საკითხავისასარგებლოუცნაური

გეიშების საიდუმლო იარაღი – სილამაზე იაპონურად

image

დღეს იაპონიაში ძნელად თუ შეხვდებით გოგონას კიმონოთი და ტრადიციული სამაგრით – კანზაშით მოკაზმული რთული, აწეული ვარცხნილობით. მიუხედავად ამისა, ბოლო დროს ამ სამკაულების დამზადება განსაკუთრებით პოპულარული გახდა ხელსაქმის მოყვარულებში. ბევრი შთაგონების წყაროს პოლობს იაპონელი მხატვარი ქალის, Sakae-ს ნამუშევრებში.
imageimage
Sakae ცხოვრობს და სწავლობს იაპონიაში. იგი ცნობილი გახდა თავისი ბლოგით, რომელზეც საკუთარი ნამუშევრების ფოტოებს დებს და მკითხველს ტრადიციული იაპონური თმისსამაგრების შესახებ უამბობს. მისი ნამუშევრები, რომლებიც ფისითა და სპილენძის მავთულებითაა შექმნილი, იმდენად დადებითად იქნა მიღებული საზოგადოების მიერ, რომ მთელი მსოფლიოს დიზაინერებმა დაიწყეს კანზაშების შექმნა სხვადასხვა მასალისგან.
imageimage
imageimage

ამ ხელოვნებას საფუძველი მე-18 საუკუნეში ჩაეყარა, როცა იაპონელ ქალებს მობეზრდათ გრძელი კულულების ტარება. ასეშსემოვიდა მოდაში მაღლა აწეული, რთული, დახვეწილი და მოკაზმული ვარცხნილობები, რომლებისთვისაც უამრავი რაოდენობით სავარცხელი და თმის სარჭი იყო საჭირო. სწორედ მაშინ გამოიგონეს კანზაშები, რომლებიც მეტალის მავთულზე დამაგრებული აბრეშუმის ძაფისგან იქმნებოდა.
imageimage
კანზაშების შემქმნელები შთაგონებას ბუნებისგან იღებდნენ. ძირითადად, ამ თმისსამაგრებს ყვავილების ან პეპლების ფორმა ჰქონდათ. მოგვიანებით მათი გაკეთება დაიწყეს საკურასა და მაგნოლიისგან, ნამუშევრებს ამაგრებდნენ ვერცხლისა და ოქროს სარჭებზე, რთავდნენ ძვირფასი ქვებით. განსაკუთრებით იშვიათ და ძვირადღირებული იყო კუს ბაკნისგან და წეროს ძვლისგან დამზადებული სამაგრები. ამგვარ ნამუშევრებს ზემოდან ცნობილი იაპონური ლაქით ფარავდნენ.
imageimageimage
კანზაშების დიდი თაყვანისმცემლები იყვნენ გეიშები. დიდი რაოდენობით და განსაკუთრებით ლამაზი სამაგრები უნდა ეტარებინათ ახალბედა გეიშებს, რათა რაც შეიძლება მეტი მამაკაცი მიეზიდათ. გამოცდილი გეიშები კი უფრო სადა ვარიანტებს ირჩევდნენ. თანამედროვე გეიშები დღემდე ატარებენ კანზაშებს – არჩევენ მათ არა მხოლოდ ტანსაცმლის შესაფერისად, არამედ წელიწადის დროის მიხედვითაც.
imageimageimage
იაპონიაში ითვლება, რომ ამგვარი სამკაულის უბრალოდ გაკეთება არ შეიძლება. მას აუცილებლად მხოლოდ კიმონოსთან ერთად ატარებენ. ცხადია, ასე ჩაცმული ქალბატონების ნახვა ქუჩებში ძნელია, მაგრამ ლამაზ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი იაპონელი გოგონების ნახვა შესაძლებელია სხვადასხვა დღესასწაულებზე. ხშირად იაპონელი გოგოები კანზაშებს საქორწილო მორთულობადაც იყენებენ.

imageimageimageimage

 

წყარო : intermedia.ge

 

თეგები
Close
Close