გასართობისაკითხავიუცნაური

გენიოსების მიერ გამოთქმული ბრძნული აზრები (ნაწილი2)

უაილდი: ვინც ლამაზ ნაწარმოებში ცუდ აზრებს ეძებს, თვითონვეა გარყვნილი და მიმზიდველობას მოკლებული.

  • შოუ: თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, ჯობს, აღარავინ შეიყვაროს.
  • მონტენი: სიბრძნის საუკეთესო დამამტკიცებელი საბუთია მუდამ ხალისიანად ყოფნა.
  • დეკარტი: მე მინდა ჩემმა სიკვდილმა ისეთი არაფერი თქვას, რაც სიცოცხლეში არ მითქვამს.
    კორნელი: მაგალითი მუქარაზე ძლიერია.
  • ლაროშფუკო: იმაზე დიდი სისულელე არ არსებობს, ვცდილობდეთ, რომ ყველაზე გონიერი ვიყოთ.
  • მოლიერი: მცოდნე რეგვენი აუტანელია.
  • პასკალი: იმაზე სამარცხვინო არაფერია, ქვეყნისა და თავის ურგი რომ იქნები და მხოლოდ იმის ჭკუა გექნება, არაფერი აკეთო.
  • რასინი: სუსტი რწმენაა შემოქმედის შეურაცხყოფა.
  • ლაბრიუიერი: თუ ისეთი ვინმე შემოქმედი შემოგვეყარა, ვისგანაც მადლობა გვეკუთვნის, გვიხარია, მაგრამ თუ შევხვდით იმას, ვისაც ჩვენგან მადლობა ეკუთვნის, უხალისოდ ვდუმვართ.
  • ჟანა დარკი: მე მზად ვარ, დავემორჩილო ეკლესიას, მხოლოდ იმ პირობით, თუ ის იმოქმედებს უფლის ნებით.

  • ლესაჟი: უარი ვთქვი ყოველგვარ თანამდებობაზე, რაც სხვას გაამდიდრებდა, მე კი ჩემს ქონებას ვერაფერს შევმატებდი, რადგან საამისოდ მეტად პატიოსანი ვიყავი. ასე მიცხოვრია 80 წლამდე, მხოლოდ ლიტერატურული შრომით, მეტი პატივი არ მითხოვრია.
  • ვოლტერი: საქმე კი არ შექმნილა აზრისთვის, არამედ აზრი შეიქმნა საქმისთვის.
  • ბიუფონი: გენია არის მოთმინება
  • რუსო: თითქმის ყველა საქმეში მთავარი სიძნელეა დაწყება.
  • ჰელვეციუსი: სისასტიკე ყოველთვის შედეგია შიშის, სისუსტის ან სიმხდალისა.
  • რობესპიერი: ვინც საკუთარი მონუმენტისთვის იბრძვის, ის დაამხობს სამშობლოს მონუმენტს.
  • ნაპოლეონი: ნამდვილი სარდალი გონებით იმარჯვებს და არა მახვილით.
  • ჰიუგო: მრძოლა იწყება გამარჯვების შემდეგ.
  • ჟიულ ვერნი: იცოცხლო, ნიშნავს არა ოდენ სხეულის მოთხოვნები დაიკმაყოფილო, არამედ ძირითადად შეიგნო შენი ადამიანური ღირსებები.
  • კომენსკი: არაფერია ისე ძნელი, როგორც ცუდად აღზრდილი კაცის ხელახლა აღზრდა.
  • სტენდალი: ქორწინება ბოროტებაა, მაგრამ აუცილებელი ბოროტება.

 

თეგები
Close
Close