ლაშქრობებისაკითხავისამხედრო

მსოფლიოს უძლიერესი იმპერიები (3 ნაწილი)


იაპონიის იმპერია – სახელმწიფო რომელიც არსებობდა 1868-წლიდან 1945-წლამდე. იმპერიის წლების პერიოდში იაპონია ძალიან შეიცვალა მან ჩამოაყალიბა ერთ-ერთი ძლიერი ჯარი და საზღვაო ფლოტი ასევე განვითარდა სასოფლო და სამრწველო ეკონომიკა. სიძლიერის გამო ქვეყანამ დაიწყო მის ახლოს მდებარე ქვეყნების დაპყრობა როგორებიცაა:კორეა, ტაივანი და ჩინეთის გარკვეული ნაწილი. იმპერიაში ასევე შედიოდნენ საკუთრივ იაპონიის ტერიტორიები ასევე კოლონიები და მარიონეტული სახელმწიფოები რომლებიც მთლიანად ქევემდებარებოდნენ იაპონიას ამასთანავე იზიარებდნენ მათ სამხედრო თუ პოლიტიკურ იდეოლოგიას. 1945 წლის 2 სექტემბერს იაპონიის იმპერია დანებდა ანტიჰიტლერულ კოალიციას მას შემდეგ რას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა განახორციელა ბირთვული თავდასხმა ჰიროშიმასა და ნაგასაკიში. იმპერიის ისტორიაში არსებობდა სამი პოლიტიკური მმართველობა ესენი იყო დაიძიოკანი, კონსტიტუციური მონარქია და ერთპარტიული მმართველობის სისტემა ქვეყნის დედაქალაქს კი ტოკიო ხოლო მთავარ სასაუბრო ენად იაპონური ითვლებოდა.

მონღოლთა იმპერია – იმპერია რომელიც საუკუნეების მანძილზე აზანზარებდა თითქმის მთელ მსოფლიოს მისი ტერიტორიები კი მოიცავდა აზიის თითქმის მთლიან კონტინეტს და ევროპის ნახევარს. იმპერია შეიქმნა და ჩამოყალიბდა ჩინგიზ-ყაენისა და მისი მემკვიდრეების დამპყრობლური ომების შედეგად. ჩინგიზ-ყაენი ცნობილი იყო მისი სისასტიკით მის მიერ შექმნილი მონღოლეთის იმპერია კი მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე დიდი და ძლევამოსილ იმპერიად ითვლება. მონღოლთა შესაძლებლობებს ვერ სწვდებოდა და წინააღმდეგობას ვერ უწევდა ვერცერთი ქვეყანა რაც მონღოლებს მსოფლიო ბატონობის და ყველგან თარეშის უფლებას აძლევდა.

ბულგარეთის იმპერია – ცნობილია იმით რომ მან უშიშრად გაუწია წინააღმდეგობა ბიზანტიის იმპერიას აღმოსავლეთში პირველობის გამო მან თავი დააღწია ბიზანტიის კლანჭებს და შეძლო თავის დახსნა საკუთარ ტერიტორიებზე ძალაუფლების აღდგენა. პირველი ბულგარეთის იმპერია არსებობდა 681-1018 წლებში ხოლო მეორე იმპერია 1185-1396 წლებში სანამ ოსმალებმა არ დაიპყრეს ბალკანეთი და მათ შორის ბულგარეთის იმპერიაც. იმპერიის მმართველობის ფორმა იყო ავტოკრატია რომლის დროსაც ქვეყნის მთელი ძალაუფლება ერთ ადამიანს უჭირავს. ბულგარეთის იმპერია ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო.

ბრაზილიის იმპერია – თანამედროვე იმპერია რომელიც არსებობდა 1822 წლიდან 1889 წლამდე მანამდე სანამ არ ჩაანაცვლა რესპუბლიკამ. იმპერია მოიცავდა დღევანდელი ბრაზილიის ტერიტორიას. ბრაზილიის დევიზი იყო – დამოუკიდებლობა ან სიკვდილი. იმპერიას სულ 2 იმპერატორი მართავდა პირველი ეს იყო პედრუ პირველი ხოლო შემდეგში მისი ვაჟი პედრუ მეორე. მმართველობის ფორმას წარმოადგენდა კონსტიტუციური მონარქია სადაც მონარქის ძალაუფლება შეზღუდული იყო. ბრაზილიის იმპერიის დედაქალაქი იყო რიო-დე-ჟანეირო ენა პორტუგალიური და რელიგია რომის კატოლიკური ეკლესია ანუ კათოლიციზმი.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close