ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 3)

როგორც ვიცით საფრანგეთი ერთ ერთი საუკეთესო ქვეყანაა მსოფლიოში, მე მოგაწვდით მცირე ინფორმაციას მასზე.

 

კორსიკა
ბუნებრივი მახასიათებლები:
1. მთაგორიანი ცენტრალური მასივი
ეს დიდი და ქვიანი პლატო ცენტრალური და სამხრეთ საფრანგეთის თითქმის ერთ მეექვსედ ნაწილს შეადგენს მთების ფერდობები ტყით არის დაფარული საქონელი და  ცხვარი მდელოებზე ბალახს ძოვს.

2. კორსიკა

ხმელთაშუა ზღვის ამ მთიანი და კლდოვანი კუნძულის ერთი მეხუთედი წაბლის და ფიჭვის ასევე მუხის ხეებს უკავია ხეების სურნელი ჰაერს დიდ მანძილზე მიაქვს ამიტომ ამ ადგილს სირნელოვან მიწას უწოდებენ მეორენაირად

3. ნორმანდიის ნაპირები

ნორმანდიის სანაპირო ცარცის კლდეებით ტურისტებისთვის კეთილმოწყობილი პლაჟებითა და ელეგანტური კურორტებით არის გამორჩეული იობურგის კლდეები ევროპაში ყველაზე მაღალია სანაპიროს ზოგიერთ ნაწილში ძალიან სწრაფი დინებაარომლის სიჩქარე გაზაფხულობით საათში 10 კმ-ს აღწევს

ღირსშესანიშნაობები

კარკასონი

1.კარკასონი

 ქალაქი კარკასონი რომელსაც გარშემო კედელი აქვს შემოვლებული მდინარე ოდის კლდოვან მაღლობზეა გაშენებული შუა საუკუნეებში ქალაქი არაერთხელ მოქვეულა მტრის ალყაში კარკასონი მე-19 საუკუნეში აღადგინეს ეს ძეგლი შუა საუკუნეების ევროპული ფორტიფიკაციის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

შარტრის ტაძარი

2. შარტრის ტაძარი

შარტრის მცხოვრებლებმა მეფისა და დიდებულების გულუხვი შემოწირულობით ეს ტაძარი 25 წლის განმვალობაში (1195-1220) წლებში ააგეს მას ამშვენებს ორი კოშკი და ვიტრაჟებიანი მრგვალი  ფანჯრები რომელთაც ვარდს უწოდებენ შარტრის ტაძარი დღეს გოტიკური არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლია
ვერსალის სასახლე

3. ვერსალის სასახლე

ეს სასახლე (ზევით) 1668-1710 წლებში ლუი XIV-ს ძალაუფლებსა და სიმდიდრის  საჩვენებლად აშენდა სასახლე უზარმაზარ ბაღშია რომლის სიგრძე 400 მეტრია პირველი მსოფლიო ომი ოფიციალურად აქ დასრულდა როდესაც 1919 წელს ხელი მოეწერა ვერსალის ხელშეკრულებას
ქალაქი ლიონი

4. ქალაქი ლიონი
რომაელებმა ლიონი ძვ.წ 43 წელს დაარსეს მოგვიანებით ის გალების დედაქალაქი გახდა დღეს ქალაქი საბანქო საქმიანობის საფეიქრო და ფარმაცევტული მრეწველობის ცენტრია მაგრამ ბევრისთვის მაინც საკვებთან ასოცირდება რადგან ცნობილია ლათინური საუცხოო სამზარეულოთი რომელიც პროდიქტებს ამ რეგიონის ნაყოფიერი მიწებიდან და ვენახებიდან იღებს

