ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ფაქტები სხვადასხვა ქვეყნებზე (ნაწილი 2)

როგორც ვიცით კანადა ერთ-ერთი ცნობილი ქვეყანაა სხვადასხვა ქვეყნებს შორის მე კი მოგაწვდით მცირეოდენ ფაქტებს მის შესახებ.

ბუნებრივი მახასიათებლები:
1. ჰადსონის ყურე
კანადის ჩრდილოეთით მდებარე ეს შიდა ზღვა არხებითა და დინებებით უკავშირდება ატლანტისა და ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეს მის სანაპირო ჭაობებში ბინადრობს უკინალური ფრინველი
2. ნუნავუტი
ნუნავუტი ესკიმოსების ანუ ინუვიტების ენაზე ჩვენს მიწას ნიშნავს, 1999 წელს შექმნილი ინუვიტთა დამოუკიდებელი ტერიტორია კანადის ყველაზე ჩრდილოეთი რეგიონია რომელშიც კანადის არქტიკული არქიპელაგის ათასობით კუნძული შედის ესკიმოსები ბიფინისა და ელზმირის კუნძულებზე ცხოვრობენ
3. მდინარე წმინდა ლავრენტი
ეს მდინარე დიდი ტბების ერთ-ერთი ტბის ონტარიოს წყლით იკვებება მდინარის ცივ წყალში მდინარის დელფინისებრთა დაახლოებით 650 პოპულაცია ბინადრობს
4. კლდოვანი მთები
ეს მთაგრეხილი გადაჭიმულია 4800 კილომეტრზე რომელიც კვეთს იუკონს, აშშ-სა და მექსიკას ნაციონალურ პარკ ბანფში მდებარეობს მორეინის ტბაც რომელიც შემორტყმული არის კლდოვანი მთებით
ღირსშესანიშნაობები:
1. კვებეკი
კვებეკი მოშენებულია მდინარე წმინდა ლავრებტუზე და კვებეკის პროვინციის დედაქალაქია ამ ადგილზე ფრანგული ცხოვრების წესი ბატონობს მოსახლეობის დაახლოებით 90% ფრანგულად საუბრობს მის ძველ ქალაქში დაახლოებით მე-18 მე-19 საუკუნის დროინდელი სახლები დგას
2. პარლამენტის შენობა
ოტავაში, პარლამენტის შენობაში კანადის მთავრობაა განთავსებული შენობა მდინარე ოტავას გადაჰყურებს ის მე-19 საუკუნის შუა წლებშია აგებული
3. დოუსონი
მე-19 საუკუნის ბოლოს ჩრდილოეთ ამერიკას ოქროს ციებ ცხელება მოედო. ეს ქალაქი კლონდაიკის რეგიონში მდებარეობს იმ დროისთვის ამ ქალაქში დაახლოებით 40.000 ადამიანი ცხოვრობდა ამჟამად კი დაახლოებით 2.000 ადამიანი ცხოვრობს აქ შემორჩენილია ძველი ნაგებობები.
4.ვანკუვერი
ვანკუვერი კანადის სიდიდით მე-3 ქალაქია ბუნებრივი ნავსადგურის წყალობით წყნარი ოკეანის ქვეყნებთან საზღვაო ვაჭრობის ცენტრია ვანკუვერს გარს ხშირი ტყეები და მაღალი მთები აკრავს  მთის ფერდობები ზამთრის სპორტის თამაშებისათვის იდეალური ადგილია.
ტრადიციები და კულტურა:
1. კერლინგი
კერლინგი ზამთრის სპორტის სახეობაა რომელიც ძალზედ პოპულარულია კანადაში თამაშს ყინულზე თამაშობენ გუნდის წევრები ერთმანეთს ეჯიბრებიან  პრიალა მრგვალი ქვების ყინულზე სრიაკში თამაშის მიზანია ქვის მიწვდენა ყველაზე მოშორებით მდებარე ნიშნულებთან
2. ტოტემის სვეტები
მაღალი კედრისგან გამოთვლილი სვეტები-ტოტემები-სხვადასხვა ტომის სიმბოლოებია ისინი ადგილობრივმა ხალხმა გამოკვეთა მათ შორის უამრავია ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები ხალხების თლინგიტების ტოტემები.
