TECH & მეცნიერებაგართობა

რატომ იზრდება “ალასკაზე” გიგანტური ზომის ბოსტნეული?

image

აშშ-ში ყველაზე განვითარებულ ქვეყანად ითვლება რიგით 49-ე შტატი ალასკა, სადაც ხშირად შეხვდებით გარეულ დათვს და მხოლოდ ერთ სართულიან ხის სახლებს. ეს ის მიწაა, რომელიც 140 წლის წინათ 7.2 მილიონ დოლარად გაიყიდა. ყველაზე მეჩხერად დასახლებული სახელმწიფოა და ბოლო ოთხი წლის მონაცემებით 650 000 ადამიანი ცხოვრობს. გაუვალი მთებისა და ტყის გამო კი, რაც დამახასიათებელია ჩრდილო დასასრულისთვის, “ოქროს ცხელებას” უწოდებენ. მოსახლეობას ძირითადად წარმოადგენს ანგლო საქსური ფესვების ხალხი, თუმცა დიდი ნაწილი მართლმადიდებელია, 10%-ი კი რუსული ფესვების და რუსული სულითა და ფესვებით ცხოვრობს, რისი აღმოფხვრაც ვერ მოახერხა ამერიკამ. წელიწადში მილიონ ტურისტს იზიდავდა ცათაბჯენი შენობებით, კაზინოებით და სხვა სანახაობებით, თუმცა 1964 წლის მარტში თავს დამტყდარი 9 ბალიანი მიწისძვრის გამო მიწასთან გასწორებულა ყველაფერი, ამიტომ მას შემდეგ მოსახლეობა მხოლოდ მყარ და დაბალ ნაგებობებს აგებს. ალბათ ბევრმა თქვენგანმა არც კი იცოდა, რომ ალასკაზე ყოველგვარი სასუქის გარეშე გიგანტური ბოსტნეული მოდის და მაგალითად კომბოსტოს წონამ შეიძლება 100 კგ-ს, ნესვისა და ბროკოლისამ კი 30 კგ-ს შეადგინოს. რატომ? პასუხი კი მარტივია, ეს ყოველივე მზის გავლენაა.

 

image

 

ალასკა დროის მოკლე მზარდი სეზონით გამოირჩევა- მხოლოდ 105 დღეა, თუმცა ღამეები მოკლეა, რადგან სახელმწიფო ჩრდილო პოლუსთანაა ახლოს და დღე და მზის სხივი 19 საათის განმავლობაშია, რაც ხელს უწყობს ბოსტნეულის სტაბილურ და მუდმივ ზრდადობას. ალასკის ბოსტნეული მსოფლიოში დიდია ბუნებრივი ზომებით და გაზრდილი ფოტოსინთეზით კი გემრიელი და ტკბილია. სტაფილო, კომბოსტო, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბრიუსელის კომბოსტო, ბოლოკი, თალგამი, კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, ისპანახი და სალათი- ყველა ეს ბოსტნეული ძალიან კარგად იზრდება იქ.

 

imageimageimageimageimageimageimage

თავდაპირველად, 1930 წელს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გაუზრდელობამ მოსახლეობის დეპრესია გამოიწვია, ინფრასტრუქტურის ნაკლებობამ კი ხელი შეუშალა მკვიდრ მოსახლეობას მეურნეობაში და თითქმის ყველამ 20 ოჯახის გარდა დატოვა ხეობა. 1965 წელს იქ მხოლოდ 20 ოჯახი ცხოვრობდა, რომლებიც სტაბილურად ირჩენდნენ თავს რძის პროდუქტებით და მცირე სასოფლო მეურნეობით. დრო და დრო კი იწყო მოსახლეობამ ზრდა და ექსტრაორდინალური და გიგანტური ბოსტნეულის მზარდობა გახდა ქვეყნის ძირითადი სავაჭრო “იარლიყი”.

 

წყარო : intermedia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button