სწრაფი სესხი

საინტერესო ფაქტები კოლინ ფარელზე (ნაწილი VI)

მოგესალმებით, უცნაური ბლოგის ძვირფასო მკითხველნო, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ჰოლივუდის ვარსკვლავების „საინტერესო და უცნობი ფაქტების“ მორიგი ნაწილი. ამჯერად გთავაზობთ 40 წლის წარმატებული ირლანდიელი მსახიობზე – კოლინ ფარელზე. 

 კოლინ ფარელი დაიბადა 1976 წელს 31 მაისს დუბლინში, ირლანდიაში. ის პროფესიონალი ფეხბურთელის იმონ ფარელის, რომელიც თამაშბდა კლუბში Shamrock Rovers და მისი ცოლის რიტას ოჯახში მეოთხე ბავშვი იყო. მოზარდი კოლინი განსხვავდებოდა ჭირვეული ხასიათით – სკოლაში სიარულის მაგივრად ერჩივნა მეგობრებთან ერთად ადგილობრივ ბარებში ჯდომა, მაარიხუანას ეწეოდა და მაღაზიებში ქურდობდა. ჩვიდმეტი წლის ასაკში ის სკოლიდან გააგდეს მასწავლებელთან ჩხუბის გამო, რომელმაც კოლინს გაკვეთილზე მძინარეს წაასწრო და ბოდიშის მაგივრად ნაცემი აღმოჩნდა. ამ ინციდენტის შემდეგ ის ერთი წლით წავიდა მეგობრებთან ერთად ავსტრალიაში.

● დუბლინში დაბრუნების შემდეგ, ფარელმა უფროს ძმის რჩევით სამსახიობო ხელოვნების სკოლაში დაიწყო სიარული. 1996 წელს მისი დებიუტი შედგა კინოში – დრამაში ‘The Disappearance of Finbar’, თუმცა მისი როლი იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ ტიტრებშიც კი არ აღმოჩნდა. 1997 წელს კიდევ ერთ პატარა როლი შეასრულა დაბალბიუჯეტიან ფილმში ‘Drinking Crude’, შემდეგი წლის ზაფხულში კი ფარელმა ტელესერიალში ‘Falling for a Dancer’ მიიღო მონაწილეობა, რომლის მოქმედება 30–ნი წლების ირლანდიაში ვითარდებოდა. სიუჟეტის საფუძველშ გოგონას ისტორია იყო, რომელიც დაფეხმძიმდა მსახიობთან ხანმოკლე რომანის მერე და რეპუტაციის გადარჩენის მიზნით ცოლად გაყვა მამაკაცს, რომელიც არ უყვარდა.

მისი სრული სახელი – კოლინ ჯეიმს ფარელია 

12 წლის ასაკში ფარელს ქრონიკული უძილობა აწუხებდა 

● სცენაზე უკვე პატარა გამოცდილების მქონე ფარელმა მონაწილეობა მიიღო პატარა ლონდონის თეატრის Donmar Warehouse დადგმაში. აუტსტი მოზარდის რიჩარდ ბელამდერის როლი იმით გახდა მნიშვნელოვანი ფარელისთვის, რომ მის დახმარებით მან კევინ სპეისი გაიცნო – მან შეამჩნია ახალგაზრდა მსახიობის თამაში და ურჩია პროდიუსერებს ფარელის მოწვევა თავის მომავალ ფილმში ‘Ordinary Decent Criminal’ ერთერთ მეორეხარისხოვან როლზე გადასაღებად.

  2003 წელი ფარელისთვის ყველაზე წარმატებული იყო შემოთავაზებული როლების რაოდენობის მხრიდან – ის ერთდროულად ხუთ პროექტში მონაწილეობდა.

 2001 წლის ივლისს ფარელმა ცოლად მოიყვანა მსახიობი ამელი უორნერი, თმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა და ამავე წლის ნოემბერს წყვილი განქორწინდა. 1 სექტემბერს 2003 წელს კანადელმა მოდელმა კიმ ბროდნეივმა ფარელს ბავშვი გაუჩინა, რომელსაც ჯეიმსი დაარქვეს.

მეორე შვილი მსახიობ Alicja Bachleda-Curus-ისგან შეეძინა 2009 წელს რომელსაც ჰენრი დაარქვეს.

ფარელი, რომელიც ყოველთვის ზიზღით იყო განწყობილი ყველანაირი სასწავლო დაწესებულების მიმართ, სკოლაში მეცადინეობა მიატოვა და ფულს შოულობდა სარეკლამო რგოლებში გადაღებებით.

გადიოდა მოსმენებს ჯგუფ Boyzone-ში, როდესაც ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, მაგრამ უშედეგოდ.

 2001 წელს მან ვესტერნში ‘American Outlaws’ მიიღო მონაწილეობა, სჰემდეგ კვლავ სამხედრო დრამა მოყვება ‘Hart’s War’, რომელშიც ბრიუს უილისთან ერთად ერთერთი მთავარი როლი ითამაშა, რისთვისაც შანხაის კინოფესტივალის პრემია მიიღო. ფარელის კარიერა ჩქარი ტემპებით მიდიოდა წინ – 2002 წელს მან მონაწილეობა მიიღო კიდევ ორ წარმატებულ სურათში. პირველში მან სამთავრობო აგენტის დენი უიტვერის როლი ითამაშა სტივენ სპილბერგის ფანტასტიურ თრილერში ‘Minority Report’, რომელიც ფილიპ დიკის მოტივებზე იყო გადაღებული.

კოლინი ფარელის სიმაღლე – 1.78სმ-ია 

2005 წელს, მსახიობზე გავრცელდა ჭორები, რომლის თანახმადაც ის ჰომოსექსუალი იყო 

ფარელის საყვარელი მსახიობი – ალ პაჩინოა. თავად ალ პაჩინო კი ირლანდიელს ნიჭიერ მსახიობად თვლის. 

 1999 წელს შედგა ფარელის ეკრანებზე პირველი მნიშვნელოვანი გამოჩენა ტიმ როტის დებიუტში, ფსიქოლოგიურ თრილერში ‘The War Zone’, რომელშიც მთავარი როლები შეასრულა ტილდა სუინტონმა და რეი უინსტონმა. ამავე პერიოდში ფარელი აქტიურად იღებდა მონაწილეობას სატელევიზიო პროექტებში. 2000 წელს კევინ სპეისის პროტექციის დახმარებით ფარელმა მონაწილეობა მიიღო კრიმინალურ კომედიაში ‘Ordinary Decent Criminal’, სადაც ახალგაზრდა ბანდიტი ალეკის როლი ითამაშა. მსახიობების ძლიერი გუნდის მიუხედავად სურათმა საკმაოდ ნეგატიური შეფასებები მიიღო კრიტიკოსებისგან.

მსახიობის აგენტი, კლაუდინე ფარელი მისი პირადი აგენტი და ასისტენტია 

ფარელს ავიაფობია აქვს (ფრენის შიში) 

ირლანდიელმა სამი ენა იცის: ინგლისური, გერმანული და ფრანგული 

მსახიობს არ უყვარს საკუთარი ფილმების ყურება, რადგან ის ამ დროს ნერვიულობს 

2003 წელს ჟურნალი „People“-ს ვერსიით ფარელი მსოფლიოს 50 ლამაზი ადამიანების სიაში მოხვდა. 

წყარო: IMDb.com & Kinopoisk.Ru


ავტორი: Jeremy

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE