ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ცოტა რამ ცხოველების შესახებ (ნაწილი 1)

მე ამ პოსტით მოგაწვდით მცირეოდენ ინფორმაციებს ცხოველების შესახებ:

1. ცხოველთა სამყარო
ცოცხალი სამყატო შედგება ხუთი ჯგუფისგან რომლებსაც სამეფოები ეწოდება. ესენია: ცხოველები მცენარეები სოკოები ერთუჯრედიანები და პროკარიოტები. პროკარიოტებისა და ერთუჯრედიანებისგან განსხვავებით ცხოველები აგებული არიან ათასობით უჯრედისაგან რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ერთი ცოცხალი მთლიანობა. სახეობათა უმრავლესობის უჯრედები ორგანიზებულია ორგანოებად და ქსოვილებად რომლებიც განსხვავებულ ამოცანებს ასრულებენ მცენარეებისა და სოკოებისგან განსხვავებით, ცხოველებს არ შეუძლიათ საკუთარი საკვების გამომუშავება ამიტომ ისინი იძულებულები არიან სხვა ცოცხალი არსებებით იკვებონ ერთ-ერთი მიზეზი ცხოველების მრავალფეროვნებისა არის ის რომ სახეობები მუდმივად სრულყოფენ გზებს სხვა ცხოველების საძებნელად და შესაჭმელად ისე რომ თავად არ გახდნენ სხვა ცხოველების ლუკმა ცხოველების უმეტესობას აქვს საჭმლის მომნელებელი ცენტრალური სისტემა რაც საკვებს იღებს ანაწევრებს და ორგანიზმს ენერგიით ამაგარაგებს. საკვების მოსაპოვებლად ცხოველების უმეტესობა მოძრაობს – დადის დახტის დარბის ფრენს ან ცურავს სასიცოცხლო ციკლის განსაზღვრულ პერიოდში მაინც რადგან ცხოველებს შეუძლიათ მოძრაობა მათ განუვითარდათ ნერვული სისტემა და გრძნობის ორგანოები გარე სამყაროს აღსქმელად სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით ყველაზე რთული სასიცოცხლო ქცევები და ციკლები ახასიათებთცხოველთა უმრავლესობა განსხვავებულსქესიანია ინდივიდს აქვს ან მამრობითი ან მდედრობითი სასქესო ორგანოები. ახალი სიცოცხლის შესაქმნელად ხდება მამრობითი და მდედრობითი სქესის შერწყმა რასაც სქესობრივი გამრავლება ქვია.
2. ცხოველების კლასიფიკაცია
კლასიფიკაცია ქვია ცოცხალი ორგანიზმების დაჯგუფების სისტემას იმისდა მიხედვით, თუ რამდენად მჭიდროდ ენათესავებიან ისინი ერთმანეთს ეს საშუალებას გვაძლებს თავი მოვუყაროთ ცხოველების შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ მონაცემებს. ცხოველური ორგანიზმების ჯგუფები განაწილებულია დონეებად რომელთაგან პირველი და ყველაზე მრავალრიცხოვანია სამეფო სადაც ნათესაური კავშირები ნაკლებადაა გამოკვეთილი ყოველ მომდევნო დონეზე ჯგუფი უფრო მცირერიცხოვანი ხდება სამაგირეოდ იზრდება მსგავსი ცხოველების რაოდენობა.
3. ხერხემლიანები
ძუძუმწოვრები, ფრინველები, ქვეწარმავლები, ამფიბიები, და თევზები – ყველასთბის კარგად ცნობილი ცხოველები არიან თუმცა ცხოველთა სახეობების მხოლოდ 5%-ს შეადგენენ საზოგადოდ ცხოველთა უმეტესობას წარმოადგენენ უხერხემლოები რომლებასაც არ აქვთ ხერხემალი ამ ჯგუფს მიეკუთვნებიან ჭიები და ფეხსახსრიანები. ეს უკანასკნელი უხერხემლოთა ყველაზე მრავალრიცხოვანი ჯგუფია როგორც სახეობათა ასევე ინდივიდთა რიცხოვნობის თვალსაზრისით

ხერხემლიანი ცხოველები

ინფორმაციის ნაწილი : geofauna.ge

loading...

Bread

გამარჯობა მე ქართველი ვარ

მსგავსი ამბები

Close
Close