არქივი

როგორ ავარჩიოთ პრინტერი?

56ed540b7ba7

1.   ლაზერული თუ ჭავლური პრინტერი?

 

იმისთვის, რომ სწორად შევარჩიოთ პრინტერი, საჭიროა გავცეთ პასუხი შეკითხვას: ჭავლური პრინტერი გვჭირდება, თუ ლაზერული. ორივე მათგანი შესაძლებელია გამოვიყენოთ სხვადასხვა დანიშნულებისთვის. საოფისე საქმიანობისთვის რეკომენდებულია ლაზერული პრინტერი, რომელსაც შეუძლია დიდი რაოდენობით დოკუმენტების სწრაფად ბეჭდვა, ხოლო სახლისთვის, სადაც თქვენ დაბეჭდავთ როგორც დოკუმენტებს, ასევე ფოტოებს, გამოგადგებათ ჭავლური პრინტერი ან სპეციალური ფერადი ფოტო პრინტერი  სერიით – Photosmart.

 

თუ თქვენ გინდათ პრინტერი სახლისთვის, უკეთესია თქვენი არჩევანი შეაჩეროთ ნაკლებად ძვირ, ფერად, ჭავლურ პრინტერზე. ასეთი პრინტერი იდეალურია მაშინ, როცა თქვენ არ ბეჭდავთ დიდი რაოდენობით დოკუმენტებს. ჭავლური პრინტერით შესაძლებელია ფოტოების, სავიზიტო ბარათების ან სიგელების ბეჭდვაც. ასევე გაამახვილეთ ყურადღება კარტრიჯზე. იცოდეთ რომ ერთი და იგივე კარტრიჯით უფრო მეტი ტექსტური დოკუმენტი დაიბეჭდება, ვიდრე ფერადი ფოტოები და სიგელები.

 

ფოტოების დასაბეჭდათ იდეალურია სპეციალური ფოტოპრინტერი. რომლის შემადგენლობაში შედის 4-ფეროვანი (CMYK) კარტრიჯები. თქვენ უბრალოდ უნდა იყიდოთ სპეციალური ფოტო-ქაღალდი ფოტოების დასაბეჭდათ. საოფისე საქმიანობისთვის, სადაც თქვენ გიწევთ ბევრი დოკუმენტის ბეჭდვა, რეკომენდებულია შავ-თეთრი (სურვილისამებრ ფერადი) ლაზერული პრინტერები. რომელთაც ბეჭდვის დიდი რესურსი და სისწრაფე აქვთ. იგი ხელს შეგიწყობთ მაქსიმალურად წრაფად დაბეჭდოთ სხვადასხვა დოკუმენტი, კონსპექტები, ცხრილები დიაგრამები, სახელფასო უწყისები თუ ა.შ.

 

2.   ბეჭდვის ფორმატები

სანამ ავარჩევთ სასურველ პრინტერს, უნდა დავფიქრდეთ თუ რა ზომის და ფორმატის დოკუმენტებთან გვექნება უფრო ხშირად შეხება. ყველაზე გავრცელებული ვარიანტია A4 ზომის (210×297მმ) ფურცლები. რომელიც ოფიციალური დოკუმენტების სტანდარტული ზომაა.

თუ თქვენ ხშირად გაქვთ შეხება არქიტექტურულ პროგრამებთან და დაკავებული ხართ პროექტირებით, უმჯობესია არჩევანი შევაჩეროთ A3 (297×420მმ) ტიპის პრინტერზე. რადგანაც თქვენ ხშირად მოგიწევთ დაგეგმარებული ნახაზების თუ 3 განზომილებიანი პროექტების ბეჭდვა. ასევე A3 ტიპის პრინტერი ნაწილობრივ გამოსადეგია მცირე ზომის რუქების დასაბეჭდათ.

 

3.   ფერადი თუ შავთეთრი პრინტერი?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი პრინტერის არჩევისას არის, გავარკვიოთ თუ რა ტიპის დოკუმენტებთან მოგვიწევს მუშაობა. ხშირად ბეჭდავთ სტანდარტულ შავ-თეთრ დოკუმენტებს, თუ თქვენი საქმიანობა მოიცავს გრაფიკას ან დიზაინს? რამდენად ხშირად მოგიწევთ ფერად დოკუმენტებთან მუშაობა?

