გართობაუცნაური

მისტიური სასტუმრო ამერიკაში, რომელიც ბევრ საიდუმლოს ინახავს

fd1bc6049af0
სასტუმრო ლოს-ანჯელესში, სახელად სესილი, განთქმულია მკვლელობებითა და უცნაური შემთხვევებით. ცნობილი სერიალის “American Horror Story” მეხუთე სეზონი სწორედ ამ სასტუმროს ინსპირაციითაა გადაღებული

4dd1b8ff1557

სასტუმრო 1925 წელს გაიხსნა ლოს-ანჯელესში. დღესდღეობით ის ცნობილია კრიმინოლოგიური ფაქტებით.

ყველაფერი 1929 წელს დაიწყო,როდესაც 33 წლის ქალმა ,სახელად დოროტი რობინსონი, ცადა თავი მოეკლა საწამლავის დალევით. ის გადარჩა, მაგრამ მალევე, თანდათანობით, სასტუმროში აღმოაჩინეს 3 ადამიანი,რომელიც სწორედ საწამლავით იყო მოკლული. გამოძიებამ ეს შემთხვევები თვითმკვლელობად გამოაცხადა

1934 წელს სასტუმროს შესასვლელს დაეჯახა სატვირთო მანქანა,რომელმაც ორი ადამიანი იმსხვერპლა.

შემდეგ წელს 53 წლის ლუის ბორდენმა სასტუმროში თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე.იმავე წელს ერთ-ერთმა მოხუცმა სესილში ცეცხსასროლი იარაღით თავის მოკვლა ცადა.

1937 წელს მეხანძრე როი თომპსონი იპოვეს სესილის გვერდით მდებარე შენობის სახურავზე. სავარაუდოდ ის თავისი ოთახიდან გადახტა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, თუმცა ეს დადასტურებული არაა.

1954 წელს  სასტუმროში განხორციელდა მორიგი თვითმკვლელობა. ჰელენ გარნიბი, ამერიკის უბრალო მოქალაქე, მეშვიდე სართულიდან გადმოხტა. მას ერთი კვირა ჰქონდა გატარებული სასტუმროში და დარეგისტრირებული იყო სხვა,ყალბი სახელით.

არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, 1962 წელს, 27 წლის პაულინ ოტონი გადმოხტა სასტუმროს მეცხრე სართულიდან და დაეცა 65 წლის ქვეით მოსიარულეს. ორივე მათგანი ადგილზე გარდაიცვალა. შემდგომ გაირკვა რომ თვითმკვლელს პრობლემები ჰქონდა ქმართან და სწორედ ამან უბიძგა ის ასეთი ნაბიჯის გადადგმისაკენ.

fd1bc6049af0

აღსანიშნავია ის ფაქტი , რომ ელიზაბეთ შორთი, ცნობილი როგორც შავი გეორგინა, სწორედ ამ სასტუმროში დააფიქსირეს ბოლოს მკვლელობამდე. ის იყო ახალგაზრდა მსახიობი რომელიც სასტიკად იქნა მოკლული, მისი გვამი კი დასახიჩრებული. საქმე დღემდე გაუხსნელია და დამნაშავე არაა ცნობილი. (სტატია მასზე შეგიძლიათ ნახოთ აქ)

5bd7e9c10f51

 

პირველი დადასტურებული მკვლელობა მოხდა 1964 წელს, 14 ივნისს.გოლდი ესგუდი, ტელეფონის ოპერატორი ახალგაზრდა ქალბატონი, სასტუმროს ოთახში იპოვეს დაჭრილი და გაგუდული. ის ცნობილი იყო როგორც მტრედების მოყვარული და ამიტომ ხშირად “Pigeon Woman”-ს უწოდებდნენ. სამწუხაროდ, საქმე არ გახსნილა.

სასტუმროში დაფიქსირებულია სამი სხვა მკვლელობა.

ასევე, სასტუმრო სესილი იყო დროებითი საცხოვრებელი ორი ცნობილი სერიული მკვლელისა:

1.რიჩარდ რამირეზი-ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ამერიკელი სერიული მკვლელი. ის 24 წლის იყო როცა დაიწყო ძარცვა და ყაჩაღობა, რაც მკვლელობასა და ძალადობაში გადაიზარდა. ოფიციალური მონაცემებით მას მოკლული ყავს 14 ადამიანი. ყველა მკვლელობა ჩადენილი იყო 1984-1985 წლებში, სწორედ 1985 წელს იმყოფებოდა ის სასტუმრო სესილიში.

6534af60bb53

2.ჯეკ უნტერვეგერი-ავსტრიაში ყველაზე განთქმული სერიული მკვლელი. ოფიციალური მონაცემებით მსხვერპლის რაოდენობა 10-დან 12-მდეა, ვარაუდობენ მეტსაც. 1991 წელს ის დროებით სასტუმრო სესილიში იმყოფებოდა.

790581eaf29e

ამერიკა შეძრა შემთხვევამ, როდესაც 2013 წლის თებერვალში 21 წლის სტუდენტის, ელისა ლამის, გვამი იპოვეს სასტუმრო სესილის სახურავზე არსებულ, წყლით სავსე ავზში. მას 3 კვირა ეძებდნენ და ბოლოს მაშინ მიაგნეს, როდესაც სასტუმროს მსტუმრები ჩიოდნენ წყლის “უგემურობის” გამო. ელისა შიშველი იყო ხოლო ტანსაცმელი წყალზე ,მის გვერდით ტივტივებდა. ბევრი თვლის, რომ იგი დაახრჩვეს, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ ერთი ადამიანის მიერ ასეთი დიდი ავზის შიგნით შეღწევა შეუძლებელი იყო.

f5b5e9a15c18

სიტუაცია გამძაფრდა მაშინ, როდესაც ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ელისას ვიდეო,რომელიც სიკვდილის წინაა გადაღებული ლიფტში. ის დაბნეულია, უცნაურად იქცევა, ლიფტის რამდენიმე ღილაკს აჭერს ხელს. გაჩნდა უამრავი ახალი ვარაუდი. (ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ)

5

შემთხვევა თვითმკვლელობად მიიჩნიეს,რადგან ექსპერტიზის მონაცემების მიხედვით მას არანაირი სახის ზიანი ჰქონდა სხეულზე მიყენებული.

მიუხედავად ამისა, მსოფლიო დღესაც საუბრობს ელსას სიკვდილსა და სასტუმრო სესილიზე. სწორედ ეს გახდა ინსპირაცია ფილმისა “Dark Water” (2014) და სერიალის “American Horror Story:Hotel”[მეხუთე სეზონი] (2015).

cecil hotel los angeles 008

მსგავსი ამბები

Back to top button