ქალთა კაცთა ბავშვთა და შერეული კაპელები ისინი ერთმანეთს ხელოვნებისა და მუსიკის ფესტივალზე ეჯიბრებიან
4.წმინდა პატრიკის დღე
ამ დღესასწაულს 17 მარტს აღნიშნავენ წმინდა პატრიკი ირლანდიის წმინდანი მფარველია მთელი მსოფლიოს ირლანდიელები ამ დღეს ერთად იკრიბებიან იცვამენ მწვანე სამოსს და ქუჩაში საზეიმო მსვლელობებს მართავენ

წმინდა პატრიკი

5.მეფე ართურის ლეგენდები

ლეგენდის მიხედვით მეფე ართური ბრიტანეთის მეფე 15 წლის ასაკში გახდა ის ჯინევერაზე დაქორწინდა და რაინდთა მრგვალი მაგიდა შექმნა როცა რომში საბრძოლველად წავიდა ციხესიმაგრე თავის დიშვილს მორდრედს დაუტოვა რომელმაც უღალატა.

მეფე ართურის მეფედ შერაცხვა

ღირსშესანიშნაობები:
1.ლონდონი

ახ.წ პირველ საუკუნეში მდინარე ტემზის ნაპირას რომაელებმა პატარა ქალაქი აირჩიეს და დედაქალაქად გამოახვადეს და ლონდონიუმი უწოდეს ქალაქს თავდაპირველად საქსონები და ნორმანები მართავდნენ დღეს იგი ინგლისის დედაქალაქია

ლონდონი

2.კენტერბერის საკათედრო ტაძარი

ეს ტაძარი ანგლიკანური ეკლესიის მეთაურის რეზიდენციაა აქ მოკლეს 1170 წელს არქიეპისკოპოსი თომას ბეკეტი ახლა ამ ტაძარში პილიგრიმები დასათვალიერებლად და სალოცავად მოდიან
Ucnauri.com

კენტერბერის საკათედრო ტაძარი

4.დუბლინი

დაახლოებით ახალი წელთაღრიცხვის 841 წელს ვიკინგებმა დუბლინი თავიანთ მუდმივ საცხოვრებლად მიიჩნიეს ქალაქი მდინარე ლიფის ნაპირებზეა გაშენებული იგი ირლანდიის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია

დუბლინი

5.ედინბურგი
შოტლანდიის დედაქალაქი ედინბურგი ქვეყნის ფინანსური სამართლებრივი და კულტურული ცენტრია ედინბურგის ციხესიმაგრე შუა საუკუნეების ძველ ქალაქშია რომელიც ოდესღაც მის ცენტრს წარმოადგენდა

ედინბურგი

6.რომაული აბანოები
ძველ რომაელებს ძალიან უყვარდათ აბანოში დროსტარება ქალაქი ბათი ოდითგანვე განთქმული იყო ცხელი წყაროებით რომაელებმა აქ აბანოები და აუზები გააშენეს სადაც წყალი ბუნებრივი ცხელი წყაროებიდან მოედინებოდა

რომაული აბანო

ისტორიული პიროვნებები:

1 უილიამ უოლესი (1270-1305)
შოტლანდიის განმათავისუფლებელი მოძრაობის წინამძღოლი გახდა 1297 წელს იგი სტირლინგის ციხესიმაგრეში გამაგრდა მაგრამ მოგვიანებით ედუარდ 1-მა დაამარცხა და სიკვდილით დასაჯა

უილიამ უოლესი

2.შექსპირი (1564-1616)
იგი ინგლისის უდიდესი დრამატურგი პოეტია შექსპირმა 170-ზე მეტი სონეტი და პიესა დაწერა მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პიესა „რომეო და ჯულიეტა“

შექსპირი

3.ისააკ ნიუტონი (1642-1727)

ისააკ ნიუტონი მე-17 საუკუნის გამოჩენილი მეცნიერია 1668 წელს მან ტელესკოპი გამოიგონა მიუხედავად იმისა რომ მისი სიგრძესულ 15 სანტიმეტრის იყო ის საგანს 30-ჯერ ადიდებდა

ისააკ ნიუტონი

4.ფლორენს ნაიტინგელი (1820-1910)
1854 წელს ფლორენს ნაიტინგელი სათავეში ჩაუდგა მოწყალების დების ჯგუფს რომელიც ყირიმის ომის დროს სამხედრო ჰოსპიტალებში მუშაობდა ავადმყოფებმა ფლორენსს „ქალბატონი სანათით“ შეარქვეს ომის შემდეგ მან მოწყალების სკოლა დაარსა ინგლისში
5.უინსტონ ჩერჩილი (1874-1965)
ცნობილი პოლიტიკოსი და შესანიშნავი ორატორი მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი იყო მისი საჯარო გამოსვლები ამ საშინელი ომის დროს აღაფრთოვანებდა ხოლმე ხალხს

