არქივი

ჯონ სტაინბეკი – ზამთარი ჩვენი მღელვარებისა

b879e74dccb2

საგნები, აზრები, ადამიანები მოლეკულებს ჰგვანან – ბევრ ნაწილად / კატეგორიებად იყოფვიან. მათგან გამომავალი სხივი სწვდება ყველაფერს. კამონაკლისს არც წიგნები წარმოადგენს.

ბევრი სახის წიგნი და ნაწარმოები არსებობს, მაგრამ პირველ პირში დაწერილი წიგნი სხვა თემაა, სხვა ზონა, სხვა განზომილება. როცა პირველ პირში დაწერილ წიგნს კითხულობ, ყოველთვის დარწმუნებული ხარ მთავარი პერსონაჟის პატიოსნებასა და სათნოებაში. უბიწო, წმინდანი გგონია და ბოლოს რა?! – იმედგაცრუება.

წიგნის ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა’’ მთავარი პერსონაჟი ითენია. ითენის წინაპრები ,,დიდი ხალხი’’ იყვნენ, ფაქტიურად მთელი ქალაქი მათი იყო. თუმცა ითენის მამის წყალობით ყველაფერი დაკარგა ოჯახმა და დღეს ითენი მხოლოდ ნოქარია. ითენი ქალაქში ყველაზე პატიოსანი, კეთილი და მეგობრული პიროვნებაა, მისთვის უცხოა ღალატი და ბოროტება, თუმცა ეს ღირსებები დროებით გააჩნია.

88e867396ba6
ამ წიგნშივე ამოვიკითხე შემდეგი სიტყვები: სამი რამისა არასოდეს სჯერათ – სიმართლისა, იმისა რაც შესაძლებელია მოხდეს და იმისიც, რაც სავსებით ლოგიკურია. ამ სიტყვებით ავტორმა 360 გრადუსით შემოტრიალებული დასასრულისთვის მოგვამზადა. მეც ძალიან მარტივად გავები, მწერლის მიერ დაგებულ მახეში. მეც გამიჭირდა დამეჯერებინა სიმართლე და განმეჭვრიტა მომავალი.
ითენი ბანკის გაძარცვაზე ფიქრობდა, როცა მე მის პატიოსნებას ვასხამდი ხოტბას. ბანკის გაძარცვა გარდაუვალი იყო, თუმცა პოლიციელმა უნებლიეთ ჩაშალა ერთპიროვნულად და ამავდროულად ოსტატურად დაგეგმილი ძარცვა. თითქოს ეს არ კმაროდა მკითხველის (ყოველ შემთხვევაში ჩემს) ჩასაფლავებლად, ითენმა შემდეგი ცოდვა ჩაიდინა. გარედან პატიოსანი, შიგნიდან კი მზაკვრული გეგმით დაღუპა ისედაც განსაცდელში მყოფი მეგობარი. პარალელურად პატიოსნების ნიღაბით (რომელიც სათავეში ნიღაბი სულაც არ ყოფილა) მოხიბლა უფროსი და ხელთ ჩაიგდო მაღაზია. ამ ყველაფრის ბოლო კი სამართებელი აღმოჩნდებოდა, ავტორის კეთილსინდისიერება რომ არა. მწერალმა ჩვენ გვიბოძა დიდი პატივი, რომელიც უფლებას გვაძლევს ჩვენი სურვილისამებრ დავასრულოდ ეს საოცარად მომხიბლველი ნაწარმოები.
მე სე თუ ისე პაციფისტი ვარ ( ვცდილობ მაინც) და ნაწარმოების მშვიდობიანად დასრულებას ვისურვებდი, თუმცა 100% – ით დარწმუნებული ვარ, ამას არც მკითხველი და არც ავტორი არასდროს მოიწონებდა ლითერატურული და სხვა მრავალი თვალსაზრისით.
ბოლოს მინდა გითხრათ, რომ აქ ,,მწარედ’’ აღწერილი ამბავი ძალიან რბილად მოგეჩვენებათ წიგნის კითხვის პერიოდში, თუმცა ბოლოს, როცა ყველაფერს გააანალიზებთ ჩაწვდებით ამ წიგნის და ზოგადად პირველ პირში დაწერილი წიგნის ხიბლსაც.
b7ad7d85bd74

ამონარიდები წიგნიდან ,,ზამთარი ჩვენი მღელვარებისა’’:

* რაგინდ დიდი გასაჭირი შეხვდეს ადამიანს, მაინც შეებრძოლება და გაუმკლავდება. ერთადერთი ეროზია სპობს კაცს, უფსკრულისკენ ჰკრავს ხოლმე ხელს.

*  სამი რამისა არასოდეს სჯერათ – სიმართლისა, იმისა, რაც შესაძლებელია მოხდეს, და იმისიც, რაც სავსებით ლოგიკურია.

*  სისულელე ზოგჯერ ერთფეროვანი ცხოვრების წესს შეგაცვლევინებს და ახლებურ ცხოვრებას დაგაწყებინებს.

*   ყველაზე საუკეთესო გზა ყველაზე უბრალოა ხოლმე.

*    ადამიანი გამუწყვეტელ ცვლილებას განიცდის, მაგრამ ზოგჯერ უფრო თვალში საცემი ხდება ასეთი (დიდი) ცვლილება.

ეს ჩემი პირველი სიახლეა და იმედი მაქვს  მოგეწონათ <3

მსგავსი ამბები

Back to top button