კულტურა

ერეკლე II ინგლისურ პრესაში

Z

ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე მეორეზე პირველი ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემებში 1750-იან წლებში გვხვდება და საზოგადოებას მის მიერ სპარსეთის ტახტის ორი პრეტენდენტის დამარცხების შესახებ მოუთხრობს. მეფე ერეკლეს იმ დროს უკვე დიდ პოლიტიკურ მოღვაწედ მიიჩნევდნენ. “ჰერაკლიუსზე” ( როგორც უცხოურ პრესაში მოიხსენიებენ) 500-ზე მეტი დოკუმენტი აღმოჩნდა. ეს მასალა 1642 წლიდან 1798 წლამდე პერიოდს ეხება.

9k=

გასაოცარია, რომ ევროპელებს ამ პერიოდში ჰყავდათ ნაპოლეონ ბონაპარტი, გაზეთების პირველ გვერდზე კი წერენ: “მეფე ერეკლე აწყობს უდიდეს ხმაურს მსოფლიოში”. ერეკლე მეფეს გერმანული პრესა “აღმოსავლეთის ლომს” უწოდებს. ბოლო ინფორმაცია ბრიტანულ გამოცემებში 1795 წლით თარიღდება. ამ დროს ერეკლე უკვე ასაკოვანია და მასზე დაბეჭდილი ინფორმაცია ასეთი ზეაღმატებული აღარ არის. საუბარია მასზე, რომ ის ამყარებს კავშირს რუსეთთან, რათა ორი დიდი იმპერია – სპარსეთი და ოსმალეთი დაასუსტოს. თუმცა მანამდე დაბეჭდილი სტატიები აშკარად ვერ მალავენ აღფრთოვანებას “საქართველოს პრინცით”.

Z

Public Advertiser (London) 1753 წელი 27ივლისი: “ამსტერდამიდან მიღებული ბოლო წერილის თანახმად, პრინცი ჰერაკლიუსი სპარსეთის ახალი დამპყრობელია. ის ჭეშმარიტად ფლობს ხელოვნებას, ახლად დაპყრობილთა გული მოიგოს. ეს უკანასკნელნი ერთგულებით გამორჩეულნი არიან და ყველა წინამორბედზე მეტად მას ემორჩილებიან.”

General Evening Post (London) 1750 წლის 13 ნოემბერი: “ასტრახანიდან ბოლო შეტყობინებით დადასტურებულია, რომ მოეწყო სპარსელთა შეტევა საქართველოს პრინცის წინააღმდეგ. ის არის 80ათასკაციანი არმიის მეთაური და ტიფლისისა და ერევნის მფლობელი. მან გამარჯვების შემდეგ ხელმეორედ შემოსეულ ხუთ პრინცს შეუტია და ისინი დაამარცხა. ამ ბრძოლის შემდეგ სპარსელები ძალების მოკრებას ცდილობენ და თავიანთ დარბეულ ბრბოებს თავს უყრიან.”

Whitehall Evening Post (London) 1754 წლის 2-5 ნოემბერი: “სპარსეთიდან შევიტყვეთ, რომ პრინცმა ჰერაკლიუსმა, რომლის გმირობამ მსოფლიოში უდიდესი ხმაური გამოიწვია, თავი მოუყარა თავის ძალებს კასპიის ზღვის საზღვარზე, იმ იმედით, რომ საქართველოს მოსაზღვრე ქვეყნებიდან და უფრო ზუსტად რუსეთიდან მიიღებს დახმარებას ზღვით, ამით კი დაიცავს იმპერიის ნაწილს. მისი პრინციპია ყველა რელიგიისადმი შემწყნარებლობა, თვითონ კი ბერძნული მართლმადიდებლობის აღმსარებელია.”

2 728

 

წყარო : kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button