არქივი

მსოფლიოს უძლიერესი იმპერიები (4 ნაწილი)

79b801f76ea6
ბირტანეთის იმპერია – მოიცავდა დიდი ბრიტანეთის და კოლონიზებურ სამფლოებელოებს. იმპერიამ აყვავების პიკს მიაღწია მაშინ როდესაც მას მართავდა დედოფალი ვიქტორია.  იმპერიის მაქსიმალური სიძლიერის პერიოდში პოპულარული იყო გამოთქმა: მზე ბრიტანეთის იმპერიაზე არასდროს ჩადის რაც ხაზს უსვამდა მთელი დედამიწის ზედაპირზე არნახული სივრცის სამფლობელოებს. ბრიტანეთის იმპერია ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპერია იყო როგორც ფართობის ასევე მოსახლეობის მიხედვითაც. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბრიტანეთის კოლონიზებური სამფლობელოების უმეტესი წილი დამოუკიდებელი გახდა ამათგან მრავალი კი ერთა თანამეგობრობაში და მსოფლიოში არსებულ სხვადასხვა გლობალურ ასოციაცებში და გაერთიანებებში გაწევრიანდა. იმპერიის ტერიტორიები ყველა კონტინენტზე არსებობდა.
58949c8bebd5
ძველი მაკედონია – მაკედონიის იმპერია რომლის მმართველობის ფორმასაც მონარქია წარმოადგენდა. სახელმწიფო არნახულად გაძლიერდა მაშინ როდესაც მმართველობის სათავეში ალექსანდრე დიდი ანუ ალექსანდრე მაკედონელი გამოჩნდა მის მიერ იქნა გატარებული მრავალი რეფორმა რამაც ქვეყანა როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით წინ წასწია. იმპერიის აღზევების პერიოდში ძველი მაკედონიის მიერ ასევე დამორჩილებული იქნა საბერძნეთი. მაკედონიის ბატონობა დიდხანს არ გაგრძელდა და საბოლოოდ ძველი მაკედონია რომთან ბრძოლებში დამარცხდა რამაც თავისთავად იმპერიის დაშლა და რომის პროვინციებად გამოცხადება მოიტანა.
2f600fa7b2b2
ომაიანთა სახალიფო – ფეოდალური სახელმწიფო რომელმაც სიძლიერის პიკში დაიპყრო ჩრდილოეთ აფრიკა, პირენეს ნახევარკუნძულის უდიდესი ნაწილი და მცირე აზია. სახალიფომ მისი მდგომარეობა ასევე განიმტკიცა ამიერკავკასიაში სადაც საქართველოს ტერიტორიაზე შექმნეს სახელმწიფოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეული რომელსაც თბილისის საამირო უწოდეს. სახალიფოს მოსახლეობას შეადგენდნენ გლეხები რომლებიც სახელმწიფოს მიწებს იჯარით ამუშავებდნენ. სახელმწიფოში ასევე არსებობდა გადასახადი რომლითაც ყველა მოსახლე სახელმწიფოს გარკვეული სახის გადასხადს უხდიდა ეს გადასახადები არსებობდა როგორც მუსლიმებისათვის ასევე არამუსლიმებისათვის. ამჟამად სახალიფოს ტერიტორიაზე 30-ზე მეტი სუვერენული სახელმწიფო მდებარეობს. ომაიანთა სახელმწიფოში ძირითადი და მთავარი ენა იყო არაბული ხოლო ქვეყნის დედაქალაქს დამასკი წარმოადგენდა რომელიც ახლა სირიის დედაქალაქია მას უწოდებენ როგორც დამასკოსაც.
0e9f5a5f702a
სელჩუკთა სახელმწიფო – ჩამოყალიბდა და სახელი დარქვა მათი ბელადის სელჩუკის საპატივცემულოდ. თურქ-სელჩუკებმა არსებობის პერიოდში დაიპყრეს მცირე აზია და ასევე სხვა ტერიტორიები. ჯვაროსნული ომების შედეგად იმპერიის ძალა შესუსტდა და ომების შედეგად მათ დაკარგეს პალესტინა ასევე სირია და აზიის სანაპირო ტერიტორიები. სელჩუკებმა სიძლიერის პიკში როდესაც იმპერიამ განსაკუთრებულ პოლიტიკურ და სამხედრო სიძლიერეს მიაღწია ასევე დაიპყრო კარახანიდების სახელმწიფო რომელიც არსებობდა შუა აზიის ტერიტორიაზე და მათ შორის საქართველოც სელჩუკები აქტიურად ლაშქრობდნენ სომხეთის ტერიტორიაზეც.

მსგავსი ამბები

Back to top button