 

თუ თქვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე გიწევთ სტანდარტულ ტექსტურ დოკუმენთებთან შეხება, უპირატესობა მიანიჭეთ  შავ-თეთრ,  ლაზერულ პრინტერს. პრინტერები რომლებიც მუშაობენ ფერად დოკუმენტებთან, ძვირი ღირს, გამომდინარე იქიდან რომ დიდია კარტრიჯის ხარჯი. ისინი გავძლევენ უფრო მეტ შესაძლებლობებს: დავბეჭდოთ ფოტოები, გრაფიკების ფერადი ვერსიები და ა.შ. მთავარი ფაქტორი ასეთი არჩევანის გაკეთებისას არის შავ-თეთრი თუ ფერადი ბეჭდვის ხარისხი.

 

4.    ბეჭდვის სისწრაფე

პრინტერის მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია – ბეჭდვის სისწრაფე. იგი გვიჩვენებს თუ რამდენი გვერდის დაბეჭდვა შეუძლია პრინტერს 1 წუთში. ბეჭდვის სისწრაფის უფრო მაღალი მაჩენებელი ფიქსირდება შავ-თეთრი დოკუმენტის ბეჭდვისას, ვიდრე ფერადის. გაითვალისწინეთ რომ ყველაზე მაღალი სისწრაფით დოკუმენტების ბეჭდვისას იკლებს მისი ხარისხი, რომლის დარეგულირება (ზოგიერთი პრინტერის შემთხვევაში) ხდება სპეციალური პარამეტრების გასწორებით. პრინტერის ბეჭდვის სისწრაფეს განსაზღვრავს მისი მიკროპროცესორი, რომელიც მეგაჰერცებში გამოისახება. ჩვეულებრივ, პრინტერის ბეჭდვის სისწრაფე საშუალო მახასიათებლით გამოისახება და არა მაქსიმალურით.

 

5.    ბეჭდვის გარჩევადობა

გარჩევადობას უწოდებენ მაქსიმალურ წერტილების რაოდენობას ერთ კვადრატულ დიუმზე. (Dot Per Inch) რაც უფრო ბევრია მათი რაოდენობა, მით უკეთესია ბეჭდვის ხარისხი.

 

არსებობს ბეჭდვის სტანდარტული გარჩევადობები: ტექსტის ბეჭდვისთვის საკმარისია 300 dpi, გრაფიკული დოკუმენტებისთვის – 600 dpi, ხოლო ფოტოების ბეჭდვისთვის 1200 dpi. რაც შეეხება პროფესიონალურ გრაფიკულ გამოსახულებებს, წერტილთა მისაღები რაოდენობაა 2400 dpi. ტერმინი 300×300 dpi, აღნიშნავს 1 კვადრატულ ინჩზე (2,54სმ) წერტილების განლაგებას, სიმაღლეზე და სიგანეზე.

 

6.   პრინტერის დატვირთვა/კარტრიჯის თვიური რესურსი

ნებისმიერი საბეჭდი მოწყობილობისთვის, აუცილებელია გავიგოთ მისი დატვირთვა. ე.ი რამდენ ფურცელს დაბეჭდავს იგი თვეში. საწყისი დონისთვის გათვლილია ბეჭდვის თვიური რესურსი 7000-დან 15000 ფურცლამდე. აქედან გამომდინარე, რეკომენდებული დატვირთვა ჩვეულებრივ არ აღემატება 1000 გვერდს. უფრო რომ დავწვრილმანდეთ, მიახლოებით 35 გვერდი დღეში.

 

რეკომენდებულ რიცხვზე გადაჭარბება არ ღირს, რადგან იწვევს პრინტერის ჩქარ ცვეთას. შესაძლებელია დაზიანდეს თვითონ კარტრიჯი და მისი შემადგენებელი ე.წ. ბარაბანი.

 

რა თქმა უნდა, არსებობს სხვადასხვა ტიპის და ღირებულების პრინტერები, რომლებთაც სხვადასხვა, თვიური სამუშაო რესურსი აქვთ. თუ თქვენ გიწევთ დიდი რაოდენობის დოკუმენტებთან მუშაობა, გაითვალისწინეთ ეს მახასიათებელი და, შესაბამისად, შეიძინეთ  უფრო დიდი რესურსის მქონე პრინტერი.

 

7.    შეერთების წყაროები, ინტერფეისი

არჩევნის გაკეთების წინ,  ყურადღება მიაქციეთ პრინტერის შეერთების შესაძლებლობებს კომპიუტერთან. დღესდღეობით ყველა პრინტერს აქვს USB 2,0 პორტი რითაც ვაერთებთ მას კომპიუტერთან, თუმცა თანამედროვე მოდელები USB – ინტერფეისის გარდა, აღჭურვილნი არიან RJ-45  ქსელის პორტით. ასევე შესაძლებელია მათ ინტეგრირებული ჰქონდეთ WI-FI მოდული და ბლუთუსი.

 

კომპიუტერთან შეერთებისთვის და სწრაფი მუშაობისთვის ასევე საჭიროა მაღალხარისხიანი USB კაბელი, რომელიც ხშირ შემთხვევაში პრინტერს თან ახლავს.

 

8.   პრინტერის დამატებითი ფუნქციები

თანამედროვე პრინტერების უმრავლესობა აღჭურვილია  დამატებითი ფუნქციებით, რომლებიც მნიშვნელოვნად გეხმარებათ გაზარდოთ ბეჭდვის შესაძლებლობა ან თუნდაც გაიადვილოთ პრინტერის მართვა. უბრალოდ, უნდა აირჩიოთ რომელი ფუნქციაა თქვენთვის ყველაზე საჭირო: კომპაქტ-დისკებზე დაბეჭდვა/დახატვა, სტანდარტული ზომის ფოტოების ავტომატური ბეჭდვა თუ კონვერტების ბეჭდვის შესაძლებლობა.

 

ფოტოპრინტერი შეიძლება დატვირთული იყოს სხვადასხვა ფუნქციით, როგორებიცაა: სინქრონიზაცია ციფრული ფოტოაპარატიდან USB პორტის დახმარებით, ბეჭდვა მობილური ტელეფონიდან Bluetooth – ის გამოყენებით, და ა.შ. მათი ერთ ერთი დამახასიათებელი პარამეტრია თხევადკრისტალური ეკრანის ქონა, რისი დახმარებითაც შესაძლებელია ფოტოების არჩევა, მათზე კონტრასტის და ფერების რეგულირება, “წითელი თვალების” მოშორება და საბოლოოდ მისი დასაბეჭდათ გამზადება.

 

9.   ბეჭდვის ღირებულება / სახარჯი მასალები

სანამ   ავარჩევთ პრინტერს და მივიღებთ გადაწყვეტილებას, ლაზერული პრინტერი გვსურს თუ ჭავლური, მანამდე კარგი იქნება თუ გავითვალისწინებთ სახარჯი მასალების ღირებულებას და მათი ბეჭდვის რესურსებს. ჩვეულებრივ, ჭავლური, ფერადი პრინტერის ერთი კარტრიჯი  100-200 გვერდს ბეჭდავს. (ციფრი იცვლება იმისდა მიხედვით თუ რას ბეჭდავთ: ტექსტი, ფოტო ცხრილი თუ ა.შ) ხოლო ლაზერული პრინტერის კარტრიჯის ბეჭდვის რესურსია დაახლოებით 2500 დან 10000 ფურცლამდე. თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს დიდი, საოფისე კომბაინ პრინტერები, რომელთა კარტრიჯს შეუძლია დაბეჭდოს 30 000 გვერდიდან ზემოთ. კარტრიჯების ფასები მათი საბეჭდი რესურსის მიხედვით იცვლება. ბეჭდვის ხარჯის გარკვევისას არ დაგავიწყდეთ ქაღალდის ღირებულებაც.

 

ფერადი ბეჭდვისას კარტრიჯების რაოდენობა იზრდება. იგი შეიძლება იყოს: 2, 4 ან 6 ცალი. ჭავლური პრინტერებისთვის ისინი სტანდარტული ნომრებით აღინიშნებიან, რომელიც მითითებულია თვითონ კარტრიჯის ზედაპირზე. მაგ: 20-21, 58 და ა.შ. ლაზერული პრინტერებისთვის ეს ნუმერაცია ასე გამოისახება: 32A, 38A და ა.შ.

 

რესურსის ამოწურვის შემდეგ, ზოგიერთი კარტრიჯი შესაძლებელია შეივსოს ახალი სახარჯი მასალით, სპეციალური ფხვნილით ან მელნით. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ყოველი მათი შევსებისას, იკლებს ბეჭდვის ხარისხი. მაგ: ფერადი ბეჭდვის შემთხვევაში ვიღებთ გახუნებულ ფერებს, ხოლო მკვეთრი შავი ფერის მაგივრად მუქ ნაცრისფერს, რომელიც თანდათან გადადის უფრო ღია მდგომარეობაში.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button