კახური მეტსახელების კრებული
წარმოგიდგენთ ინტერნეტიდან ამოკრეფილ კახურ მეტსახელებს. რამდენად კარგი მეტსახელებია, თქვენთვის მომინდია შეფასება :) შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ თქვენი გაგონილი მეტსახელები და ნელ-ნელა გავამდიდროთ ეს კრებული.
“ქრისტე ჯემალა” – მკვდარი ეგონათ და მესამე დღეს გაიღვიძა.
“ზიდანა ნათელა” – თმა გასცვივდა ნახევრად.
“გამაიღე ანზორა” – ცხრა შვილი ჰყავს.
“ცვრიანი კაკო” – ბენზინი გადაესხა და ნახევარი ტანი დაეწვა.
“აგენტი მიშა” – არ ესმის და სულ ყურის აპარატი უკეთია.
“მიქელა დალი” – სამი ქმარი ჰყავდა და სამივე მოუკვდა.
“ძროხა გია” – ხორცს არ ჭამს.
“ჩაწეული ვანო” – ძალიან დაბალ ხმაზე ლაპარაკობს.
“თოფილულა გურამა” – დიდი ცხვირის ნესტოები აქვს.
“ქართველი რეზო” – ცოლი რუსი ჰყავს და დედა სომეხი.
“უკრაინა ზვიადა” – ყვითელი თმა აქვს და ლურჯი სახე ლოთობისგან.-ცოტა გივია – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს;
“ლეგო” მალხაზა – ისეთ ავარიაში მოჰყვა ძლივს ააწყვეს
“გუგულა” ნოდარა – მეზობელ სახლში ყველა მოკვდა და იმ სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
“სკვაზნიაკა” ეთო – ქორწილის ღამეს გამოაგდეს ქალიშვილი არ იყო.
“ხაშლამა” ავთო – ადუღებულ წყალში ჩავარდა.
“კვადრატა” – მემონტაჟეა, ტელევიზორში მოწმესთვის სახეზე კვადრატის დაფარება დაავიწყდა და ის მოწმე მოკლეს მერე.
“მუმუ” ბესო – თავისი ძაღლი მოკლა.
“ორმოცა” მარინა – სახეზე ჭარბთმიანობა აქვს და ორმოცამდე არ იპარსავსო.
“მიზანა” ზაზა – ცალი თვალი არ აქვს და დახუჭული აქვს
“ბალღიყლაპია” ციცო – კახელი მეძავი, კონკრეტული მიმართულებით.
“პაპლაუკა” ზაურა – გემიდან გადმოვარდა ცურვა არ იცის და გადარჩა
“ცოტა” გივია – მარცხენა ხელი და ფეხი არ აქვს.
“მლაშე ვანო” – ხუთჯერ იხრჩობოდა ზღვაში და გადარჩა;
“გოჩა თამაზა” – შემთხვევით თოფი გაუვარდა და თავისი შვილი მოკლა (ხევისბერი გოჩას ვარიანტში);
“ტყუილად დალი” – სამჯერ გათხოვდა და შვილი არ ეყოლა;
“ორხელა გოგია” – იმ სოფელში კიდევ ერთი გოგიაა ცალი ხელი აქვს და იმას ვერ გაუბედეს ცალხელას დარქმევა;
“ჩაპლინა” – ყრუ მუნჯია დაბადებიდან;
“ჩარიდუ” – მარცხენა ხელზე ოთხი თითი აქვს, მარჯვენაზე ორი;
“ტურისტი მახოია” – ზურგზე კუზი აქვს და თითქოს ზურგჩანთა აქვს მოკიდებული;
“უკარება თენგო” – ორჯერ დაეცა მეხი და გადარჩა;
“მთელი ლიზიკო” – 80 წლისაა და გაუთხოვარი;
“არკა გია” – წინა ორი კბილი არ აქვს;