ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ნიანგებს ხეზე ცოცვა შეუძლიათ

ნიანგების მოქცევის შესწავლა მეცნიერებს კვლავ ახალ-ახალ აღმოჩენებს სთავაზობს. სულ ახლახანს გაირკვა, რომ ნადირობისას ამ რეპტილიებს სხვადასხვა ინსტრუმენტის გამოყენებაც შეუძლიათ. ხოლო, ახლა დამტკიცდა, რომ ნიანგებს ხეზე ცოცვაც შეუძლიათ.

კვლევა ერთი ავსტრალიური და ორი ამერიკული უნივერსიტეტის ზოოლოგების საერთაშორისო ჯგუფის მიერ ჩატარდა. ავსტრალიის, აფრიკის და ჩრდილოეთ ამერიკის მაცხოვრებელი თვითმხილველების მონაყოლზე და აგრეთვე წინა საუკუნის რიგ მეცნიერულ პუბლიკაციებზე დაყდრნობით, მეცნიერებს სურდათ დამამტკიცებელი საბუთების პოვნა, რომ ნიანგებს მართლაც შეუძლიათ ხეებზე ცოცვა.

მათ ეს შეძლეს. გადაღებებისა და დაკვირვებების შედეგად იპოვეს რეპტილიების 4 სახეობა, რომელთაც 1-დან 4-მეტრამდე სიმაღლეზე აძრომა შეუძლიათ. ნიანგები ამას, როგორც მზეზე გათბობისთვის (ან გარუჯვისთვის :D), ისე ადგილმდებარეობის უკეთ დასათვალიერებლად აკეთებენ. ასაძრომად ისინი ძირითადად წყალთან ახლოს დახრილ ტოტებს იყენებენ, თუმცა სრულიად ვერტიკალურადაც შეუძლიათ ცოცვა — ხის ტანზე ან კედელზე. აქ გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მსუბუქია, ახალგაზრდაა და მცირე ზომებისაა რეპტილია — მით უფრო მაღალია მისი „მიღწევები“.

მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ეს უნარი ყველა ნიანგისთვის არ არის დამახასიათებელი, სწორედ ამიტომ ევოლუციურადაც კი მათ არ გამოუმუშავდათ არავითარი ხელშემწყობი მექანიზმი, იმისთვის რომ ვერტიკალურ ზედაპირზე მოჭიდება და აცოცება შეეძლოთ. თუმცა, ზოგიერთი სახეობა, რომელიც როგორც წესი ისეთ ზონაში ცხოვრობს სადაც ხმელეთის ფართობი ძალიან მცირეა, მუდმივად მიმართავს ხეზე ცოცვის საშუალებას.

ტოტზე ყოფნა მხედველობის არეს მართლაც აუმჯობესებს; სწორედ ამიტომ, ნიანგის ხეზე შემჩნევა ძალიან რთულია, ის პირველი ხედავს პოტენციურ საშიშროებას და მალევე მისრიალებს უკან წყალში ან ბარდში.

მეცნიერები პალეონტოლოგებს ამ აღმოჩენის გათვალისწინებას ურჩევენ: ძველი რეპტილიების შესწავლისას, მკვლევარები მხოლოდ ვარაუდობენ გადაშენებული ცხოველების მოქმედების მოდელებს. ის ფაქტი, რომ თანამედროვე ნიანგების ნაწილს ვერტიკალურ ზედაპირზე აძრომა შეუძლია, საშუალებას იძლევა ვარაუდისა, რომ მსგავსი თვისებები მათ შორეულ წინაპრებსაც ახასიათებდათ.

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close