სწრაფი სესხი

ცოტა რამ ცხოველების შესახებ (ნაწილი 4)

მე ამ პოსტით მინდა შევეხო ძუძუმწოვრებს და შემოგთავაზოთ სხვადასხვა ცხოველი ძუძუმწოვრების ჯგუფისა.
1.ჩანთოსნები
ყველა ჩანთოსანი უკიდურესად განუვითარებელი იბადება. მათი ჩამოყალიბების პერიოდი მერყეობს 9-დან 38 დღემდე ჩანთოსნები დაბადებისას მხოლოდ რამდენიმე მილიგრამს იწონიან ახალშობილები განვითარებას როგორც წესი ამთავრებენ კანის ნაკეცში – ტყავის ჩანთაში – სადაც დედის რძით იკვებებიან. ჩანთოსნებს სხვა ძუძუმწოვრებისგან, ძირითადად განასხვავებს გამრავლებისა და ნაშიერის გამოკვების ზემოთხსენებული მეთოდი ჩანთოსნები ადრე იყვნენ ფართოდ გავრცელებულნი ისინი გავრცელებულნი იყვნენ როგორც ევროპა-ამერიკაში, ისე ავსტრალიაში ახლა გავრცელებულნი არიან მხოლოდ ამერიკაში, სულ გავრცელებულია 70 სახეობა და მათ რიგს მიეკუთვნებიან მაგალითად ოპოსუმები

ოპოსუმი

2.მწერიჭამია ძუძუმწოვრები

ძუძუმწოვართა ადრეული ფორმებიდან სავარაუდოდ მრავალი იკვებებოდა მწერებით. თანამედროვე მწერიჟამიებიც მხოლოდ მწერითა და სხვა წვრილი უხერხემლოებით საზრდობენ. ზოგიერთი ჭამს მცენარეულობასა და თევზს მომცრო ხვლიკსაც კი. ეს რიგი მოიცავს ზღარბებს და ა.შ მათ მომცრო გლუვი ტვინი და სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით მარტივი კბილები აქვთ. ისინი პატარა მფრთხალი არსებები არიან და ღამ-ღამობით აქტიურდებიან ისინი მიწაზე ან მიწაში ბინადრობს მაგრამ მაგალითად თხუნელები წყალში ბინადრობს ზოგიერთი მწერიჭამიები პატარა ტანისები არიან და როგორც წესი აქვთ დიდი დინგი ყნოსვისა და შეხების კარგად განვითარებული უნარი და სუსტი მხედველობა მაგალითად მთხრელი თხუნელა თავისი პაწაწინა თვალებით ცუდად ხედავს ზღარბებსა და ზოგიერთ ტენრეკებს მტაცებლებისგან თავდასაცავათ ზურგზე ეკლები აქვთ

თხუნელა

3.კუსკუსები და კენგურუები

ისინი მიეკუთვნებიან ჩანთოსნების დიდ რიგს სადაც ასევე ვომბატები და კოალები შედიან ორ მჭრელიანებს ქვედა ყბაზე 2 კბილი აქვთ ისინი მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობენ უმეტესობა ფოთლის და ბალახის მჭამელია თუმცა ზოგიერთი ნექტარითაც იკვებება (კუსკუსები) ისინი აქტიურობენ შებინდებისას ან ღამით მაგრამ არსებობს რამდენიმე სახეობა რომლებიც დღისით აქტიურობენ კენგურუს სიმაღლე 1.5 მეტრს აღწევს ხოლო წონა კი 85 კილოა  კენგურუების უმეტესობა უკანა თათზე ხტუნვა ხტუნვით გადაადგილდება. კუსკუსების უმეტესობა ხეზე ცხოვრობს

კენგურუ


ავტორი: Bread

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE