ახალი ამბებიგასართობისაკითხავი

ცნობილი საიტები (5 ნაწილი)


Twitter – სოციალური ქსელი და მიკრობლოგინგის საიტი რომელიც დაარსებულია 2006 წელს.

Twitter-ის მთავარი ფუნქციაა მოკლეტექსტური შეტყობინებების გაგზავნა და დასტატუსება რომელსაც ტვიტი ეწოდება და მასში გამოყენებული სიმბოლოების რაოდენობა არ აღემატება 140-ს. Twitter-მა შექმნის დღიდან მოიპოვა პოპულარობა ამიტომაც მას აქტიურად იყენებენ როგორც ამერიკელი ასევე ევროპელი თინეიჯერები. მოკლექტესტური ტვიტები განსაკუთრებით ხიბლავთ მედიასაშუალებებს რომლებიც თავიანთ გვერდებზე 140 სიმბოლოიან შეტყობინებებს ანთავსებენ და ამით გვატყობინებენ ახალ ამბებს საიტი დიდი მოწონებით სარგებლობს ასევე უცხოელ პოლიტიკოსებში და პოლიტიკურ პარტიებში. წინასაარჩევნოდ დაპირებების გასავრცელებლად უცხოეთში ეს აპრობირებული საშუალებაა ის საარჩევნო კამპანიის დროს გამოდგება პოლიტიკური სუბიექტის ან პარტიის რეკლამისათვის. საიტზე ბარაკ ობამამ ჰეშთეგით კითხეთ ობამას გააკეთა კითხვა პასუხის რეჟიმი საკუთარ გვერდზე სადაც ის მომხმარებლებს კითხვებზე პასუხობდა. საიტით სარგებლობა შესაძლებელია ინგლისურ რუსულ გერმანულ ფრანგულ და მრავალ სხვა ენაზე ქართულად ჯერ-ჯერობით შეუძლებელია. საქართველოდან მომხმარებლების ზრდის მატებასთან ერთად დიდი იმედი მაქვს რომ მოხდება საიტის ქართულ ენაზე ინტეგრირებაც.

Twitter-ს საკმაოდ დახვეწილი სმაილების ფუნქცია აქვს საიტზე ემოციების გამოყენება ყველას სურვილისამებრ შეუძლია. საიტის მნიშვნელოვანი განახლება მოხდა 2015 წლის აგვისტოში როდესაც მნიშვნელოვნად შეიცვალა საიტის შიდა სამომხმარებლო ინტერფეისი რომელიც მხოლოდ გარკვეულ ქვეყნებშია შესაძლებელი სავარაუდოდ მიმდინარეობს სერვისის ტესტირება რომლის შემდეგაც ალბათ გაეშვება ყველა ქვეყნიდან შემოსული მომხმარებლისთვის.

საიტი აქტიურადაა ჩართული მობილური აპლიკაციების განახლებაში და დახვეწაში მათ ვისაც აქვს თანამედროვე სმარტფონი შეუძლია Twitter-ის აპლიკაციის ჩაწერა და საიტის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ადგილას მოხმარება რათქმაუნდა იმ შემთხვევაში თუ ტელეფონს მიეწოდება ინტერნეტი.

საქართველოში სოციალური ქსელებიდან ძირითადად Facebook-ს მოიხმარენ და Twitter-ს ცოტა მომხმარებელი ყავს მაგრამ ეს რიცხვი ნამდვილად არ არის მიზერული უბრალოდ მომხმარებლების დიდი ნაწილი არააქტიურია და დარეგისტრირების შემდეგ არც შესულა საიტზე. მოკლეტექსტური მესიჯების და სტატუსების დასაწერად გირჩევთ Twitter-ის გამოყენებას და ამ მართლაც ინოვაციური და მშვენიერი სოციალური ქსელის და მიკრობლოგის მეგობრებში გავრცელებას რადგან ქსელი აქტიურად მოიცვან და მოიხმარონ ქართველებმაც.

კომპანიის ოფისები საკმაოდ საინტერესო დიზაინით გამოირჩევა და ისინი მრავალნაირი და ლამაზი ინტერიერისაა. როგორც ყველა კომპანია ასევე Twitter-ის დიდ ყურადღებას ანიჭებს მომხმარებლების და თანამშრომლების კომფორტს ოფისში.


თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close