არქივი

ჩემი ოცნების ქვეყანა და ქალაქი!!!

f49b7ca5dea1

გამარჯობა. დღეს მინდა გესაუბროთ ჩემი ოცნების ქვეყანაზე და ქალაქზე- ანუ ინგლისზე და ლონდონზე. ლონდონი როგორც მოგეხსენებათ ევროპის კონტინენტზე, კერძოდ კი ინგლისში მდებარეობს, მდინარე ტემზაზე. ჩემთვის ის მსოფლიოში საუკეთესო ქალაქია-რატომ?– შეიძლება იმტომაც, რომ მე ძალიან მიყვარს წვიმა იქ კი თითქმის სულ წვიმს და ამის გამო ლონდონს “ნისლიან ალბიონსაც” უწოდებენ,თუმცა ამ პატარა მიზეზთან ერთად ბევრი სხვა მიზეზიც არსებობს… ლონდონში ცხოვრობენ ადამიანები, რომლების ჩემთვის ნამდვილად მისაბაძები არიან ყელაფრით. ყველაზე მეტად მათი ტრადიციები და წესები მაოცებს. ჯერ მარტო რად ღირს მათი დედოფალი ელიზაბეტ II. ის ხომ ინგლისის მთავარი სიმბოლოა.

შეიძლება ნახო უამრავი საინტერესო დიდი ისტორიის მქონე ნაგებობა როგორიცაა მაგალითად ბუკინგემის სასახლე, ბიგ ბენი, ტაუერის ხიდი და სხვა. როდესაც ლონდონს ვახენებთ მაშინვე თვალწინ გვიდგება ბიგ-ბენი- ეს ნაგებობა ნამდვილად დიდი ისტორიის მატარებელია.2012 წლიდან მას “ელისაბედის კოშკ”-ს უწოდებენ. კოშკს მსოფლიოში ყველაზე დიდი ოთხივე მხარეს მიმართული ზარის მრეკავი საათი აქვს, ხოლო თვითონ კოშკი მსოფლიოში მარტოდ მდგარი საათის კოშკებიდან სიმაღლით მესამეა. საათის ოთხი ციფერბლატიდან თითოეულის საფუძველში მდებარეობს ლათინური წარწერა „Domine Salvam fac Reginam nostram Victoriam primam“ („ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია).ბიგ-ბენის მშენებლობა დასრულდა 1858 წელს. ეს კოშკი ინგლისში გადაღებული ბევრი ფილმის მთავარ ობიექტს წარმოადგენს.
bff69366780e
ლონდონის ტაუერი იგივე მისი უდიიდებულესობის სასახლე ისტორიული ციხესიმაგრეა ლონდონის ცენტრში. ტაუერი აშენდა 1066 წლს.ლონდონის ტაუერი ინგლისის ისტორიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა. მთლიან ქვეყანაზე კონტროლის დამყარება დიდად იყო დამოკიდებული ტაუერზე კონტროლის დამყარებაზე. სხვადასხვა პერიოდში, ის ასრულებდა ხან იარაღის საწყობის, ხან სამხეცის, ხან ხაზინის და ხანაც სამეფო მონეტების მოსაჭრელი ფაბრიკის ფუნქციებს.

მოდი ახლა ვისაუბროთ დეოფალ ელიზაბეტ II-ზე. მისი უდიდებულესობის სრული სახელი და გვარია ელისაბედ II უინძორი.  ის დაიბადა 1926 წლის 21 აპრილს.  იგი მოინათლა ბუკინგემის სასახლეში და იორკის არქიეპისკოპოსმა უწოდა მას დედის სახელი. თავდაპირველად, ელისაბეტს უჭირდა საკუთარი სახელის წარმოთქმა და საკუთარ თავს ლილიბეთს ეძახდა, სწორედ ამიტომ შეარქვა მას მამამისმა ეს ზედმეტსახელი. ელისაბეტმა განათლება სასახლეში თავის უმცროს და მარგარეტთან ერთად მიიღო. დედოფალი ტახტზე ავიდა 1952 წელს. თუმცა გვირგვინი მხოლოდ 1953 წელს დაიდგა.  1947 წელს დედოფალი დაქორწინდა ჰერცოგ ფილიპეზე და მისგან ჰყავს ოთხი შვილი: ჩარლზი, ანა, ენდრიუ და ედუარდი.  ჩემი საყვარელი დედოფალი დღესაც ინგლისის დედოფალია, და ვიმედვნებ,რომ კიდევ დიდხანს იქნება!!!
5c9ad31d1c83

ლონდონის თვალი  — ყველაზე მაღალი სათვალთვალო ბორბალია ევროპის კონტინენტზე (135 მ) და ყველაზე პოპულარული ფასიანი ტურისტული ღირსშესანიშნაობა გახდა დიდ ბრიტანეთში, რომელსაც ყოველ წელს 3 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ლონდონის თვალი მდებარეობს მდინარე ტემზის სამხრეთ სანაპიროზე. ისიც ლონდონის ერთ-ერთი ისეთივე სიმბოლოა როგორც ზემოთ ჩამოთვლილები.

0bad75722f46

აი რატომ ვაფასებ ბრიტანეთს, ლონდონს!!! როგორ შეიძლება პატივი არ სცე ასეთი ღირსშესანიშნაობების მქონე ქვეყანას (ქალაქს). ჩემთვის ყყველზე მთავარია შენარჩუნბული ტრადიციები და ადათები,რომლებიც ლონდონს, ბრიტანეთს ნამდვილად კარგად აქვთ შემონახული და დღეაც შეძლებისდაგვარად იცავენ მათ!!!

 

d969aa2162f9
c21056c6fd79

chapiko

I'm lizi.I'm 13 years old. I live in Khashuri.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button