არქივი

Prince Of Persia-The Two Thrones_ს Boss_ებთან ბრძოლის ტაქტიკა

b6796f147f9a

კითხვები იყო თუ როგორ უნდა დავამარცხოთ ის თუ ეს BOSS-იო.ხოდა მე და ჩემა ძმაკაცმა დავწერეთ სრული ახსნა + ცოტა ვხუმრობდით
მთელი გამე მივაკვდით და იმედია შეგვიფასებთ

ამ ტოპიკში დავწერ დაწვრილებით თუ როგორ უნდა ებრძოლოთ თამაშ Prince Of Persia: The Two Throne ში Boss ებს იმედია გამოგადგებათ

პირველი ბოსი – დიდი უყბო ძია
84b7cdad324f
… პირველი ბოსი…. რა შეიძლება ითქვას მასზე… დიდი უყბო ცხოველი რომელიც ადრინდელ ფორმით გვახსოვს კაილინას სიკვდილის Cinematicში
ესეიგი პირველ რიგში თამაშის წინა მორბედებისგან განსხვავებით დეველოპერებმა შემოგვთავაზეს რაღაც ახალი, წინა ნაწილებში თუ BOSS ებთან მხოლოდ Combo ბრძოლა მიდიოდა.. აქ The Two Throneში ცოტა სხვანაირად გვაქვს საქმე…
პირველ რიგში დავარტყავთ ერთი ორ კრუგს არენას და (იმედია) შეამჩნევთ რომ არენის თავზე ასასვლელად გვაქვს ორი გზა. მე როგორც მახსოვს ასასვლელის ამორჩევასთან გვაქვს შეზღუდვა. ანუ უნდა ავიდეთ ჯერ მეორე ასასვლელზე სადაც პირველი მოსაჭიდი ინსტრუმენტი ჯოხია და არა მეორეზე რომელზე ასსასვლელადაც პირველი მოსაჭიდი ინსტრუმენტი დანის ჩასარჭობია. ესეიგი მივდივართ ჩვენ ეგრედ წოდებულ ასასვლელთან გავრბივართ კედელზე, ვეჭიდებით ჯოხს, ვხტებით და ავდივართ მაღლა. ვხედავთ ბოსისკენ მიმართულ ჯოხს და გავდივართ მასზე. ბოსთან ახლოს მისვლის თანავე ეკრანი დაიწყებს ციმციმს რაც მიგვანიშნებს SpeedKillზე. ანუ დავაჭერთ ან E ღილაკს ან Spaceს და პრინცი გადახტება ბოსისკენ, ამ დროს თქვენ უყურებთ პრინცის აკრობატიკას და მხოლოდ მაშინ აჭერთ პირველი დარტყმის ღილაკს (მაუსის მარცხენა ღილაკს) როდესაც ეკრანი ისევ აციმციმდება და ხმალი გაგილურჯდებათ. ჰმ ასე ჩვენ უყბო ბიძიას ერთ თვალს ამოვაჭრით…
მივრბივართ მეორე ასასვლელისკენ… ავდივართ მაღლა და ისევ გავდივართ ბოსისკენ მიმართულ ჯოხზე. ისევ აციმციმდება ეკრანი და თქვენ ისევ მოგიწევთ spaceს დაჭერა. პრინცი გადახტება და თქვენ მისი ბრძოლის დროს მხოლოდ რამდენჯერმე დაგჭირდებათ მაუსის დაწკაპუნება.
ჰმ. რა მაგრები ვართ უყბო ძია დაბრმავდა. ძალიან კარგი შეგვიძლია შევუდგეთ ფეხებში დარტყმებს.. ვურტყავთ ბოსს სანამ არ დაიჩოქებს…. ხო არ დაგვავიწყდეს რომ როდესაც ბოსი დაბრმავდა მას არ შეუძლია გამიზნური დარტყმა და მაშასადამე იქნევს უაზროდ ფეხებს და ხმალს დიდი რადიუსით (ერთხელ მაინც ეს დარტყმა რომ მოგხვდეთ პრინცი გაიტრუპება ასე რომ ფრთხილად იყავით!)
უყბო ძიას დაჩოქვის თანავე მივრბივართ მისკენ ვუკეთებთ Speed Killს უფრო დაწვრილებით კი ხერხემალს ვუჭრით. ნუ რაღათქმა უნდა ამდენს ვეღარ აიტანს ბოსი და მოვკდება..
გილოცავთ თქვენ მოკალით პირველი ბოსი

