სწრაფი სესხი

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 7)

როგორც ვიცით რუსეთი ერთ-ერთი უმსხვილესი ქვეყანაა მსოფლიოში მე კი მოგაწვდით მასზე მცირეოდენ ინფორმაციას:

ბუნებრივი მახასიათებლები:
1.სტეპი
სტეპი ვრცელი ვაკე-დაბლობზე გაშლილი უტყეო სივრცეა რუსეთის სამხრეთში უმეტესი ნაწილი ზღვის დონიდან 200 მეტრზე მაღლა მდებარეობს. აქ იზრდება ბალახოვანი მცენარეები. სტეპები გამოყოენებულია მარცვლოვანი კულტურების ძირითადად კი ხორბლის მოსაყვანად

ერთ-ერთი ნიმუში სტეპისა რუსეთში

2.ურალის მთები

რუსეთის ევროპულ ნაწილს ყოფს ციმბირისაგან და ქმნის საზღვარს ევროპასა და აზიას შორის, ურალის მთები გადაჭიმულია ჩრდილოპოლარული წრის სამხრეთიდან ყაზახეთის საზღვართან მდებარე რეგიონამდე.

ურალის მთები

3.ტაიგა

წიწვოვანი ტყის ტბების ჭაობებისა და მდინარეების მხარეა ის მრავალი ცხოველის საცხოვრებელია აქ ბინადრობენ ცხენირმები მგლები იშვიათი უსურიული ვეფხვი და ა.შ

ტაიგა რუსეთში

4.ბაიკალის ტბა

ციმბირში მაიკალის ტბა 25 მილიონი წლის წინ ჩამოყალიბდა. ის უძველესი და ყვემაზე ღრმა ტბაა მსოფლიოში ტბის სიღრმე 1620 მეტრზე მეტია და მასში დედამიწაზე არსებული მტკნარი წყლის მეხუთედია ბაიკალის ტბაში 1200-ზე მეტი სახეობის წყალმცენარე და ცხოველი ბინადრობს დღეს ამ უნიკალურ ტბას სამრეწველო ნარჩენები აბინძურებს და ამიტომ მას ეკოლოგიური საფტე ემუქრება

ბაიკალის ტბა

ტრადიციები და კულტურა
1.ხატწერა
ხატები მცირე ზომის რელიგიური ხასიათის გამოსახულებებია ხატწერის რუსული სტილი მე-15 საუკუნეში ჩამოყალიბდა. ხატმწერები ხატბზე გამოსახავდნენ წმინდანებს ბიბლიურ სიუჟეტებსა და რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის წესჩვეულებებს ოქროთი მოვარაყებული ხატები მკვეთრი ფერებით არის შესრულებული მათთვის დამახასიათებელია მკაცრი მოხაზულობის გამოსახულებები

ერთ-ერთი მაგალითი ხატწერისა რუსეთში.

2.მატრიოშკა

მატრიოშკა რუსული ხალხური ხელოვნების ნიმუშია მას თოჯინა საბუდარსაც უწოდებენ სხვადასხვა ზომის თოჯინებს ხისგან თლიან და ერთმანეთში ათავსებენმის შიდასათავსებში ჩვეულებრივ ექვსი ან უფრო მეტი თოჯინა თავსდება მატრიოშკა უცხოელი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სუვენირია.

მატრიოშკა

3.ფაბერჟეს კვერცხი

პიოტრ ფაბერჟემ, რუსმა ოქრომჭედელმა და იუველირმა მრავალნაირი სააღდგომო კვერცხი შექმნა დასახელი გაითქვა მსოფლიოში. პირველი კვერცხი ფაბერჟემ 1884 წელს გააკეთა და იმპერატორ ალექსანდრე მესამეს მისი მეუღლისთვის სააღდგომო საჩუქრად მიართვა ამით ჩაეყარა საფძველი სამეფო ოჯახში ფაბერჟეს სააღდგომო კვერცხების შეგროვების ტრადიციას ორნამენტებითა და ძვირფასი ქვებით დამშვენებულ კვერცეხბში ულამაზესი სიურპრიზები იმალებოდა

