ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ცნობილი საიტები (6 ნაწილი)


Yandex – რუსული ინტერნეტ სერვისების საიტი რომელიც დაარსდა 2000 წელს ის რანკით 18 საიტია მსოფლიოში და ძალიან პოპულარულია როგორც რუსეთში ასევე უცხოეთში.

Yandex-ის პოპულარობას მეტწილად განაპირობებს მისი ძებნის ფორმა სადაც შესაძლებელია ინტერნეტში განთავსებული სიახლეების ფოტოების ვიდეოების დოკუმენტების და სხვადასხვა მასალების მოძებნა. გარდა ამისა Yandex-ს აქვს ელექტრონული ფოსტის სერვისი რომელიც ძალიან დახვეწილია და შესაძლებელია მონაცემთა ბაზის 2GB გაზრდა ელ-ფოსტის თქვენ გემოვნებაზე მორგებაც თავისუფლადაა შესაძლებელი სკინების დახმარებით რომელსაც Yandex Mail-ი გვთავაზობს. ელ-ფოსტა ხელმისაწვდომია ინგლისურ, რუსულ, ქართულ, თუქრულ, სომხურ, აზერბაიჯანულ, ბელარუსულ, რუმინულ, ყაზახურ და თათრულ ენებზე.

Yandex Money – სერვისი დააინტერესებს განსაკუთრებით იმ ადამიანებს რომლებიც იყენებენ ინტერნეტ ონლაინ საფულეებს ამ სერვისის გამოყენებით შესაძლებელია თანხის მიღება და გაგზავნა როგორც რუსეთის ასევე მსოფლიოს მიმართულებით საიტზე არსებული თანხის ბარათზე გადატანა ან სხვადასხვა სერვისების გადახდა საიტს უმეტესად იყენებენ რუსები რადგან საფულეში ძირითადად რუსული სერვისებია განთავსებული და მათი გადახდაა შესაძლებელი. სხვა საინტერესო სერვისებიდან აღსანიშნავია Yandex Taxi საიდანაც შეგიძლიათ თავისუფალი ტაქსის მოძებნა ადგილმდებარეობის მიხედვით და გამოძახება. მუსიკების და ვიდეოების მოყვარულთათვის აქ ცალკე განყოფილებაცაა სადაც შეგიძლიათ მოუსმინოთ უახლეს მუსიკალურ ალბომებს აქვე საუკეთესო მუსიკებს და პოპულარულ შემსრულებლებს.

Yandex Translate – სერვისი რომელიც დაგეხმარებათ სიტყვების და წინადადებების სასურველ ენაში გადაყვანასა და მომენტალურ თარგმნაში ეს და Yandex-ის ძირითადი სერვისები თავმოყრილია ასევე Android მარკეტებში სადაც თავისუფლადაა შესაძლებელი მათი გადმოწერა და მოხმარება მობილურისთვის. ისევე როგორც სხვა Yandex-ის მსგავს კომპანიებს მაგალითისათვის Google-ს და Yahoo-ს ასევე აქვს Maps სერვისი რომელიც ინტერნეტ რუკაა და საკმაოდ გამოსადეგია მომხმარებლისთვის. მათ ვისაც სურს სიახლეების მოძიება რუსულად საიტი ამის საშუალებასაც გაძლევთ იქ თქვენთვის მრავალფეროვანი თემების და სიახლეების ფართო არჩევანია.

ცოტახნისწინ გამოვიდა ახალი სერვისი რომელიც განსაკუთრებით საიტების მფლობელებს და დეველოპერებს დააინტერესებთ ეს სერვისია App Metrica რომელიც ზომავს თქვენი საიტის რეიტინგს იმ შემთხვევაში თუ დარეგისტრირდებით ამ შესანიშნავ პროგრამაში და დაამატებთ საიტს შემდეგ კი ჩასვავთ კოდს სასურველ ვებ გვერდზე ამით თქვენ გაიგებთ და დაითვლით საიტის რეიტინგს და ყოველდღიურად შემოსული ვიზიტორების რაოდენობას.

Yandex Browser – მრავალმხრივი და თანამედროვე ბრაუზერია რომელიც Yandex-ს ეკუთვნის. ბრაუზერი გამოირჩევა მარტივი ინტერფეისით და სისწრაფით რის გამოც მისი მოხმარება განსაკუთრებულად მარტივია.

Yandex-ის ოფისები მსოფლიოში მრავლადაა ქვევით შეგიძლიათ იხილოთ ფოტოები.


თეგები
Close
Close