გასართობისაკითხავისასარგებლო

გენიოსების მიერ გამოთქმული საინტერესო აზრები

სიახლეში იხილავთ ცნობილი გენიოსებისა და უბრალო ხალხის აზრს, რომელიც დაგაფიქრებთ, დაგაინტერესებთ და გამოგადგებათ თემების წერისას.

  1. ილია ჭავჭავაძე – ათიათასჯერ არაფერი არაფერია.
  1. ოვიდიუსი – ვიდრე ბედნიერი ხარ, მრავალი მეგობარი გეყოლება, მაგრამ თუ ბედმა გიმუხთლა, მარტოდ მარტო დარჩები.
  1. უცნობი – მწერლის ოსტატობა ისაა, რომ დაუჯერებელიც დამაჯერებლად მოგაჩვენოთ.
  1. ესპანური ანდაზა – ქვა მოხვდა ლიტრას და ვაი ლიტრის ბრალიო, და ლიტრა მოხვდა ქვას და მაინც ვაი ლიტრის ბრალიო.
  1. ალექსანდრ პოპი – სიტყვები ფოთლებს წააგავს: როცა ისინი ხშირია, იშვიათად ხარობს მათში აზრის ნაყოფი.
  1. უცნობი – ვერ გააღვიძებ ადამიანს, რომელიც თავს იმძინარებს.
  1. მარიო პიუზო (ნათლია) – დიდ ადამიანებად არ იბადებიან, დიდ ადამიანებად თანდათან ცხოვრება აყალიბებს მათ.
  1. შიო გვეტაძე (მონანიება) – ის, რაც თეორიულად დასაშვებია, ხანდახან გამორიცხულია პრაქტიკულად.
  1. სტენდალი (წითელი და შავი) – როცა ადამიანი დანაშაულს სჩადის, სიამოვნებით მაინც უნდა ჩაიდინოს. დანაშაულში მხოლოდ ესაა კარგი, და მისი ოდნავ გამართლება მხოლოდ ამით შეიძლება
  1. გი დე მოპასანი (ცხოვრება) – იცით, ცხოვრება ვერაა მაინც და მაინც კარგი, მაგრამ არც ისეთი ცუდია, როგორც ჰგონიათ ხოლმე.

  1. თომას მანი (ბუდენბროკები) – იმედი, რაც არ უნდა ამაო იყოს იმდენს მაინც აკეთებს, რომ ჩვენი დღეების დასასრულამდე სიამით მივყავართ.
  1. ჯონ გოლზუორთი (ფორსაიტების საგა) – დიდი მწუხარების გამოტირებაც ხერხდება, ოღონდ დრომ უნდა განვლოს, დრო არჩენს სევდა–ნაღველს, დრო, რომელიც ყოველგვარი განწყობილების, ყველა გრძნობის ურთიერთგადასვლას იცნობს, იგი დიდი მკურნალი და უებარი წამალია.
  1. ონორე დე ბალზაკი (შაგრენის ტყავი) – არსებობს თუ არა ქვეყანაზე რაიმე უფრო არასასიამოვნო, ვიდრე სიამოვნებათა სახლებია?
  1. პაულო კოელიო (რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი) – დამარცხებას თავს ვერავინ დააღწევს. ამიტომ ჯობია შენი ოცნების მისაღწევად იბრძოლო და ამ ბრძოლაში დამარცხდე, ვიდრე უბრძოლველად გეწვიოს დამარცხება და ვერც კი გაიგო რა იყო მიზეზი.
  1. ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი (ნაზია ღამე) – ხშირად იმათ არ თანავუგრძნობთ, ვისაც სწყურია თანაგრძნობა, და იმათ კი ვწყალობთ, ვინც სხვადასხვა გზით ახერხებს თავი შეგვაბრალოს.
  1. გაბრიელ გარსია მარკესი (მარტოობის 100 წელიწადი) – საგნები უსიცოცხლონი როდი არიან, ოღონდ ძალა უნდა შეგწევდეს სული შთაბერო მათ.

  1. ჰაინრიხ ბიოლი (კლოუნის თვალთახედვა) – ზოგი მართლა ბრმაა და მაინც ბრმას თამაშობს.
  1. ერიხ მარია რემარკი (ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა) – კარგია როცა სიგარეტები გაქვს, ზოგჯერ უფრო კარგიც კი, ვიდრე მეგობრების ყოლა. სიგარეტები თავგზას არ გიბნევენ. ისინი სდუმან და ყოველთვის სასიამოვნონი არიან.
  1. რეი ბრედბერი (451 ფარენჰაიტით) – ხალხი ჩირაღდანსა ჰგავს, რომელიც, სანამ არ ჩააქრობენ, მხოლოდ საკუთარ შუქს ასხივებს. რა იშვიათად ხდება, რომ სხვა ადამიანმა ასახოს, შენი სახე და დაგანახოს შენი შთაბეჭდილებები.
  1. მიგელ დე სერვანტესი (დონ კიხოტი) – კაცი ,რომ თავისი თხზულების გამოქვეყნებას დააპირებს, ამით ყოველთვის დიდ საფრთხეში იგდებს თავს, ვინაიდან არ არსებობს ისეთი თხზულება, ყველას ერთნაირად რომ მოსწონდეს.

  1. მერი შელი (ფრანკენშტაინი) – მცირე დრო როდია საჭირო, სანამ გონება დაგვარწმუნებს, რომ ის, ვისაც ყოველდღე ვხედავდით შეიძლება სამუდამოდ წავიდეს – რომ სამარადისოდ ჩაქრეს საყვარელი თვალების ნათება, დადუმდეს ნაცნობი, სათუთი ხმა.
  1. პაულო კოელიო (ალქიმიკოსი) – რა არის ამქვეყნად ყველაზე დიდი ტყუილი

– ტყუილია, რომ რაღაც მომენტში ჩვენი ცხოვრება ჩვენ აღარ გვემორჩილება და მას ბედისწერა მართავს.

  1. უილიამ თეკერეი (ამაოების ბაზარი) – ისეთი ხელმოჭერილი მეურნე გახლდატ, რომ მიწში ჩაგდებულ თესლსაც კი მისტიროდა, ამიტომ შურისმაგებელ ბუნებასაც არ ემეტებოდა მისთვის ისეთი მოსავალი, რასაც ჩვეულებრივ უფრო ხელგაშლილ მხვნელ–მთესველთ უწყალობებდა ხოლმე.
loading...

მსგავსი ამბები

Close
Close