ეიფელის კოშკი

ეიფელის კოშკი

ერთ დროს ყველაზე მაღალი შენობა მსოფლიოში როგორც საუკუნის გამოფენის ექსპონატი 1889 წელს აღმართა პარიზში ინჟინერმა ალექსანდრ-გუსტავ ეიფელმა როცა რადიო გამოიგონეს კოშკმა ანტენის ფუნქციის შესრულება დაიწყო მისი საშუალებით გაისმა პირველი ტრანსლანტიკური სრადიოსატელეფონო ზარი ყოველ წელს ეიფელის კოშკს დაახლოებით 6 მილიონი კაცი სტუმრობს

ტრადიციები და კულტურა:

პარიზში პარფიუმერიის ერთ-ერთი მწარმოებელი

1. პარფიუმერია და მოდა

ფრანგები ცნობილნი არიან ელეგანტურობით კოკო შანელის შექმნილი სუნამოები ფრანგული მოდის დიზაინერები როგორიცაა მაგალითად პიერ კარდენი მთელ მსოფლიოში არიან სახელგანთქმულნი
კრუასანი ერთ-ერთი საუკეთესო დესერტია ფრანგულ სამზარეულოში
2. ფრანგული სამზარეულო
საფრანგეთი არა მარტო ცნობილი მოდელიერების სამშობლო არამდე კულინარიული მოდის კანონმდებელიცაა მფრანგი მზარეულები დიდი ოსტატობით ამზადებენ კრუასანებს პურის გრძელ ბატონებს ხამანწკებს ბაგეტებს  და რათქმა უნდა ხახვის წვნიანს ბურგუნდია თავს იწონებს ღვინით ღხის ყველით დიჟონური მდოგვითა და ხორცით ბურგუნდიულად ბრეტანი კრეპეს სხვადასხვა გულსართიანი გემრიელი ბლინების სამშობლოა
3.კაფეები
საფრანგეთში კაფეები მე-17 საუკუნიდან არსებობს ეს არის ადგილი სადაც დააგემოვნებთ სხვადასხვა სასმელს შოკოლადსა და ყავას პირველი კაფე 1686 წელს გაიხსნა პარიზში ის მსოფლიოში ყველაზე ძველი ყავის სახლია მწერლები მხატვრები ინტელექტუალები და სტუდენტები ერთმანეთს კაფეში ხვდებოდნენ საუბრობდნენ და მუშაობდნენ
ისტორიული პიროვნებები:
ჟანა დ’არკი
1.ჟანა დ’არკი (1412-1431)
ჟანა დ’არკი საფრანგეთის მფარველი წმინდანია ის 1429 წელს ქალაქ ორლეანში ფრანგულ არმიას გაუძღვა ინგლისელების წინააღმდეგ საბრძოლველად ჟანა მალე დააპატიმრეს და 1431 ჯადოქრობის ბრალდებით კოცონზე დაწვეს.
ვიქტორ ჰიუგო

2. ვიქტორ ჰიუგო (1802-1895)

ცნობილ ფრანგ რომანტიკოს მწერალს ვიქტორ ჰიუგოს სახელი გაუთქვა რომანებმა პარიზის ღვთისმშობლს ტაძარი და საბრალონი

