არქივი

ადამიანის გზა დაბადებიდან სიკვდილამდე

0789630abe54

ადამიანი თავდაპირველად ქალის, მანდილოსნის, დედის მუცელში ისახება. 8–9 თვე ყალიბდება – უჩნდება პატარა, ლამაზი, საყვარელი, ღაჟღაჟა ლოყები, კოტიტა თითები, ფეხები და ა.შ. საბოლოოდ კი იბადება ადამიანი, რომელიც ახალ სამყაროს, ახალ ფერებს, ახალ არსებებს უნდა შეეგებოს. მისი რეაქცია ამ ყველაფერზე არცთუ მაინც და მაინც დადებითია – ის ტირის.


ადამიანები ხშირად ამახვილებდნენ ყურადღებას ბავშვის ასეთ რეაქციაზე დაბადებასთან დაკავშირებით. ამ მოვლენას ზოგი ასე ხსნის: როცა ერთ იბადება და მეორე კვდება, ახალგარდაცვლილის სული, ახალდაბადებულის სხეულში გადადის. ეს პროცესი ბავშვისთვის მტკივნეულია და ამიტომ ტირის. თუმცა ეს მხოლოდ ხალხის მოკრძალებული ახრია და არ გვაქვს გარანტია, რომ ზემოთხსენებული მოსაზრება სიმართლეს შეესაბამება. იქნებ ბავშვი არა ტკივილისგან, არამედ სიხარულისგან ტირის, იქნებ უხარია ის სიახლე, რომესაც სიცოცხლე ჰქვია. ვინ იცის?…
ინდიელები ამბობენ:,,როდესაც დაიბადე შენ ტიროდი, და ყველა იცინოდა. იცხოვრე ისე, რომ როცა მოკვდები ყველა ტიროდეს, შენ კი იცინოდე.’’ ინდიელთა ტომმა ამ სიტყვებში აღგვიწერა ის ვალი რასაც ლამაზ დედამიწაზე მოვლენა იწვევს. თუმცა სიტყვები მხოლოდ საწყისია, სათავე, ფესვები, საფუძველი ყველაფრის. ჯერ სიტყვაა და შემდეგ საქმე. პრობლემა ისაა, რომ რაც თეორიულად დასაშვებია, ხანდახან გამორიცხულია პრაქტიკულად.
შუალედს დაბადებასა და სიკვდილს შორის ცხოვრება ეწოდება. ცხოვრება განსაზღვრავს ჩვენს მომავალს სიკვდილის შემდეგ. ყოველმა ადამიანმა რაიმე უნდა დატოვოს ამქვეყნად: შთამომავლობა, სიყვარული, სიკეთე, სილამაზე. ნოდარ დუმბაძისა არ იყოს კაცი საფლავზე დადებული ქვით კი არ ფასობს, არამედ აქ დატოვებული სახელითა და სულით.
47b4c4de0f45

რა არის ცხოვრება? რისგან შედგება ის? ამ კითხვაზე დედამიწაზე მცხოვრებ 7 მილიარდ ადამიანს, თავისი პასუხი გაჩნია. ო’ჰენრიმ კი ცხოვრებასთან დაკავშირებით ასეთი ფილოსოფიური დასკვნა ჩამოაყალიბა: ცხოვრება ცრემლების, ოხვრისა და ღიმილისგან შედგება, ოღონდ ოხვრა სჭარბობს.
ჩემთვის ცხოვრება ნახატს გავს, რომელსაც ბრმა გოგო / ბიჭი ისე ხატავს, რომ არც კი იცის ტილოზე რა ფერის: შავი, წითელი, მწვანე, ყვითელი თუ ცისფერი ფერით მოსვრილ თითებს უსვამს. ისიც არ იცის რას ქმნის, რა გამოვა, უბრალოდ ენდობა ხელის მტევანს და ბრმად უსვამს. რა ნახატიც გამოვა, რა ქაოსიც აღმოჩნდება ტილოზე, აი ისაა ჩვენი ცხოვრება, ჭრელი და ქაოტური ცხოვრება, სავსე სიხარულით და მწუხარებით, სიკეთითა და ბოროტებით.
253c90481542
ეს ნახატი ცხოვრებაა, მაგრამ როგორია სიკვდილი? სიკვდილი პარადოქსული მოვლენაა. ზოგჯერ ყველაზე სამართლიანია, ზოგჯერ კი უკიდურესად უსამართლო. სიკვდილმა არ იცის მდიდარი და ღარიბი დიდი და პატარა, ახალგაზრდა და ძველგაზრდა, კეთილი და ბოროტი. ის ყველა ჩვენგანისთვის ერთია. განურჩევლად მიდის ყველგან, ერთნაირად ეწვევა ღარიბთა ქოხებსაც და მეფეთა სასახლეებსაც. ამით ერთი უკიდურესობიდან მეორეში ვარდება. ყველაფერთან ერთად უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ სიკვდილი ზოგჯერ საოცრად არააპუნქტუალურია და ზედმეტად ადრე სტუმრობს ზოგს. ნეტავ რატომ მიყავს სიცოცხლით სავსე ადამიანები? რატომ ართმევს მომავალ ბედნიერებას? ეს კითხვები პასუხგაუცემელ კითხვათა რიგში დგას და მოუთმენლად ელოდება პასუხს. მე ამ კითხვაზე, არცთუ ისე ინდივიდუალური პასუხი მაქვს, რომელიც მარკესის ,,მარტოობის 100 წელიწადში’’ ამოვიკითხე. პასუხი ასეთია: კაცი მაშინ კი არ კვდება, როცა უნდა მოკვდეს, არამედ მაშინ, როცა შეუძლია მოკვდეს.
9b4b649dfc08

და ბოლოს, ის გზა, რომელსაც ჩვენ, ადამიანები გავდივართ დაბადებიდან სიკვდილამდე, ანუ ცხოვრება ვერაა მაინც და მაინც კარგი, მაგრამ არც ისეთი ცუდია, როგორიც ჰგონიათ ხოლმე.ჩვენი ცხორება გარკვეულ წილად ჩვენ გვემორჩილება და ჩვენს დაკრულზე ცეკვავს, ჩვენ ვითონ ვიქმნით ამ გზას, რომელსაც სიკვდილამდე მივყავართ. ცუდი კი ისაა, რომ ეს გზა იმდენად ჩახლართულია, რომ ჩვეულებრივ მოკვდავთათვის შეუძლებელია მისი გასწორება, ოდნავ მაინც…

მსგავსი ამბები

Back to top button