არქივი

ჟესტების ენა (ნაწილი. IV)

5a60d4cb5487

დროის გაწელვის სურვილი  – სათვალის კბენა, სათვალის მოხსნა და გაკეთება, სათვალის მინების წმენდა აღნიშნული მდგომარეობს მაჩვენებელია. ამგვარი ჟწესტების შემჩნევისას უმჯობესია გაჩუმდეთ და დაელოდოთ გადაწყვეტილებას.


თუ პარტნიორი კვლავ იკეთებს სათვალეს ე.ი. მას კვლავ სურსგადახედოს ფაქტებს.
ზოგი ადამიანი დროის გაყვანის მიზნით იწყებს სიარულს, რთული პრობლემის გადაჭრის მიზნით. ამ დროს არ ღირს ჩარევა რათა არ გაეფანტოს აზრები და ხელი არ შეუსალოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მირებაში.
ტყუილის მოწმე საუბრის დროს მნიშვნელოვანია აღმოვაჩინოთ იმის ნიშნები, რომ გატყუებენ. Gგაუაზრებელმა ჟესტებმა შესაძლოა გათქვას თანამოსაუბრე.
ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ მატყუარამ როგორც არ უნდა ეცადოს დამალოს სიცრუე, მისი გამჟღავნება მაინც შესაძლებელია: მას ყიდის შეუსაბამობა ქვეცნობიერი სიგნალებს რომელიც გამოვლინდება ჟესტებსა და სიტყვებში.
ჟესტები, როცა ხელებით ეხები სახეს ამან უნდა დაგვაფიქროს. ივარაუდება, რომ თანამოსაუბრეს რაღაც არასასიამოვნო უდევს გონებაში. რომელი ჟესტებით ხდება მატყუარას გამოაშკარავება?
f81c0dce90b4

როდესაც ვხედავთ რომ გვატყუებენ ან ჩვენ თავად ვცრუობთ გაუთვითცნობიერებლად ხელს ვიფარებთ პირზე , თვალებსა თუ ყურებზე, ზოგი იწყებს ხველებას რათა დამალონ ჩანაფიქრი.
თუ ასეთ ჟესტებს ამჩნევთ თანამოსაუბრეს საუბრის პროცეში ე. ი. გატყუებენ. ხოლო თუ ის იფარებს ხელს იმ დროს როდესაც თქენ საუბრობთ ე. ი თანამოსაუბრე მიგიხვდათ, რომ ცრუობთ.
ცხვირზე შეხებაც წინ განხილული ჟესტის შინაარსის მატარებელია.
ამ ჟესტის არსის ახსნა შესაძლებელია შემდეგნაირად: ტყუილის თქმისას ამოქმედდება იმპულსები ცხვირზე არსებულ ნერვულ დაბოლოებებზე და გიჩნდება სურვილი, რომ მოისრისო.
bf2e2c2b5a0a

ქუთუთოს სრესა : სურვილი დაიცვა თავი ტყუილისაგან, არ უყურო თანამოსაუბრეს თვალებში, რომელსაც ატყუებ.
მამაკაცები როგორც წესი ქუთუთოებს ენერგიულად ისრესენ ხოლო, თუ ტყუილი სერიოზულია, თვალს არიდებენ და უმეტესწილად იატაკისაკენ იყურებიან.
ქალები უფრო დელიკატურად გამოხატავენ ამ ჟესტს. თითებს მოისვავენ თვალის გარშემო.
ტყუილი ხშირად იწვევს ქავილის შეგრძნებას კუნთოვან ქსოვილებზე არა მარტო სახეზე, არამედ კისერზეც. Aამიტონ ტყუილის თქმის ან გაგონებისას ცდილობენ პერანგის საყელო აიწიონ.
31620aa37ffb
როდესაც ხედავთ, რომ თანამოსაუბრე ცრუობს სთხოვეთ გაიმეოროს საკუთარი სიტყვები. ეს აიძულებს მას დაასრულოს ცბიერი თამაში

წყარო: www.psychologytoday.com

 

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button