გართობაუცნაური

ოჯახური ღირებულებები. ქმარმა ცოლი კრიტიკულ სიტუაციაში მიატოვა

1016221 499735116812975 643005863 n

რამდენი გვსმენია ძაღლების ერთგულებისა და მათ პატრონსგადაყოლილ ხასიათზე. დიდი თუ პატარა ამ ოთხფეხა, მეტად იმპულსურ ცხოველზე დადებითად საუბრობს, თუ მხედველობაში ცალკეულ, კერძო არასასიამოვნო შემთხვევებს არ ჩავთვლით. ყველა ძაღლის ერთგულებაზე საუბრობს და თავს ვიდანაშაულებთ, რომ ამ არსებებს უღერღილოდ ვექცევით და არ ვაფასებთ მათ ერთგულებას.თუმცა ამ რამდენიმე თვის წინ მოხდა შემთხვევა, როცა ერთმა ადამიანმა მთელი კაცობრიობის “ცოდვა” გამოისყიდა ამ ოთხფეხა მშვინვიერის წინაშე.
რამდენიმე თვის წინ სამხრეთ აფრიკელმა რამდენიმე წლის შეფიცულებმა გადაწყვიტეს აეღოთ შვებულება და ემოგზაურათ დედამიწის გარშემო, მათ მიერ დანაზოგებით შეძენილი იახტით. აიღეს ბარგი ბარხანა და მთელი მათი ფულადი რესურსი და გადაიტანეს საზღვაო ტრანსპორტში. ორ ხანში შესულ წყვილს თან 9 წელს მათი ნაერთგულარი პატარა როუზი(ტერიერის ჯიშის ძაღლი) ახლდა ამ მშვენიერ კრუიზში.
ანლების ოჯახის რამდენიმე თვიანი მოგზაურობის შემდეგ, გზად უბედურება შეემთხვა, როგორც ეს მძაფრსიუჟეტიან ფილმებშია[უზენაეს ძალებს ხომ წინდაწინვე მოეხსენებმა ყველაფრის არსი და ანიელების ოჯახს განსაცდელი მოუვლინა, რათა გამჟღავნებულიყო სიმართლე]. სამი წევრისგან შემდგან ბორტს გზად 7 მეტრიანი ტალღები შემოეგება და მათ ჩაძირვით დაემუქრა. კაპიტანი ბერნარდი(ანიელების ოჯახის და ასევე ამ გემის უფროსი) დიდად განსწავლული კაცი გახლდათ ამგვარ სიტუაციებში, რადგან მეთევზეობა მისი ჰობი გახლდათ და ღია ზღვაში გავლა და ტალღებთან ჭიდილი ადრეც მოსვლია. კაპიტანმა გემზე საგანგაშო სიტუაცია გამოაცხადა და სამაშველო ჟილეტების ჩაცმა ბრძანა. სამივე უბედურებაში ჩავარდნილმა(ძაღლმა კაპიტნის დახმარებით) ჩაიცვა სამაშველო ჟლეტი და საჭირო მომენტს დაელოდნენ.

1016221 499735116812975 643005863 n

ამი შემდეგ ქმარმა უკანასკნელ ღონეს მიმართა და შეეცადა ქარისგან თავის დაღწევას, თუმცაღა უშედეგოდ, ქარს კრეისერი ავრორაც კი ვერ აღუდგებოდა წინ. მაშინ კი კაპიტანმა გემის სასწრაფო ევაკუაცია და ღია ზღვაშ გადახტომა ბრძანა. კაპიტანმა სამაშველო სიგნალები ყველა მიმართულებით გაგზავნა[და ერთიც ვერტიკალური მიმართულებით]. შერილმა( ანლების ოჯახის დიასახლისი და კაპიტნის მეუღლე) შიშისგან ადგილიდან დაძვრა ვერ მოახერხა, ერთგულება შეფიცულ ქმარს შეევედრა მარტოს აქედან გამსვლელი მე არ ვარო და როგორმე მიშველე[ფიცს ნუ გასტეხო]. მომდევნო ქმედება კაპიტნისა, ალბათ სეირსგადამყურე ზეციერ მამასაც კი გაკვირვებულს დატოვებდა. ქმარმა თხოვნა მუდარაც არად შეისმინა და ცოლის ნაცვად 9 წლის ურთიერთობის სტაჟის მქონე როუზს[ტერიერის ჯიშის ძაღლი] მივარდა დასახმარებლად.
მხოლოდ მას შემდეგ რაც ქმარმა ოთხფეხა მყეფარე არსება უსაფრთხო ნაპირამდე არ მიიყვანა და ზედ მყარ მიწაზე არ დასვა, რომელიც გემიდან რამდენიმე ასობით მეტრის დაშორებით იყო, არც გახსენებია ცოლის მდგომარეობა. ხოლო როცა ძაღლს მადლობის კვნესა აღმოხვდა, ამის შემდეგ ცოლის ჯერიც დადგა და ქმარმა უბედურებაშ ჩავარდილი ცოლის საშველად გააპო ტალღები. ამასობაში სამხრეთ აფრიკის სამაშველო რაზმაც მოუსწრო ანიელებს საშველად და ოჯახი ვერტმფრენით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა, ხოლო გემი კი შედარებით უსაფრთხო ადგილას მიაცურეს.
“შემთხვევა უმსხვერპლოდ დასრულდა, ჩვენ შევძელით გამოვხმაურებოდით დახმარების სიგნალს ოპერატიულად და ოჯახი გადავარჩინეთო” – განაცხადა სამხრეთ აფრიკის დამხმარე რაზმის უფროსმა – ჯეკ მაკგრეგორიმ. შეგახსენებთ ინციდენტი სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთ ქალაქ ისტ-ლონდონთან მოხდა. დაზარალებული მხარე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

994112 499735866812900 720333141 n
ამ შემთხვევამ, აწ უკვე მერამდენეჯერ დაამტკიცა: კრიტიკულ სიტუაციებში ხდება ნათელი ადამიანის რეალური ფასეულობები. ვერ გეტყვით შეფიცულებში ასეთი რა მოხდა, თუმცა ფაქტი სახეზეა და ქმარმა საყვარელ ცოლს, ოთხფეხა არესება არჩია. ამ შემთხვევამ ამ ოთხფეხა არსებების წინაშე თანაბრად დაგვაყენა, ერთულების საკითხში. აი ანლების ოჯახში, რაც მოხდება ეს უკვე სხვა საკითხია.

იხილეთ ვიდეო:
http://youtu.be/bxsP_KFeB6g

მსგავსი ამბები

Back to top button