ფაბერჟეს კვერცხების კოლექცია

4.რუსული ბალეტი
რუსულმა საბალეტო სკოლამ მსოფლიოს მრავალი სახელგანთქმული მოცეკვავე აღუზარდა ისეთები როგორებიც იყვნენ რუდოლფ ნურიევი და ანა პავლოვა ბოლშაიას ბალეტი ანუ დიდი თეატრის საბალეტო დასი მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი დასია

რუსული ბალეტი ერთ-ერთი დადგმა

5.ტროიკა

ტროიკა რუსეთში დაახლოებით 200 წლის წინ გაჩნდა მას შორ მანძილზე სამგზავროდ იყენებდნენ ზამთარში ცხენებს მარხილში აბამდნენ ზაფხულში ეტლებში დღეს ტროიკა ისევ პოპულარულია რუსეთში

ზამთრის ტროიკა

ღირსშესანიშნაობები

1.მოსკოვის კრემლი
კრემლი შუა საუკუნეების ციხესიმაგრეა მოსკოვის ცენტრში. ის 1156 წელს აშენდა და მას შემდეგ საკმაოდ გაფართოვდა. კრემლი რუსეთის მთავრობის რეზიდენცია და მართლმადიდებლური ეკლესიის ცენტრია მის ტერიტორიაზე განლაგებულია სასახლეები ტაძრები რომლებიც ღიაა მნახველთათვის

მოსკოვის კრემლი

2. დიდი ნოვგოროდი

ეს უძველესი ქალაქი რუსეთის ჩრდილო დასავლეთით მდებარეობს დიდი ნოვგოროდი სავაჭრო კულტურის ცენტრი იყო შუა საუკუნეებში ქალაქში მრავალი ისტორიული შენობაა
3.ვლადივასტოკი
ქვეყნის ეს მთავარი პორტი სანაოსნო ბაზა მდებარეობს ნახევარკუნძულზე იაპონიის ზღვაში მისი სახელწოდებაა დაიპყრე აღმოსავლეთი. 1860 წლიდან აქ სამხედრო ბაზა განთავსდა რის გამოც ცივი ომის დროის ქალაქი უცხოელებისთვის დახურულ ზონად გამოცხადდა

ვლადივოსტოკი

4.სანქტ-პეტერბურგი

1703 წელს პეტრე დიდმა საფუძველი ჩაუყარა ამ ქალაქს ის სიდიდით მეორეა რუსეთში პეტერბურგი 200 წლის განმავლობაში 1918 წლამდე იყო რუსეთის ქალაქი ის ქვეყნის მნიშვნელვანი სამრეწველო და კომერციული ცენტრია მისი პორტი რომელიც თითქმის ნახევარი წლის გამავლობაში იყინება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესია მე-18 საუკუნეში ეკატერინე დიდისთვის აშენდა ზამთრის სასახლე სადაც ამჟამად რუსეთის ყველაზე დიდი გალერეა და მუზეუმია.

ერმიტაჟი

ისტორიული პიროვნებები:

1.ივანე მრისხანე (1530-1584)
ივანე მრისხანე, რუსეთის პირველი მეფე, 1547 წელს გამეფდა მან გაატარა პოლიტიკური რეფორმები და გააფართოვა ქვეყნის ტერიტორიები ივანე მრისხვანეს მმართველობის დროს ქვეყანაში შიში და ტერორი მეფობდა მის სისასტიკეს ათასობით კაცი ემსხვერპლა

ივანე მრისხანე

2.ეკატერინე დიდი (1729-1796)
ეკატერინე მეორე რუსეთის იმპერატორად 1762 წეკს აკურთხეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად რომლის დროსაც მოკლეს მისი მეუღლე პეტრე მესამე ეკატერინემ წარმატებით დაასრულა ომი თურქეთსა და პოლონეთის წინააღმდეგ და გააფართოვა რუსეთის ტერიტორიები მისი მმართველობის როს რუსეთში სტაბილურობამ და სიმშვიდემ დაისადგურა

ეკატერინე დიდი

3.ლევ ტოლსტოი (1828-1910)

