ლაშქრობებისაკითხავისამხედრო

მსოფლიოს უძლიერესი იმპერიები (1 ნაწილი)


რუსეთის იმპერია – დაარსდა 1721 წელს სამეფოს ლიდერები იყვნენ პეტრე პირველი დიდი და ნიკოლოზ მეორე. რუსეთის იმპერიაში შედიოდნენ შემდეგი ქვეყნები:რუსეთი, ალასკას შტატი (აშშ), პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია, ლიტვა, ბელარუსი, მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი, ტაჯიკეთი და ყირგიზეთი. რუსეთის იმპერიის მმართველობის ფორმა იყო აბსოლიტური მონარქია რაც თავისმხრივ მოიცავს მონარქის განუსაზღვრელ ძალაუფლებას ანუ მას ყველაფრის უფლება აქვს. იმპერიის დედაქალაქი თავდაპირველად იყო სანქტ-პეტერბურგი შემდგომ მოსკოვი და კვლავ ისევ სანქტ-პეტერბურგი. რუსეთის იმპერია დაემხო 1917 წელს რის შემდეგაც საფუძველი ჩაეყარა საბჭოთა კავშირის ჩამოყალიბებას.

ავსტრიის იმპერია – შეიქმნა 1804 წელს ამ დროისათვის ავსტიის იმპერია იყო ერთ-ერთი ყველაზე მრავალეროვნული სამეფო და იმ პერიოდისთვის საკმაოდ ძლიერი იმპერია. დღესდღეისობით ამ ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ქვეყნები:ავსტია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ხორვატია, ჩეხეთი, უნგრეთი, იტალია, მონტენეგრო, პოლონეთი, რუმინეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია და უკრაინა. 1867 წელს ავსტრიის იმპერია გარდაიქმნა ავსტრია-უნგრეთის იმპერიად. ავსტრია-უნგრეთის იმპერია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ დაიშალა და დაიყო სხვადასხვა სახელმწიფოებად. ავსტრიის იმპერიის დევიზი დიდად საინტერესოა – მთელი მსოფლიო ექვემდებარება ავსტრიას.

ოსმალეთის იმპერია – ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და სასტიკი იმპერია რომელიც დაარსდა 1299 წელს და იარსება 1923 წლამდე. იმპერიის დევიზი შემდეგნაირია – სამარადისო სახელმწიფო. დღეს იმპერიის ტერიტორიაზე მდებარეობს შემდეგი ქვეყნები: ალბანეთი, ალჟირი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰრეინი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ეგვიპტე, ერითრეა, საქართველო, საბერძნეთი, უნგრეთი, ირანი, ერაყი, ისრაელი, იორდანი, ქუვეითი, ლიბანი, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონტენეგრო, ომანი, პალესტინის ტერიტორიები, კატარი, რუმინეთი, რუსეთი, საუდის არაბეთი, სერბეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, სომალი, სუდანი, სირია, ტუნისი, თურქეთი, არაბთა ემირატები, უკრაინა, იემენი. – ეს საკმაოდ ვრცელი სია კიდევ ერთხელ მეტყველებს ოსმალეთის იმპერიის სიძლიერეზე და მათ შესაძლებლობებზე. იმპერიის დაშლის შემდეგ წარმოიშვა თურქეთი და ასევე ბალკანეთის მრავალი სახელმწიფო. ქვეყნის მმართველობის ფორმა ერთი პერიოდი იყო აბსოლიტური მონარქია ხოლო შემდეგ შეიცვალა კონსტიტუციური მონარქიით.

გერმანიის იმპერია – დაარსდა 1871 წელს ხოლო დაიშალა 1918 წელს. იმპერიის დედაქალაქი იყო ბერლინი ხოლო სახელმწიფო მართვის ფორმა კონსტიტუციური მონარქია რომელშიც მონარქის უფლებები შეზღუდულია კონსტიტუციით. გერმანიის იმპერიას კოლონიები ჰქონდა როგორც აფრიკის რამოდენიმე ქვეყანაში ასევე პაპუა ახალი გვინეის ტერიტორიაზე მათი ძალაუფლება ძალიან დიდ ფართობზე და მსოფლიოს 3 კონტინენტზე ვრცელდებოდა. გერმანიის იმპერიას მოიხსენიებენ ხოლმე როგორც დიდი გერმანული იმპერია.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close