ახალი ამბებისაკითხავისურათები

რეალური ცხოვრების ამსახველი კადრები, რომლებიც დაგაფიქრებთ თქვენს ფასეულობებზე.

image

ჩემი სტატიის თემა ისე და ისევ ფოტოგრაფიას ეხება, მაგრამ ამჯერად არა მარტო ხელოვნების კუთხით, არამედ მეტად დრამატული, რეალური ცხოვრების ამსახველი კადრების განხრით, რომლებიც ნამდვილად დაგაფიქრებთ თქვენს ფასეულობებზე.

 

უნიჭიერესი ფოტოგრაფი, ვინმე- “James Nachtwey”, ყველასაგან გამორჩეული თავისი უნიჭიერესი შესაძლებლობებით გვთავაზობს რეალურ კადრებს, რომლებიც მართლა დაგვაფიქრებს ჩვენს წარსულზე, აწმყოსა თუ მომავალზე და ალბათ აღარ დავიწყებთ წუწუნს ამა თუ იმ ელემენტარულზე და შევეცდებით ვიყოთ უფრო ბედშეგუებულნი არსებულ რეალობასთან და იმასთან, რაც გაგვაჩნია.

 

1). სომალი, 1992 წელი. დედა, რომელსაც შიმშილისგან დაღუპული შვილი მიჰყავს დასამარხად.

image

 

2). ინდონეზია, 1998 წელი. ქუჩაში მობინადრე უნარშეზღუდული ბანს მდინარეზე ობოლ ბავშვებს.

image

 

3). ინდოეთი, 1993 წელი. აგურის ქარხნის მუშები.

image

 

4). ჩეჩნეთი, 1995 წელი. რუსი არმიელის მიერ მოკლული კაცის ქვრივი.

image

 

5).კოსოვო, 1995 წელი. სერბების მიერ განადგურებული ქალაქის ნანგრევები.

image

 

6). ზაირი, 1994 წელი. ხოლერით დაღუპულები მიყავთ ძმათა სასაფლაოზე დასაკრძალად.

image

 

7). ჩეჩნეთი, 1996 წელი. გროზნოს ცენტრის ნანგრევები.

image

 

8). სუდანი, 1993 წელი. შიმშილის ცენტრი.

image

 

9). სომალი, 1992 წელი. შიმშილით გამოწვეულ მსხვერპლს დასაკრძალად ამზადებენ.

image

 

10). პაკისტანი, 2001 წელი. სარეაბილიტაციო ცენტრი ჰეროინზე დამოკიდებულთათვის.

image

 

11). რუანდა, 1994 წელი. ბანაკში ერთადერთი ცოცხლად დარჩენილი.

image

 

12). სომალი, 1992 წელი. მასობრივად იარაღით განადგურების ცენტრი და ამსთან შიმშილით შეწუხებული ბავშვი.

image

 

13). ალაბამა, 1994 წელი. სასჯელაღმსრულებელი ბანდელი.

image

 

14). ნიუ-იორკი, 2001 წელი. განადგურებული ცათამბჯენი სავაჭრო ცენტრი.

image
image

image

 

წყარო : intermedia.ge

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close