მეორე ბოსი – ნიღბიანი “ვიღაც” :D

9af4088418a9

ვურტყავთ MAX 2 ჯერ და ვხტებით უკან. რადგან ნიღბიანს უყვარს წიხლების რტყმა რასაც ბლოკიც არ შველის და დიდ HP ს გაკლებს. ბოსთან უაზროდ ბრძოლა დიდხანს არ გაგრძელდება. სიცოცხლეს საკმაოდ რომ დააკლებთ თქვენი ხმალი და ამ “პრასწიტუტკას” ხმალი “შეერთდება” და დაიწყება უკვე ბანალური სცენა სადაც თქვენ მხოლოდ მაუსის წკაპუნი გიწევთ (დამიჯეერეთ ძალიან ძნელია). ნუ ბოლოს მიგაგდებენ კედელთან და ამ დროს დგება Dark Prince ს ჯერი. ჰმ ეს ქალი ისეთი უტვინო არ ყოფილა როგორიც გამოიყურებოდა. დაინახავს რომ არ ღირს ჩვენთან ბრძოლა და გადახტება შემდეგ საბრძოლო მოედანზე. ნუ ჩვენ ასე ფრენა არ შეგვიძლია მართალი რომ ვთქვათ და ობოლი ბავშვივით ჩერეზ ჟოპუ მოვუვლით. ანუ გადავხტებით ჯერ ხელ მარჯვნივ მყოფ საბრძოლო მოედანზე, მოვკლავთ MOBს, ავიღებთ ქვიშას, შევივსებთ სიცოცხლეს და გადავხტებით შემდეგზე. ასე მივუახლოვდებით თუ არა ამ ქალს დავაჭერთ ერთხელ Rს და დროს შევანელებთ. ვურტყავთ ნიღბიანს სანამ არ გადახტება.
ხმლით შეჯახებას. და ჩვენ განკარგულებაში ისევ მხოლოდ მაუსის მარცხენა ღილაკი გვექნება… ვაჭერთ სწრაფ-სწრაფად რაც ძალი და ღონე გვაქვს. და ბოსიც მოკლულია.

მესამე ბოსი – ქვის კაცი [გოლემი]

c064e411dee3

არანაერი სირთულე. მივრბივართ მისკენ, ვურტყავთ ფეხებში, ვიცილებთ მის წიხლებს და ვახტებით კისერზე. ნუ აქ იწყება უკვე Dirt 2 ერთი დამატებით (დაკეტილ ჭიშკრებს გოლემის თავით ვტეხავთ)….ხო და ეცადეთ კედლებს არ შეეჯახოთ.. ვუყურებთ ვიდეოს.

მეოთხე ბოსი – მამა შვილი ან [ტყუპები]

cf0be60369f1

სანამ ამ ადგილამდე მიხვალთ ეცადეთ რომ მანამდე არ დახარჯოთ ქვიშა…. ნუ ეცადეთ მაინც თუ არ გამოგივათ რადგან აქ ძალიან გამოგადგებათ…
მგონი ყველაზე ძნელი ბოსსები. უბრალო დარტყმით მათ ვერაფერს დააკლებ კონტრ ატაკა კი საშინელება აქვთ… ჯობია არ მოგხვდეთ….. ესეიგი არიან ორნი ერთს ხელში უჭირავს დიდი ხმალი, მეორეს კი ნაჯახის მაგვარი იარაღი…
თუ დაუწყებთ რტყმას ხანჯლიანს მისი ძმაკაცი აუცილებლად დამასტავს… ახტება და ეცდება ჰაერიდან ცული ჩაგარტყათ… თქვენ ამ დროს გამოაჩენთ თქვენს აკრობატიკას და გადახტებით გვერდზე… ჰმმ რა მოხდა? არც არაფერი უბრალოდ ბოსი თავის ნაჯახს ეჯაჯგურება… იხელთეთ დრო დააჭირეთ R ს და დაუწყეთ ჩეხვა.. ასეთი დაკტიკით დაუგდეთ სიცოცხლე ამ ბოსს ნახევრამდე. და შემდეგი ასეთი სიტუაციის დროს თქვენ შეგეძლებათ ჩაატაროთ SpeedKillი… ჰმმმ ძალიან კარგი რამდენჯერმე იგივე ტაკტიკით ჩავუტარებთ სპიდ კილსს (აქ ეცადეთ დაიძაბოთ რადგან დარტყმის დრო ძალიან მალე მოდის, ეცადეთ არ დაიბნეთ.) ვუყურებთ როლიკს

