არქივი

ბატარეა და მისი სახეები

d6a6246e397b
გთავაზობთ ინფორმაციას ბატარეების შესახებ ბატარეა არის მუდმივი ელექტრული დენის წყარო, რომელშიც მიმდინარეობს ელექტრული მუხტების განცალკევება, რომელიც გროვდება დენის წყაროს პოლუსებზე და ჩნდება პოტენციალთა სხვაობა, იგივე ძაბვა, რომელიც აღინიშნება U ასოთი. პოტენციალთა სხვაობა არის ელექტრული ძალის მიერ ერთეულოვანი მუხტის გადატანაზე შესრულებული მუშაობა, რომელიც გამოისახება ფორმულით: U = A/q. მისი ერთეულია ვოლტი 1 ვ = ჯ/კ.

გალვანური ელემენტების მოქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით ელექტრომამოძრავებელი ძალა (ე.მ.ძ.), აღინიშნება E ასოთი, რომლის ერთეულია ვოლტი. ეს არის ვიდეო მზის ბატარეაზე

ასევე არსებობს ჰიბრიდული ბატარეები. ვანდერბილტის უნივერსიტეტის სპეციალისტების მიერ შეიქმნა მზის ჰიბრიდული ბატარეები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის მცენარეული ცილების კომპლექსი, იუწყება NewScientist. მეცნიერთა ნამუშევარი გამოქვეყნებულია ჟურნალ ACS Nano-ში. ნაშრომში საუბარია PSI ცილების კომპლექსზე, რომელიც მონაწილეობს ფოტოსინთეზში. გასული საუკუნის 90-იან წლებში ბიოლოგმა ელიას გრინბაუმმა დაადგინა, რომ ეს კომპლექსი რომელიც მიიღება ისპანახის ფურცლებისგან, ოქროს ზედაპირზე მიმაგრების შემდეგაც აქტიური რჩება.

ბატარეის საფუძვლად აღებულ იქნა, თხელი ნანოშრიანი ოქროს ფურცელი, რომელიც გამჭვირვალეა, შრეების არსებობის გამო, და აქვს დიდი ზედაპირული ფართი, რამაც საშუალება მისცა მეცნიერებს, მის ზედაპირზე მიემაგრებინათ დიდი რაოდენობით PSI კომპლექსის ცილების მოლეკულები. შედეგად, მეცნიერებმა შეძლეს მიეღოთ, სრულფუნქციური მზის ბატარეა: სინათლის კვანტების ზემოქმედებით კომპლექსები კარგავენ ელექტრონებს. ცოცხალ მცენარეში ”დაკარგული” ელექტრონები ქიმიურ რეაქციებში მონაწილეობენ, აქ კი ამ პროცესის შედეგად წარმოიქმნება ელექტრული დენი. ახალი ბატარეები ჯერ საკმაოდ შორსაა პრაქტიკული გამოყენებისგან. ჯერ ერთი, ამ დენით წარმოქმნილი ძაბვა გაცილებით ნაკლებია ბაზარზე გავრცელებული კრემნიული ბატარეებისაზე და მეორე, მზის სხივის პირდაპირი ზემოქმედების ქვეშ, ცილების მოლეკულები ფუჭდებიან. თუმცა, მკვლევარების თქმით, მათი მიზანი იყო დაემტკიცებინათ ჰიბრიდული ბატარეების შექმნის პრაქტიკული შესაძლებლობა, რაც მათ შეძლეს კიდეც.

257cd44e081e

უკვე გამოგონილია ავტო-მანქანები, რომლებიც იმუშავებენ ბატარეებზე მაგალითად სექტემბერში პარიზის ავტოსალონზე კომპანია Renault კონცეპტქარ DeZir-ს წარმოადგენს, რომელსაც ძრავა ძარის შუაგულში ექნება. ელექტრომობილის პროექტი კომპანიის ახალ შეფ-დიზაინერ ლორენს ვან დენ აკერს ეკუთვნის, რომელიც ფრანგულ კომპანიაში ”მაზდადან” გადავიდა. Renault DeZir-ის კომპოზიტური მასალის, კევლარის ძარა აწყობილია ფოლადის მილებისგან შემდგარ ჩონჩხზე. ავტომობილი 830 კგ-ს იწონის, მისი 148 ცხ-ძალიანი ელექტროძრავა კი 100კმ/სთ სიჩქარეს 5 წამში ავითარებს.

სრულად დამუხტული აკუმულატორები ელექტრომობილს 160 კმ მანძილზე გადაადგილებისთვის ჰყოფნის. აღსანიშნავია, რომ Renault Quick Drop-ტექნოლოგიით ბატარეების 80%-ით დამუხტვას სულ 20 წუთი სჭირდება. Renault-ის წარმომადგენელთა თქმით, ეს კონცეპტი გახდება მაჩვენებელი იმისა, თუ რა მიმართულებით უნდა განვითარდეს მომავალში ფრანგული ავტომობილის დიზაინი. ექსპერტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს კონცეპტკუპე ახალი სპორტქარის პროტოტიპი გახდება, რომელსაც Renault მომავალში Alpine-ის მარკით გამოუშვებს. თუმცა, ჯერჯერობით ეს ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება. და ბოლოს დავამატებ, რომ ყველა ჰელიოსისტემა (იგივე მზის ბატარეა) ელექტროენერგიის გამომუშავებაზე არაა, არის გათბობის პანელებიც. მზის ელექტროპანელებს თბილისში დიდი არაფერი პრაქტიკული გამოყენება არ ექნებათ თუ რაიმე თანამგზავრიდან არ მოტეხავთ მაღალი წარმადობის დიდ პანელებს
თბილისში და ზოგადად საქართველოში უმეტესად გამოიყენება ჰელიოსისტემა გასათბობად, მექნიკური, არაელექტრონული სისტემა, რომელიც მუშაობს მზის სხივებით გაცხელების პრინციპზე.

bY ZOE!  :)

წყარო: ვიკიპედია და www.ambebi.ge

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!
Back to top button