გართობაუცნაური

ბრემ სტოკერი – დრაკულა

c2d777627ef3
ირლანდიელი მწერალი ბრემ (აბრაჰამ) სტოკერი დაიბადა 1847 წელს დუბლინში, მრავალშვილიან ოჯახში. ჰყავდა ექვსი და–ძმა, თვითონ კი მესამე ბავშვი იყო. ბრემი საოცრად ავადმყოფი ბავშვი იყო. შვიდ წლამდე გამართულად ჯდომაც კი არ შეეძლო. არავინ იცოდა რა სჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში გაუარა და უნივერსიტეტში ჟანმრთელ, კარგ ფეხბურთელად და მძლეოსნად მიიჩნეოდა.
,,დრაკულა’’ სტოკერმა 1897 წელს გამოაქვენა. სტოკერი აღნიშნავს, რომ წიგნის შესაქმნელად უცნაურმა სიზმარმა უბიძგა: დაესიზმრა მოხუცი, რომელიც კუბოდან დგებოდა. როგორც კი გაიღვიძა ნაწარმოების წერას შეუდგა.

76b2743364a7

წიგნს საინტერესო შინაარსი აქვს. კითხვის სურვილს კი ამძაფრებს ის ფაქტი, რომ რომანი დღიურის სახითაა წარმოდგენილი. დღიურს ნაწარმოების თითქმის ყველა პერსონაჟი აწარმოებს, ასე რომ ჩვენ, მკითხველებს საშუალება გვაქვს მოვლენებს არა ერთი, არამედ რამდენიმე ადამიანის დახმარებით, სხვა და სხვა მხრიდან ვადევნოთ თვალი.

ყველაფერი კი ასე იწყება: იურისტი ჯონათან ჰარკერი მიემგზავრება ტრანსილვანიაში, რათა თავის კლიენტს, დრაკულას დაეხმაროს და შეასრულოს ყველანაირი იურიდიული სამუშაო, რაც სახლის ყიდვას უკავშირდება. ტრანსილვანიაში მიმავალ ჯონათანს უამრავი უცნაურობა ხვდება გზად: ხალხი სთხოვს, რომ უკან გაბრუნდეს და საფრთხე აიცილოს თავიდან, სხვები ლოცავენ და ჯვარს ჩუქნიან, რადგან ჰგონიათ, (და არ სცდებიან) რომ ეს ,,თილისმა’’ (როგორც მას რომანში მოიხსენიებენ) დაიცავს ავი თვალისგან. ეს ყველაფერი მანამ გრძელდება, სანამ ჯონათანთან გრაფი დრაკულას ქვეშევრდომი არ მივა. უცნაური მოვლენების მარაგი ამით არ ამოწურულა. დრაკულასთან მობინადრე ჯონათანი ამჩნევს, რომ გრაფს არ დაჰყვება ჩრდილი, არ აისახება სარკეზე, არასდროს ჭამს მისი თანდასწრებით, ეშინია ჯვრის და ა.შ.
d945d3437e4f

შემდგომი მოვლენები მინასთან, ჯონათანის მეუღლესთან ვითარდება. მინას მეგობარი ლუსი ავადმყოფობს და მეტად უცნაურად იქცევა. ლუსი მთვარეულია. ერთ ღამეს გარეთ, ქუჩაში გაიპარა. მის მოსაძებნად გამოსულმა მინამ იპოვა და უნებლიეთ, შალის შემოხვევის დროს ყელთან ქინძისთავით გაჩხაპნა. მოგვიანებით მინამ ლუსის ყელზე ორი, პატარა წერტილი აღმოაჩინა, რომელიც იძისთავის შემთხვევას დაუკავშირა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ლუსის დასახმარებლად ჩამოსული ექიმი აღმოაჩენს, რომ ლუსი ვამპირია. მიუხედავად დიდი ძალისხმევისა ლუსი მაინც კვდეა.