მეხუთე ბოსი – ჩათლახი ვეზირი

5c689ddcaf8c

ჩვენი დაუძინებელი მტერი… უკვე მეორედ ვუღებთ ბოლოს ამ პროვოკატორს… შევუდგეთ მის განადგურებას… როგორც წინა ბოსსზე ისევე აქ გირჩევთ სანამ ლიფტით მიადგებით მის ბუდეს ბაღში შეაგროვოთ ქვიშა (მაღლა გამოგადგებათ)
ჰმ დავყოთ ვეზირის მოკვლა 3 ეტაპად….
პირველი ეტაპი – პირველი ნაწილი ძალიან ადვილია. უბრალოდ ხმლის რახუნი… მივრბივართ ვეზირისკენ ვუკეთებთ ბლოკს ველოდებით სანამ “ჩაგვიტარებს” რამე დარტყმას ხოლო ამის შემდეგ ვაჩვენებთ თუ რა შეუძლია ძია პრინცს…
ნუ ასე ცოტახანს ვურტყავთ…. როცა ვეზირი აფრინდება გადავკოტრიალდებით რამდენჯერმე რომ ავიცილოთ ქვები… როცა ისევ წამოსკუპდება გავაგრძელებთ პირველ ნაბიჯებს იქამდე სანამ არ დაანგრევს ვეზირი კედლებს.. ახლა უკვე იწყება
მეორე ეტაპი – ვიცილებთ ქვებს და ვეზირის მაგიურ დარტყმებს და მივდივართ ნელნელა მისკენ… უფროსწორედ უნდა ვეცადოთ რაც შეიძლება მალე მივიდეთ და ჩავუტაროთ SpeedKill რადგან უყვარს გადაადგილება…
პირველი სპიდ კილის შემდეგ ვეზირი უფრო სწრაფად გადაადგილდება მაგრამ ჩვენ მაინც იგივე მისია გვევალება… მივრბივართ მისკენ ვიცილებთ ქვებს ვუტარებთ სპიდკილს :| ნუ მეორე სპიდკილის შემდეგ ვეზირი ისე დარბის გეგონებათ უკანალში კბილის პასტა ან აჯიკა უსვია…. თუ სიცოცხლე საკმარისად გაქვთ ერთ კედელთან დაელოდეთ… ნუ ერთი ორჯერ კირპიჩი თავში მოგხვდება მაგრამ სამაგიეროთ არ დაგჭირდება მთელ არენაზე ყვავივით ვეზირის დევნა..
როდესაც ვეზირი მოვა შენს კედლამდე ავძვრებით მასზე და ჩავუტარებთ შემდეგ სპიდკილს…. ჰმ გადავდივართ….
მესამე ეტაპზე – ვეზირს გაახსენდება რომ ტელეკინესიც შესძლებია… ხელის მარტივი მოძრაობით დიდი რაოდენობით ქვებს დაკიდებს ჰაერში თქვითონ კი აფრინდება ძალიან მაღლა და დაიწყებს ბუშტების სროლას :|
ჰმ რაღა დაგვრჩენია…. ვძვრებით ბოლო ქვამდე და ვხტებით ვეზირისკენ ჰმმმ Stop კადრი ვუყურებთ პრინცს ყველა მხრიდან და ვუტარებთ სპიდ კილს … ვეზირი მოკლულია.. ვუყურებთ როლიკს

© WmX (ჩემი ძმაკაცი) და მე :)

მსგავსი ამბები

Back to top button