ვიდეოებილაშქრობებისურათები

მსოფლიოს ყველაზე საშიში საფეხმავლო ბილიკი

სიკვდილის ბილიკს “ჰუაშანის” (Huàshān) მთის მწვერვალზე მივყავართ და ვინც მას გაივლის მოხვდება სალოცავში, რომელიც ღრუბლებშია გახვეული.
ჰუაშანი, რაც ჩინურად “ყვავილოვან მთას” ნიშნავს, დაოსიზმის ხუთი წმინდა მთათაგან ერთ-ერთია. იგი ჩინეთში, შენსის პროვინციაში მდებარეობს. ჰუაშანზე მრავალი დაოსური მონასტერი და ტაძარია. სრული ინფორმაცია და ვიდეო იხილეთ სრულიადში!

აქ ათასწლეულების მანძილზე ჰყვაოდა დაოსური ფილოსოფია და რელიგია, რომელშიც დიდი ადგილი ფსიქოფიზიოლოგოურ პრაქტიკებს ეკავა. როგორც ლეგენდა მოგვითხრობს, ჰუაშანის მთაზე პრაქტიკებს თავად ლაო-ძი ატარებდა. ლაო-ძის სახელობის გამოქვაბული ჰუაშანის ყველაზე მაღალ, სამხრეთ პიკზე მდებარეობს.

ლეგენდის თანახმად, ამ მთაზე ცისადმი მსხვერპლშეწირვებს აკეთებდა ჩინელების მითიური წონაპარი, ხელმწიფე შუნი (2255-2205 ჩვ. წ.-მდე).

დღესაც მორწმუნე ჩინელები ამ მთაზე ადიან სალოცავად ისევე, როგორც ქრიასტიანები მიდიან იერუსალიმში, ხოლო მუსლიმები – მექაში. (უბრალოდ, გზაა შეუფარდებლად უფრო რთული). ჩინურ ენაში სიტყვა, რომელიც შეესაბამება “მომლოცველობას”, “წმინდა ადგილების მონახულებას” , ნიშნავს – “პატივი მიაგო წმინდა მთას”, ანუ ჰუაშანს.

ჩინელებს სწამთ, რომ ამ მთაზე არის ადგილები, საიდანაც”უკვდავები ცად ამაღლდებიან”.

ჩინური ანდაზა ამბობს: “უძველესი დროიდან ჰუაშანამდე მხოლოდ ერთი გზა მიდის”. მოგაგონებთ ალბათ, ევროპულ: “ყველა გზას რომამდე მივყავართ”.

ჰუაშანამდე გზა 12 კილომეტრია, ის კლეებზე გადის, მთას სხვადასხვა მხრიდან უვლის და მწვერვალამდე მივყავართ.

ჩინეთში ასეთი ანდაზაც იყო: ” იმპერატორს არა აქვს ძალაუფლება ჰუაშანის მთაზე – იგი მეტისმეტად მაღალი და სახიფათოა”.

მთა 150 კილომეტრი ფართობს იკავებს. მასზე 70 მწვერვალია. ამათაგან უდიდესი დასავლეთის, აღმოსავლეთის, ჩრდილოეთის და სამხრეთის პიკებია, რომლებსაც უხსოვარი დროიდან ლოტოსის ყვავილს ადარებდნენ.

მთის ჩრდილოეთის კალთებიდან იწყებს საწყისს უდიდესი მდინარეები ჰუანჰე და ვეიჰე.

მთა იმდენად მიუდგომელი იყო, რომ ჩინეთის იმპერატორებიც კი ვერ აიძულებდნენ აქ მცხოვრებ ხალხს ხარკი ეხადა. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი საკმაოდ ახლო იყო სატახტო ქალაქთან.

ყოველოვე ეს გახდა იმის მიზეზი, რომ აქ ნავსაყუდელს პოულობდნენ ბერები და განდეგილები, და აქ ვერავინ აწუხებდათ.
თანამედრობეობამ აქაც შეიტანა სიახლე, მთაზე აიყვანეს საბაგირო გზა, თუმცა ასევე მოქმედებს უძველესი საფეხმავლო გზაც უშიშრებისთვის და მომლოცველებისთვის.

წყარო : mirchie-love.ge

loading...

Jano

jano

მსგავსი ამბები

Close
Close