არქივი

კუტნა გორა-ადამიანის ძვლებისგან აგებული ეკლესია

i321629613 82271 5

ქალაქი კუტნა გორა პრაღადან 70 კმ-ით არის დაშორებული.სწორედ აქ მდებარეობს ადამიანის ძვლებისაგან აგებული ეკლესია.ყოველ ეკლესიაში შემსვლელ ტურისტს ურიგებენ ფურცელს სადაც ეკლესიის აგების ისტორიაა გადმოცემული,და აი რა წერია ამ ფურცელზე..

1278 წელს აბატი ინჯირიხი,ბრუნდებოდა რა იერუსალიმიდან სადაც იგი დიპლომატიური მისიით იყო წასული თან წამოიღო გოლგოთას მიწა მონასტრის სასაფლაოზე მოსაყრელად.სასაფლაო მალე იმდენად პოპულარული გახდა ,რომ ძალიან ბევრ ადამიანს სურდა იქ დასაფლავება.განსაკუთრებით გაიზარდა “მსურველთა”რიცხვი 1318 წელს,როცა ჭირის ეპიდემიამ იფეთქა ქალაქში,ამ წელს მარტო 30 000 ადამიანი დასაფლავდა აქ.

შემდგომ მომხდარი ომების,დემოგრაფიული კრიზისის გამო სასაფლაოზე უკვე ადგილი არარ იყო,და ადამიანები იძულებული ხდებოდნენ ამოეღოთ ძველი გვამები და მათ ადგილას სხვები დაესაფლავებინათ.ხოლო ჩონჩხებს ეკლესიაში აგროვებდნენ,რის შედეგადაც ეკლესიაში 6ძვლების პირამიდა დაგროვდა.

1784 წელს იმპერატორის ბრძანებით ეკლესია დაიკეტა,ხოლო მისი ქონება და მიწა შვარცენბერგებმა იყიდეს.ახალ მეპატრონეებს არ მოეწონათ მონასტრის გეგმა დასთხოვეს ფრანტიშეკ რინტს ,რომელიც ხის ხელოსანი იყო,რაღაც გოტიკურის სტილში გადაეწყვიტა.იგიც ქლორის მეშვეობით ასუფთავებდა ძვლებს და აკეთებდა ყველაფერს ,რაც სურათებზე ჩანს ეხლა.ძვლებისაგან აკეთებდა იგი აბსოლუტურად ყველაფერს რაც საჭირო იყო ეკლესიისთვის,ყველაზე საინტერესოა ჭაღი,რომლის დასამზადებლად 40 000 ძვალია გამოყენებული და ფაქტიურად ადამიანის თითქმის ყველა ძვალი.შესასვლელში კი მან დატოვა ავტოგრაფი,რათქმა უნდა ისიც ადამიანის ძვლებისგან.მთლიანად კი ამ სამუშაოზე დაიხარჯა 40 00-50 000 ადამიანის ჩონჩხის მონარჩენი.

i321629614 66972 5
i321629619 12387 5
i321629618 27656 5
i321629615 47789 5
i321629617 95535 5

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button