არქივი

G funk Music


g funk

ცოტა რამ G funk_ზე. :cool:

G-funk(“Gangsta Funk”) , ეს არის hip hop-ის ერთ-ერთი მიმდინარეობა , რომელიც წარმოიშვა west coast-დან 1990 წელს . G funk_ი სხვა რეპ მიმდინარეობებისაგან გამოიჩევა მელოდიურობით,დინამურობით და გაცილებით სასიამოვნო მოსასმენია ვიდრე gangsata rap_ი, რომელიც გამოირჩევა დამახასიათებელი მძიმე მუსიკით და ძირითადად მზიმე ტექსტებით. G funK_ის ცნობილი შემსრულებლები არიან: Dr Dre (რომელიც ამ ჟანრის ფუძემდებლად ითვლება),,,
SNOOP DOG,
NATE DOG,
ICE CUBE,
BIG SYKE,
Chattanooga,
TN natives,
Danny Johnson,
Bobby Kane,
EastSideHitMan,
Bobby Rice,
Da 5 Footaz,
jessica,
foesum,
The Twnz,
The Dove Shack,
Mista Grimm :cool: :cool:
2pac_ის შემოქმედებაც ამ ჟანრისკენ მიდიოდა მაგრამ ვინ აცალა ;)
და warren g რომლის ბიოგრაფიასაც აქ შემოგთავაზებთ (P.S. თუ დაგაინტერესდათ სხვა რეპერებზეც დავდებ ;) )

warren g

Warren Griffin III-ე უფრო ცნობილი როგორც, რეპერი Warren G დაიბადა 1970 წლის 10 ნოემბერს ქალაქ Long Beach-ში. Long Beach-ში ის Snoop Dogg-თან და Nate Dogg-თან ერთად იზრდებოდა და მათთან ერთად ბანდა Crips-ის წევრიც იყო. Warren G ასევე ერთ-ერთი ლეგენდარული პროდუსერისა და რეპერის, Dr. Dre-ს ნახევაძმაა.

Warren G-ს კარიაერა 1991 წელს დაიწყო, როდესაც მან Snoop Dogg-თან და Nate Dogg-თან ერთად ჯგუფი 213 დაარსა. ჯგუფმა სადებიუტო ალბომი არ ჩაწერა და წევრებმა სოლო კარიერა დაიწყეს. Warren G-მ მისი ნახევარძმის ლეიბლ Death Row Records-თან დაიწყო თანამშრომლეობა, მაგრამ საბოლოოდ მან კონტრაქტი Def Jam Recordings-თან დადო.

სადებიუტო ალბომი 1994 წელს ჩაიწერა, მას სახელად Regulate… G Funk Era დაერქვა. პირველი სინგლი G-Funk-ის საუკეთესო ტრადიციებში შექმნილი სიმღერა Regulate გახდა. სიმღერა უმალვე გახდა პოპულარული, სადებიუტო ალბომი კი პირველ ორ თვეში 2 777 667 კოპიის რაოდენობით გაიყიდა. მეორე სინგლიც ასევე ძალიან კარგი This D.J. გახდა.

1997 წელს რიგით მეორე ალბომი, Take a Look Over Your Shoulder გამოვიდა, რომლის სინგლი Bob Marley-ის სიმრერა I Shot the Sheriff-ის გადაკეთებული ვერსია იყო. 1999 წელს ალბომი I Want It All ჩაიწერა. 2004 წელს ჯგუფი 213 კვლავ შეიკრიბა და ალმობი The Hard Way ჩაიწერა, რომელიც სამ თვეში 578 000 კოპიის რაოდენობით გაიყიდა.

2005 წელს Warren-მა ალბომი In the Mid-Nite Hour ჩაწერა. მთელი კარიერის განმავლობაში Warren G ცდილობდა G-Funk-ის სტილს გაჰყოლოდა, მაგრამ მისი საუკეთესო ალბომი უდავოდ სადებიუტო Regulate… G Funk Era რჩება

წყარო  GOL.GE

ეს არის G funk_ის ჟანრში შესრულებული საუკეთესო სიმღერები:

მსგავსი ამბები

Back to top button