სამწუხაროდ ლუსი ,,არამკვდარია’’ ანუ ცოცხალია, მხოლოდ როგორც ვამპირი. მის გასანადგურებლად ჯენლტმენებს დიდი მნორალური ძალისხმევა სჭირდებათ.

ლუსის მეგობრები გადაწყვეტენ გაანადგურონ ბოროტი ძალა სახელწოდებით დრაკულა. ეს რთული მისიაა, რომელიც დიდი მონდომებით ბოლოს მაინც შეისხამს ფრთებს.

წიგნში მსგავს სიტყვებს წავაწყდი: დასასრულზე ძნელი არაფერია. მართლაც, თითქოს ყველაფერი უნდა დასრულდეს, თუმცა დასასრული არსაიდან ჩანს. ის, რაც მე მოგიყევით, ამბის მხოლოდ ნახევარია. წიგნი კი შემდგომ უამრავი მოულოდნელობითაა სავსე.

,,დრაკულა’’ მცოცავი ქვიშაა, როგორც კი შეეხები, ჩაგითრევს და განთავისუფლების საშუალებას არ გაძლევს. თავისუფლებას კი მხოლოდ მაშინ ეღირსები, როცა წიგნის კითხვას მორჩები.
c4943a65b829

ამონარიდები წიგნიდან ,,დრაკულა’’:

  • მეგობარი უფრო იშვიათობაა, ვიდრე შეყვარებული, ყოველ შემთხვევაში, მეგობარი ნაკლებ ეგოისტია.
  • მეჯვარე ქალები პატარძლის მომლოდინეთა თვალებს იქამდე ახარებენ თავიანთი ბრწყინვალებით, სანამ პატარძალი გამოძნდება, პატარძლის გამოჩენის შემდეგ კი არათუ ბრწყინავენ, ბჟუტვასაც ვეღარ ახერხებენ.
  • თქვენ წარმოდგენაც არა გაქვთ, რას ნიშნავს ყველაფერში ეჭვი ეპარებოდეს, საკუთარ თავშიც კი.
  • დასასრულზე ძნელი მართლაც არაფერია.
  • შენ ძალზე ჭკვიანი ხარ ჯონ. კარგად მსჯელობ, სიმამაცე არ გაკლია, მაგრამ კონსერვატორული ბუნება გაქვს. არაბუნებრივის არც დანახვა გინდა, არც მოსმენა, და ის, რაც შენს ყოველდღიურ ცხოვრებას არ ეხება, არ გაღელვებს. არ ფიქრობ, რომ არსებობს ისეთი რაღაცეები, რაც, შესაძლოა, არ გესმის, მაგრამ, მიუხედავადამისა არსებობენ. რომ არის ხალხი, რომელიც ხედავს იმას, რასაც სხვა ვერ ამჩნევს, მაგრამ მხედველობაში იქონიე, რომ ნამდვილად არსებობს ის, რასაც უბრალო თვალით ვერ დაინახავ. სწორედ ეს არის მეცნიერების შეცდომა – მას ყველაფრის ახხსნა სურს, ხოლო თუ ამას ვერ ახერხებს, მაშინ ამბობს, რომ ეს საერთოდ აუხსნელია. და მაინც ყოველდღიურად იქმნება ახალი შეხედულებები, მაგრამ ისინი საფუძველში მაინც ძველია და მხოლოდ სიახლის პრეტენზია აქვთ.
  • რწმენა: ეს არის ის, რაც გვაძლევს საშუალებას, დავიჯეროთ იგი, რაც შესაძლებელია.
  • სიგიჟე უფრო ადვილი ასატანია, ვიდრე საშინელი სინამდვილე.
  • საოცარია, როგორ ოინებს გვიწყობენ ხოლმე სზმრები და როგორი ფანტაზიორობა შეგვიძლია მათ შესაბამისად.
  • იყო დრო, როცა მამაცი ქმრები თავიანთ ცოლებსა და ახლობელ ქალებს ხოცავდნენ, რათა ისინი მტერს არ ჩავარდნოდა ხელში.

მსგავსი ამბები

Back to top button