კლოდ მონეს ერთ ერთი ნახატი
3. კლოდ მონე (1840-1921)
ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპრესიონისტი მხატვარი კლოდ მონე ცნობილია ფერწერული ტილოებით რომლებზეც გამოსახულია პეიზაჟები წეყლის შროშანები და რუანის ტაძარი.
ისტორია თვალის ერთი გადავლებით:
ძვ.წ 700-500
ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან შემოსული კელტი გალები თანდათანობით იკავებენ საფრანგეთს
ძვ.წ 58-50
იულიუს კეისარი ამარცხებს გალებს და საფრანგეთი რომის იმპერიის ნაწილი ხდება ახ.წ. 476 წლამდე ამ დროისატვის რომაელებმა რეგიონში გავლენა დაკარგეს და მას ფრანკებსა და ვესტგოთებს უთმობენ
ახ.წ 506
ფრანგები კლოვისებთან ერთიანდებიან ქრისტიანდებიან და ძალაუფლებას ხელში იღებენ მაი მეფე კალოს დიდი რომის პაპის კურთხევით რომეელთა იმპერატორი ხდება  ახ.წ. 800 წელს. ამ პერიოდში ფრანკები გერმანიის იტალიისა და დაბლობი ქვეყნების ნიდერლანდების ბელგიისა და ლუქსემბურგის უმეტეს ნაწილს განაგებენ.
1066
უილიამ დამპყრობლის წინამძღოლობით ჩრდილოეთ საფრანგეთის ნორმანები იპყრობენ ინგლისს და უილიამი საფრანგეთის ყველაზე ძლებამოსილი მმართველი ხდება
1337-1453
ინგლისი და საფრანგეთი ასწლიან ონს იწყებენ ომები წყდება მათ დისკუსიები ცვლის და კვლავ ახლდება. ეს კამადი მოიცავს ისეთ თემასაც კი, თუ ვინ იყო საფრანგეთის კანონიერი მმართველი. ხანგრძლივი დავის შემდეგ ინგლისი ნელ ნელა აღწევს თავს საფრანგეთს 1348 წელს შავი ჭირის ეპიდემიის დროს ფრანგები მოსახლეობის მესამედს კარგავენ
1643
ლუი XIV – „მეფე მზე” 5 წლის ასაკში საფრანგეთის მეფე ხდება და 1715 წლამდე მეფობს ფრანგული კუნტურა ამ დროს ზენიტშია
1685
რელიგიურ საფუძველზე 400,000 პროტესტანტ ჰუგენოტს რისხვა დაატყდება თავს.
1789
 საფრანგეთის რევოლუცია ბასტილიის ციხის აღებით იწყება 1793 წელს მას შემდეგ რაც ხალხი მონარქიის წინააღმდეგ აღდგება ლუი XIV-სა და დედოფალს ავსტრიელ მარია ანტუეტას თავს კვეთენ გამეფდა დიქტატურა ათასობით კაცი გილიოტინაზე აყავთ ახალგაზრდა რესპუბლიკას ავსტრიისა და რუსეთის თავდასხმის მოგერიება უწევს
1799
ნაპოლეონ ბონაპარტი ხელისუფლების სათავეში მოდის და საფრანგეთის საზღვრებს აფართოებს მთელ ევროპაში ვიდრე 1815 წელს ინგლისმა და რუსეთმა ვატერლოოს ბრძოლაში არ დაამარცხეს. მონარქიის აღდგენა 1848 წლამდე ვერ მოხერხდა და კიდევ ერთი რევოლუციის შედეგად მეორე რესპუბლიკა იქმნება
1914-1918
პირველი მსოფლიო ომი წელში წყვეტს საფრანგეთს მილიონ სამასი ათასი ფრანგი მეომარი შეეწირება საფრანგეთი იბრძვის ბრიტანეთის რუსეთის ამერიკისა და იტალიის მხარდახარ გერმანიის ავსტრიისა და თურქეთის წინააღმდეგ.
1939-1944
მეორე მსოფლიო ომი. გერმანია იპყრობს საფრანგეთს საფრანგეთის განმათავისუფლებელი მოძრაობა მოკავშირეების დასახმარებლად იატაკქვეშეთიდან ებრძვის ფაშისტურ გერმანიას 1944 წლის 6 ივნისს მსოფლიო მასშტაბით უდიდესი შეიარაღებული ძალა იწყებს საომარ კამპანიას: 156 ათასი ჯარისკაცი გემების დიდი არმადა თვითმფრინავებიი და ტანკები ნორმანდიის სანაპიროზე 5 ადგილას გადმოსხდებან საფრანგეთის გათავისუფლების კამპანია რამდენიმე თვეში წარმატებით სრულდება.

Bread

გამარჯობა მე ქართველი ვარ

მსგავსი ამბები

Close
Close