3. ძაღლების შეჯიბრება
კანადასა და ალასკაზე მეტად პოპულარული სპორტის სახეობაა ციგურებით სრიალი რომელშიც აქ გავრცელებული ლაიკის  ჯიშების ძაღლებს აბამენ ლაიკა ჭკვიანი და მკაცრი ზამთრის პირობებთან ადაპტირებული ძაღლია
4. კალგარის როდეო
ყოველი წლის ივლისში კალგარში იმართება დიდი ათდღიანი როდეო რომელშიც უამრავი კოვბოი მონაწილეობს ტარდება ცხენებისა და ხარების დოღიც
ისტორიული პიროვნებები:
1. ლორა სეკორდი (1775-1868)
1813 წელს ეს მამაცი ქალი 18 საათის განმავლობათი მირბოდა უსიერ ტყეში რომ ბრიტანელებისათვის ამერიკელთა მოსალოდნელი თავდასხმის ამბავი შეეტყობინებინა ამერიკელებს განზრახული ქონდათ ნიაგარის ნახევარკუნძულის მიტაცება ლორა სეკორდის თავდადებამ ეს ტერიტორია გადაარჩინა
2. ჯიმ კერი
საქვეყნოდ ცნობილი კომიკოსია ყველაზე დიდი პოპულარობა მას კინოებმა ნიღაბი და ბრიყვი და კიდევ უფრო ბრიყვი, მოუტანა
კანადის ისტორია თვალის ერთი გადავლებით
ძვ.წ 20 000
ინდიელებისა და ესკიმოსების წინაპრები ჩრდილო ამერიკაში აზიიდან გამყინვარების დროს დამშრალი ბერინგის სრუტის გავლით მოვიდნენ
ახ.წ 1100
ლეიფ ერიკსონის წინამძღოლობით ვიკინგები ნიუფაუნდლენდზე პატარა სოფელს აარსებენ
1497
ჯონ კაბოტი ნიუფაუნდლენდს აღმოაჩენს და მას ინგლისის ტერიტორიად გამოაცხადებს
1534
ჟაკ კარტიე წმინდა ლავრენტის ყურესა და ლავრენტის მდინარეს იკვლევს და აღმოჩენილ მიწებს საფრანგეთის საკუთრებად გამოაცხადებს
1605
ფრანგებმა პირველი ევროპული კოლონია დაარსეს პორტ-როიალში სამი წლის შემდეგ კი სამუელ დე შამპელინმა -კვებეკი
1663
ახალი საფრანგეთი საფრანგეთის პროვინცია ხდება
1670
ინგლისის მეფე კარლ მეორე ჰადსონის ყურის ბეწვეულით მოვაჭრე კომპანიას ნადირობის უფლებას აძლევს ამით ხელი შეეწყო ინგლისსა და კანადას შორის ბეწვეულით ვაჭრობა
1754
ინგლისი საფრანგეთს ომს უცხადებს საფრანგეთი იძულებულია კვებეკი ინგლისს დაუთმოს
1763
პარიზის ხელშეკრულების თანახმად საფრანგეთი უარს ამბობს ჩრდილოეთ ამერიკაში თავის სამფლობელოებზე კანადა დიდი ბრტანეთის ხელში გადადის
1793
ალექსანდ მაკნზი ევროპელთაგან პირველი კანადის დასავლეთ სანაპიროს ხმელეთით წყნარ ოკეანეს აღწევს
1846
ორეგონის ხელშეკრულების თანახმად კანადა აშშ-სთან დასავლეთ საზღვარს ამტკიცებს
1873
კანადაში კანადის ცხენოსანი პოლიცია იქმნება ახალმოსახლეებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის კავშირის შესანარჩუნებლად
1885
კანადის წყნაროკეანური რკინიგზის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება რაც ქვეყანაში კავშირის ახალი საშუალება ხდება
1949
ნიუფაუნდლენდი კანადის შემადგენლობაში შედის
1968
ყალიბდება კვებეკის პარტია ამ პროვინციის დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი
1989
დიდი ბრიტანეთი კანადას ქვეყნის მმართველობის ყველა უფლებას გადასცემს.

Bread

გამარჯობა მე ქართველი ვარ

მსგავსი ამბები

Close
Close