უინსტონ ჩერჩილი

6.ბითლზი (1959-1970)
როკჯგუფ ბითლზის წევრებმა ჯონ ლენონმა პოლ მაკარტნიმ ჯორჯ ჰარისონმა და რინგო სტარმა მთელ მსოფლიოში გაითქვეს სახელი ისინი კი ნოფილმებშიც მონაწილეობდნენ

ბითლზი

ისტორია თვალის ერთი გადავლებით:

ძვ.წ 3000-100
მდინარე რაინისპირა დაბლობებზე მოსახლეები ბრიტანეთის კუნძულების სამხრეთსა და აღმოსავლეთში სახლდებიან
ძვ.წ 54
იულიუს კეისარი რომის მმართელი და სახელმწიფო მოღვაწე გალიიდან ინგლისს სალაშქროდ მიემგზავრება და იპყრობს მას
ახ.წ 430-410
ინგლისი და უელსი რომის იპერიის ნაწილი ხდება ბოუდიკა იცენთა დედოფალი წინააღმდეგობის მოძრაობას ჩაუდგა სათავეში და ამით ბიძი მისცა ბრძოლას რომაელთა წინააღმდეგ
ახ.წ 450
საქსონები ბრიტანეთში გადადიან და სამხრეთ და აღმოსავლეთ ინგლისში სახლდებიან
ახ.წ 871-899
ალფრედ დიდი უესექსის მეფე ხდება იგი ხელს უშლის დანიელებს ინგლისის დაპყრობაში და აღადგენს საკანონმდებლო კოდექსს
1066
უილიამ დამპყრობელმა ნორმანდიის ჰერცოგმა ინგლისი დაიპყრო ჰასტინგზის ბრძოლაში მოკლა მეფე ჰეროლდი და მეფე გახდა
1215
თავისუფლებათა დიდი ქარტია მეფის ძალაუფლებას ზღუდავდა და აღიარებდა მის პასუხისმგებლობას ინგლისის კანონმდებლობის წინაშე დოკუმენტს ხელი მოეწერა მეფე ჯონ უმიწაწყლოს მიერ
1509-1547
ჰეინრიხ მერვე განაგებს ინგლისს განუდგება კათოლიკურ ეკლესიას მოგვიანებით ერთ ადმინისტრაციულ ერთეულად აქცევს უელსსა და ინგლისს
1642
ინგლისში სამოქალაქო ომია მეფე ჩარლზ პირველის ერთგულ პირებსა და პარლამენტის მომხრეებს შორის
1837-1901
შეერთებულ სამეფოს დედოფალი ვიქტორია მართავს ბრიტანეთის იმპერიის ძალაუფლება დედამიწის ერთი მეოთხედის ტერიტორიებსა და მათ ხალხებზე ვრცელდება
1914-1918
გაერთიანებული სამეფო პირველ მსოფლიო ომში ერთვება მაშინ როცა გერმანია იპყრობს ბელგიას ამ ომში დაახლოებით 750 000 ბრიტანელი დაიღუპება ომის შემდეგ ბრიტანეთს ძმიმე ეკონომიკური პრობლემები ექმნება
1922
ირლანდია ორად იხლიჩება ჩრდ.ირლანდია გაერთიანებული სამეფოს მმართველობაში რჩება ხოლო მეორე ირლანდია თავისუფალი რჩება ოღონდ იმპერიაში
1939-1945
მეორე მსოფლიო ომი. დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი ომში ერთვებიან მას შემდეგ რაც გერმანია პოლონეთს იპყრობს მოკავშირეებთან  ერთად დიდი ბრიტანეთი ამარცხებს გერმანიასა და იაპონიას მონაწილეებს გაერთიენებული ერების ორგანიზაციის შექმნაში
1949
ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო იირლანდიის რესპუბლიკა ხდება და ბრიტანეთის თანამეგობრობას ტოვებს
1997
შოტლანდიასა და უელსში ტარდება რეფერენდუმი და ორივე მათგანი ხმას აზლებს ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეას დიდი ბრიტანეთის პარლამენტში ისინი თავიანთ საკანონმდებლო ორგანოს ქმნიან

ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE