სწრაფი სესხი

რა არის ლეიკემია ???

რა არის ლეიკემია???

ლეიკემია სისხლის ავთვისებიანი დაავადებაა, რომლის დროსაც ძვლის ტვინში ნორმალური სისხლის უჯრედების (ლეიკოციტების) ნაცვლად ანომალური უჯრედები (სისხლის თეთრი უჯრედები) წარმოიქმნება. ანომალური უჯრედები უკონტროლოდ მრავლდებიან, სისხლში ხვდებიან და მთელ სხეულში მოგზაურობენ. ანომალურ უჯრედებს არ შესწევთ უნარი ნორმალური ლეიკოციტების ფუნქცია შეასრულონ. ისინი ნორმალურ უჯრედებთან შედარებით უფრო სწრაფად იზრდებიან და დროთა განმავლობაში ავიწროებენ ნორმალურ უჯრედებს. ეს კი სხვადასხვა სიმპტომის განვითარებას იწვევს.
არსებობს ლეიკემიის ოთხი ტიპი, რომელთაგან ორი მწვავეა (უეცრად აღმოცენებული) და ორი ქრონიკული (ნელა მიმდინარე და პროგრესირებადი).
ქრონიკული ლეიკემია იშვიათად გვხვდება 20 წელზე ქვევით ასაკში, მწვავე ფორმა კი აღინიშნება როგორც მოზრდილებში, ისე ბავშვებში.
ბავშვთა ასაკში ლეიკემია უმეტესად სწრაფად პროგრესირებადია. ბავშვებში განსაკუთრებით ხშირია მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL), რომელიც, ძირითადად, 2-7 წლის ასაკში გვხვდება. ზოგჯერ გვხვდება მწვავე მიელოიდური ლეიკემიაც (AML), რომელიც უფრო ხშირად ვითარდება 10 წლის ასაკის შემდეგ.

ლეიკემიის გამომწვევი სავარაუდო მიზეზები:
ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი დადგენილი არ არისა, მაგრამ სავარაუდო მიზეზებად განიხილება:
ინფექციურ გამომწვევებზე რეაქცია;
რადიაციული გამოსხივება;
ქიმიური ნივთიერებებისა და ელექტრომაგნიტური ველის ზემოქმედება;
ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი წამალი;
ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში ქრომოსომების დარღვევა;
მემკვიდრული ფაქტორები;
ზოგიერთი ვირუსი; (რომელიც აღმოჩენილია შინაურ და გარეულ ცხოველებში)
მოზარდების ან ბავშვის უეცარი შეშინება;

ლეიკემიის სიმპტომებია:
მაღალი ტემპერატურა;
დაღლილობის შეგრძნება;
სიფერმკრთალე;
ძვლების და სახსრების ტკივილი;
ლიმფური კვანძების გადიდება;
სისხლდენისკენ მიდრეკილება (კანიდან, ცხვირიდან, ღრძილებიდან და ა.შ.);
ღვიძლის და ელენთის გადიდება. ამ სიმპტომებმა, გარდა ლეიკემიისა, შეიძლება სხვა მიზეზების გამოც იჩინოს თავი. მაგრამ თუ თქვენი შვილს აღენიშნა ჩამოთვლილთაგან რომელიმე ნიშანი, უმჯობესია დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.

მხოლოდ ერთი კლინიკა საქართველოში სადაც კურნავენ ლეიკემიას!!!

1984 წლიდან საქართველოში დაარსდა მურმან იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკა, სადაც ონკო-ჰემატოლოგიის განყოფილება ფუნქციონირებს სხვა განყოფილებებთან ერთად. ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მკურნალობა ხდება მხოლოდ ლეიკემიის. სადაც დიაგნოზი დგინდება პროფესიონალი ლაბორანტებისა და ექიმების მიერ, შემდეგი პროცედურების შედეგად:(სისხლის საერთო ანალიზის და ძვლის ტვინის მეშვეობით).
ამასთანავე ლეიკემიით დაავადებულ პაციენტს უტარდება უამრავი გამოკვლევა: (მუცლის ღრუს ეხოსკოპია, თავის კარდიოგრამა, რენდგენი, კომპიუტერული ტომოგრაფია, გულის კარდიოგრამა და სხვა.) აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს მკურნალობა სრულიად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, რომელიც ღირს 150 000 ათასი დოლარი.

რამდენიმე წლის წინ ლეიკემია ბოლო განაჩენი იყო, რადგან განუკურნებელ დაავადებად ითვლებოდა, თუმცა მედიცინის განვითარებასთან ერთად ლეიკემია განკურნებადი გახდა, საქართველოში იაშვილის კლინიკა არის ერთადერთი დაწესებულება სადაც ამ დაავადებით მკურნალობენ!!! ამ ეტაპზე იაშვილის კლინიკაში 30-მდე ბავშვი მკურნალობს მათ შორის მეც!!!

მ.იაშვილის ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილების ბავშვები
ამ ფოტოებზე 2015-16 წლის ფოტოებია რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, ფონდი ”ვაჩუქოთ ღიმილი” გვიწყობს ხელს რომ ჩვენ გავმხიარულდეთ!!! ასევე სხვა დაწესებულებები და ფონდები გვახალისებენ საჩუქრებით.
ონკოლოგიური განყოფილების მედ-პერსონალი ძალიან მოსიყვარულე და მეგობრულები არიან და ყველანაირად ცდილობენ რომ პოზიტივი გვაჩუქონ.
ამ სტატიასაც ძალიან პოზიტიურ ადამიანებთან ერთად ვწერდი.

ლეიკემია ინკურნება!!!

ჩვენ დავამარცხებთ ლეიკემიას!!!


ავტორი: temo kuchuashvili

FavoriteLoadingდაამატე ფავორიტებში
ამობეჭდვა ამობეჭდვა
Processing your request, Please wait....

loading...
© 2008 - 2016 ყველა უფლება დაცულია | ბლოგს ჰოსტინგით უზრუნველყოფს კომპანია CLOUD9.GE