არქივი

თეთრი სიბრმავე

581e6aa4cb28

ერთ-ერთი საოცარი ჰიპოთეზის თანახმად, ადამიანი ვერ ხედავს საგნებს,რომელთა არსებობაც არ სჯერა, რადგან ტვინი მათ იდენტიფიცირებას ვერ ახდენს.

ამერიკის სანაპიროს მიახლოებული ევროპელთა ხომალდები აბორიგენებს არ დაუნახავთ – რას იფიქრებდნენ, თუ შესაძლებელი იქნებოდა ამგვარი უზარმაზარი ნავების აგება.

ამერიკელმა რეჟისორმა, ალან დორსეტმა ამ თემაზე ფილმიც კი გადაიღო – “ცივილიზაციების შეხვედრა”.

დორსეტი მაგელანის დღიურის ჩანაწერებით ხელმძღვანელობდა. ზღვაოსანი ჰყვება: ველურებმა შენიშნეს კანჯოები, რომლითაც 1520 წელს მეზღვაურები მიცურდნენ ნაპირთან, თუმცა არ დაუნახავთ მაღალანძიანი ხომალდები. მხოლოდ ზღვას მიჩერებულმა შამანმა შენიშნა ინდოელთა შეხედულებებით ვეება გემები და თანამემამულეებსაც დაანახა. მხოლოდ ამის შემდეგ შენიშნეს ინდიელებმა “მთები ზღვაში.”

ამ ისტორიულ ეპიზოდს დორსეტი შემდეგნაირად ხსნის: შამანმა სხვებზე ადრე მხოლოდ იმიტომ დაინახა უცნაური საგნები, რომ შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში მყოფი, პერიოდულად ხვდებოდა სხვა რეალურობაში , სადაც ხედავდა ისეთ არსებებსა და ნივთებს, რომლებიც მის ჩვეულ გარემოში არ არსებობდნენ. ამ კაცის ფსიქიკა მომზადებული იყო უჩვეულო მოვლენებისათვის, ამიტომ დაინახა მაგელანის უზარმაზარი გემები.

3862d567e5ee

ისტორიკოსთა უმრავლესობის აზრით, მაგელანს არასდროს დაუწერია დღიურები. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ისინი არავის უნახავს. მისი საზღვაო თავგადასავლები ანტონიო პიგაფეტის ჩანაწერებით გახდა ცნობილი.

უფრო დამაჯერებელია გადმოცემები კაპიტან კუკის თავგადასავლებზე. 1768 წელს კუკი სათავეში ჩაუდგა ინგლისურ ექსპედიციას ორჩხომელი “ინდევრით”, რომელიც ბრიტანეთის ადმირალისტებმა წყნარ ოკეანეში სამხრეთ მატერიკის მოსაძებნადდა ახალი მიწების ბრიტანეთის იმპერიისთვის შემოსაერთებლად გააგზავნა. კუკმა წყნარი ოკეანის არქიპელაგი აღმოაჩინა. ექსპედიციის მონაწილეთა მოგონებებით, ადგილობრივი მცხოვრებლები მეზღვაურებს მსუბუქი კანოეებით ეგებებოდნებ და კეთილ განწყობას თავს ზევით აღმართული ხელებით გამოხატავდნენ.

f3feb3ad33f5

1769 წელს ახალზელანდიელი აბორიგენები ზღვაოსნებს აგრესიულად შეხვდნენ – შუბები ღმართეს და საბრძოლო ყიჟინა – “პატუ-პატუ” დასცხეს. ინგლისელებმა იფიქრეს, რომ ველურები თავდასხმას აპირებდნენ. თუმცა კუკი 1770 წლის ზაფხულში პირველად მიადგა ავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს, მის გამოჩენაზე აბორიგენებს არავითარი რეაქცია არ ჰქონიათ. ისტორიკოს რობერტ ჰიუჯის განმარტებით, ორჩხომელები იმხელა იყო და ისე არ ჰგავდა აბორიგენებისთვის ნაცნობ საგნებს, რომ მათ უგულებელყვეს იგი. ავსტრალიელებმა მხოლოდ მაშინ შენიშნეს მეზღვაურები, როცა ისინი კანჯოებით მიადგნენ ნაპირს. მომცრო ნავებში კაცების დანახვა მათთვის ჩვეულებრივი ამბავი იყო და უცხოტომელთა შემოსევას ნიშნავდა.

კაპიტანი კუკი და ბოტანიკოსი ჯოზეფ ბენქსი ჩანაწერებში ჰყვებიან: “დავინახეთ – თორმეტიოდე ადამიანი კოცონს მისჯდომოდა. შეუძლებელი იყო, არ შეემჩნიათ “ინდევრი”. ნაპირზე გადავედით. ისინი კოცონს მოშორდნენ და გორაკზე აცოცდნენ, საიდანაც ხომალდი უკეთ გამოჩნდებოდა, მაგრამ ველურებს არც გაკვირვება გამოუხატავთ და არც იქით გაუხედავთ. “ინდევრი” ნაპირ-ნაპირ მიცურავდა, აფრებს ქარი აფრიალებდა, მეზღვაურებიანძებზე დაცოცავდნენ, მაგრამ ველურები ვერ ხომალდებს ამჩნევდნენ და არც მისი ხმაური ესმოდათ”.

აბორიგენები ასე არაერთხელ მოიქცნენ ავსტრალიის სანაპიროზე, რომელიც მოგვიანების ბრიტანეთის სამფლობელოდ გამოცხადდა და ახალი სამხრეთ უელსი ეწოდა. თანამედროვე მეცნიერები ამ ფენომენს შემდეგნაირად ხსნიან: ავსრალიელები გადაშენების ზღვარზე იმყოფებოდნენ, ანალიტიკური აზროვნება განუვითარებელი ჰქონდათ – უფრო ცხოველების რეაქცია ჰგავდა. მათ ყურადღებას მხოლოდ ის ობიექტები იპყრობდნენ, რომლებიც რეალურ საშიშროებას ან კვების წყაროს წარმოადგენდნენ. დანარჩენ იმფორმაციას გარე სამყაროზე ვერ აღიქვამდნენ და ამიტომაც უგულებელყოფდნენ.

c2c97605a6e1

ფენომენი, როცა ადამიანები რეალურად არსებულ საგნებს ვერ ხედავენ, კარგად არის ცნობილი ფსიქოლოგებისთვის და “თეთრი სიბრმავე” ეწოდება. მეცნიერთა აზრით, ცივილიზაციის განთიადზე ადამიანების აზროვნება ბავშვისას ჰგავდა. ამიტომაც ჩაატარეს შესაბამისი ექსპერიმენტი. 9 წლამდე ბავშვებს მათთვის კარგად ცნობილი საგნების სამგანზომილებიანი გამოსახულება აჩვენეს. უმრავლესობამ ვერ დაინახა ისინი. ფსიქოლოგებმა ასევე დაადგინეს, რომ დაბალი კოეფიციენტის მქონე ადამიანები უფრო ხშირად იტანჯენიან “თეთრი სიბრმავით”, ვიდრე მაღალინტელექტუალურები. ისეც ხდება, რომ ექსტრემალურ სიტუაციაში ადამაინი უბრალოდ “თიშავს” გონებიდან იმას, რისი დანახვაც არ სიამოვნებს. ისიც დასაშვებია, რომ ამო-სა და უცხოპლანეტელების არსებობისა ბევრს სწორედ “თეთრი სიბრმავია” გამო არ სჯერა.
___________________________________________________________
ხოდა წარმოიდგინეთ ახლა რამდენი რამ ხდება ირგვლივ რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ…

წყარო: kate alukard’s blog

Back to top button