ლევ ტოლსტოი მსოფლიოში უდიდესი მწერალია რომელსაც სჯეროდა უბრალო გლეხური ცხოვრების და ამან ასახვა იპოვა მის ნაშრომში ტოლსტოის ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია „ომი და მშვიდობა“ ეპიკური ქმნილება რუსეთის ბრძოლის შესახებ ნაპოლეონის საფრანგეთის წინააღმდეგ
4.პეტრე ჩაიკოვსკი
კლასიკური მუსიკის შემოქმედის კომპოზიტორ ჩაიკოვსკის ნაწარმოებებს დღემდე ასრულებენ საკონცერტო დარბაზებში მას ეკუთვნის: „გედების ტბა“ და „მაკნატუნა“

პეტრე ჩაიკოვსკი

ისტორია თვალის ერთი გადავლებით

1.რუსეთის რევოლუცია

პირველი მსოფლიო ომის დროს იმპერატორ ნიკოლოზ მეორის მმართველობის კრიზისი დაიწყო მისი ხელისუფლება 1917 წელს დაემხო ამავე წლის ოქტომბერში ძალაუფლება ბოლშევიკებმა აიღეს ხელში და რუსეთში კომუნისტური მმართველობა დამყარდა ბოლშევიკებს ლენინი მმართველობდა  1922 წელს კომუნისტებმა ჩამოაყალიბეს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი (სსრკ) ანუ საბჭოთა კავშირი

2.იოსებ სტალინი

1928 წლიდან სტალინი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი გახდა 1953 წლამდე დიქტატორად დარჩა. სტალინმა მოახდინა მრეწველობის ცენტრალიზება და ჩამოაყალიბა კოლექტიური მეურნეობები მისი მმართველობის პერიოდი სისასტიკით გამოირჩეოდა

 

იოსებ სტალინი

სტალინი

3.მეორე მსოფლიო ომი

1941 წელს გერმანია სსრკს ტერიტორიაზე შეიჭრა გერმანელებმა ალყაში მოაქციეს ქალაქი ლენინგრადი ხანგრძლივი ბრძოლების შემდეგ (1944 წელი) გაარღვიეს ალყა  საბჭოთა ჯარებმა. ომის დამთავრების შემდეგ საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპის უმეტესი ნაწილის ოკუპაცია მოახდინა

მეორე მსოფლიო ომი: ერთ-ერთი ფოტო

3.ცივი ომი
ეგრეთ წოდებულმა ცივმა ომმა საბჭოთა კავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 1962 წლის ოქტომბერში კუბის ბირთვული კრიზისის გამო კულმინაციას მიაღცია ამერიკელებმა კუბაზე ბირთვული რაკეტები აღმოაჩინეს ბირთვული ომი თავიდან იქნა აცილებული
4.იური გაგარინი
1961 წლის 12 აპრილს პირველი ადამიანი საბჭოთა კოსმონავტი იური გაგარინი კოსმოსში გაფრინდა დაშვებამდა 299 კილომეტრ სიმაღლეზე 299 კილომეტრ სიმაღლეზე შემოუფრინა დედამიწას მას შემდეგ გაგარინი კოსმოსში აღარ გაფრენილა

იური გაგარინი

5.პოლიტიკური რეფორმა

საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი მიხაილ გორბაჩოვი კომინისტური ფრთის ლიდერი იყო ცდილობდა მოეხდინა ძალაუფლების დეცენტრალიზაცია და დაემყარებინა აშშ-სთან
6.საბჭოთა კავშირის დაშლა
გორბაჩოვის მცდელობის შედეგად რომელიც პერესტროიკისა (ანუ სტრუქტურის შეცვლის) და გლასნოსტის  (საჯაროობის) მოთავე იყო, საბჭოთა კავშირი დაიშალა შესაბამისად შეწყდა მსი ზეგავლება აღმოსავლეთ ევროპაზე სსრკმ 1991 წლის 31 დეკემბრამდე იარსება
7.რუსეთის ფედერაცია
რუსეთი მრავალი პრობლემის წინაშე აღმოჩნდა როდესაც შეეცადა გამხდარიყო დემოკრატიული ქვეყანა და განევითარებინა თავისუფალი ეკონომიკა 1994 წელს დაიყო ომი ჩეჩნეთთან ამ ტერიტორიაზე კონტროლის განსამტკიცებლად 2000 წელს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გახდა

ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE