არქივი

დე-ფაქტო ქვეყნები (1 ნაწილი)

f52cd406d634
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა – მოიხსენიებენ ასევე როგორც არცახი ის დე-ფაქტო დამოუკიდებელი და თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა რომელიც მდებარეობს და მოიცავს მთიანი ყარაბაღის და შაუმიანის რაიონს. რეპუბლიკამ დამუკიდებლობა გამოაცხადა 1992 წელს ამ გადაწყვეტილების მიღებისას წარმოიქმნა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამხედრო კონფლიქტი რომელშიც სომხეთი დე-ფაქტო რეპუბლიკის მხარეს იჭერდა. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დღემდეც მიმდინარეობს დავა ამ ტერიტორიისათვის და ეს ადგილი ხშირად ხდება ამა თუ იმ შეიარაღებული ექსესების ცენტრი. ქვეყნის დედაქალაქია სტეფანაკერტი.  რესპუბლიკა დღეისათვის აღიარებულია გაეროს არაწევრი სამი დე ფაქტო ქვეყნის: აფხაზეთის, სამხრეთი ოსეთისდა დნესტრისპირეთის მიერ.
1b3cb2397ce3
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა – რესპუბლიკის დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია სოხუმი. დე-ფაქტო რესპუბლიკაში მთავარი ვალუტა რუსული რუბლია. აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარებულია გაეროს ოთხი წევრის მიერ : რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. დღესდღეისობით ამ ტერიტორიებს აკონტროლებს სეპარატისული რეჟიმი და რუსეთი.
fe5a6252c208
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა – თვითაღიარებული დე-ფაქტო რესპუბლიკა რომელიც ნაწილობრივ აღიარებული რესპუბლიკაა ის აღიარებულია გაეროს ოთხი წევრის მიერ : რუსეთი, ნიკარაგუა, ვენესუელა და ნაურუ. თვითაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქად და ადმინისტრაციულ ობიექტად ითვლება ცხინვალი. სამხრეთ ოსეთის ვალუტა რუსული რუბლია.
7c3c2833bf9d
ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკა – დედაქალაქი და ადმინისტრაციული ცენტრია ნიქოზია ქვეყანაში ოფიციალურ ენას თურქული შეადგენს და ასევე ვალუტაც თურქული ლირაა. საერთაშორისო სამართლით არაღიარებული სახელმწიფო, რომელსაც კუნძული კვიპროსის ჩრდილოეთი მესამედი უჭირავს ადრე ამ ტერიტორიას ერქვა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული ფედერაციული სახელმწიფო აქვე გეტყვით იმასაც რომ თურქეთი ერთადერთი ქვეყანაა, რომელმაც ჩრდილოეთი კვიპროსი ცნო. ქვეყნის მოსახლეობას ძირითადად თურქები შეადგენენ. ჩრდილოეთ კვიპროსი დანარჩენი კვიპროსისაგან გაყოფილია ზოლით რომელსაც მწვანე ზოლს უწოდებენ ამ ადგილს და ზონას იცავს გაეროს შეიარაღებული ძალების კონტინენტი რომელიც ზრუნავს რეგიონში უსაფრთხოებაზე და სიტუაციის განმუხტვაზე.
52d9985f3af7
დნესტრისპირეთი – დე-ფაქტო ქვეყანა რომლის სტატუსზეც დღემდე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. სამშვიდობო მიზნით ამ რეგიონში რუსეთის სამშვიდობო ძალებია განლაგებული. დნესტრისპირეთმა დამოუკიდებლობა 1990 წელს გამოაცხადა, ის დღეისთვის აღიარებულია გაეროს არაწევრი ორი დე ფაქტო ქვეყნის აფხაზეთის და სამხრეთი ოსეთის მიერ. თვითგამოცხადებული სეპარატისტული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი მოლდოვის ტერიტორიაზე, ე.წ. დნესტრისპირეთის მოლდავური რესპუბლიკა. მისი კონტროლის ქვეშაა მდინარე დნესტრის მარცხენა სანაპირო, რომელიც უპირატესად ეთნიკური რუსებით და უკრაინელებით არის დასახლებული, ასევე მარჯვენა სანაპიროს ქალაქი ბენდერი.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button