არქივი

თავის მოვლა (ნაწილი 3)

042adf5e7199

უფრო დაწვრილებით ჩავუღრმავდეთ სახის კანის მოვლას.

კანის მოვლა ყველაზე მთავარი ნაწილია თქვენს თავის მოვლის რეჟიმში. მრავალი თქვენგანი უამრავ პრობლემას აწყდება კანთან მიმართებაში, თუ თქვენ ის იღბლიანი არ ხართ,რომელიც სრულყოფილი კანით გამოირჩევა. კანთან დაკავშირებულ ძირითად პრობლემებს ჰორმონული დარღვევები, მზისგან მიღებული დაზიანება ან არასწორი კოსმეტიკის გამოყენება იწვევს.

კანის მოვლის ყოველი რუტინის უკან დგას სახის კანის სიღრმისეული ანალიზი და იმის გაგება, თუ კონკრეტულად რას საჭიროებთ. საწყის ეტაპზე თქვენ მხოლოდ ოთხი საშუალება გჭირდებათ თავის მოვლისათვის. პირველ რიგში სწორი სახის გამწმენდი, სახის კანის ასაქერცლი საშუალება, დამატენიანებელი და რა თქმა უნდა, მზისგან დამცავი საშუალება. ამ ნაწილში კი დაგეხმარებით გაიგოთ რომელი პროდუქტებია შესაფერისი თქვენი კანის ტიპისთვის. ასევე გასწავლით როგორ მიხვდეთ რომელი კანის ტიპი გაქვთ თქვენ.

იპოვეთ თქვენი კანის ტიპი

5d33d1e05870

თქვენ შეიძლება ჩამოყალიბებული აზრი გაქვთ თქვენი კანის შესახებ, მაგრამ იცით თუ არა, რომ თქვენი კანისთვის შეუფერებელი პროდუქტები აზიანებს თქვენს კანს. ცუდმა მოპყრობამ ნორმალური ტიპის კანი შეიძლება მშრალად გადააქციოს ან პირიქით ცხიმიანად. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი კანი მუდმივად იცვლება სხვადასხვა ფაქტორების (ჰორმონები, ამინდი, დიეტა) გამო.
იმისათვის, რომ დაადგინოთ თქვენი სახის ტიპი, ჩაატარეთ ეს მარტივი ტესტი: დილით, როდესაც თქვენი კანი კოსმეტიკისგან თავისუფალია, დაიბანეთ სახე გამწმენდით, გაიშრეთ და არაფერი წაისვათ ერთი საათის განმავლობაში. ერთი საათის შემდეგ ჩაიხედეთ სარკეში და შემდეგ მიიდეთ სუფთა ბამბის სპეციალური ნაჭერი შუბლზე, ცხვირზე, ნიკაპსა და ყვრიმალებზე.

თქვენ გაქვთ ნორმალური კანი თუ თქვენს კანზე არ შეიმჩნევა მბრწყინავი წერტილები, თავს გრძნობთ კომფორტულად და არტოვებს კვალს ბამბაზე. მადლობა თქვენს შესანიშნავ გენებს ასეთი მარტივი მოსავლელი კანისათვის.

თქვენ გაქვთ კომბინაციური კანი თუ თქვენი T-ზონა (შუბლი, ცხვირი, ნიკაპი) არის პრიალა და ტოვებს ცხიმიან კვალს ბამბაზე, ხოლო თქვენი ყვრიმალები ნორმალური კანის ტიპისაა. კომბინაციური სახის კანი ძალიან ხშირია.

თქვენ გაქვთ ცხიმიანი ან აკნესკენ მიდრეკილი კანი თუ მთელი თქვენი სახე პრიალაა, როდესაც იყურებით სარკეში და სახის ყველა ნაწილი ტოვებს ცხიმიან კვალს ბამბაზე. ცხიმიანი კანი უმეტესად გამოწვეულია ჰორმონების მიერ.

თქვენ გაქვთ მშრალი კანი თუ თქვენი კანი დაჭიმული და მსხვრევადია, არაკომფორტულად გრძნობთ თავს და საერთოდ არ გამოყოფს ცხიმს. მშრალი კანი ნაკლებად გამოყოფს ცხიმს, რაც სულ არ ატენიანებს კანს.

თქვენ გაქვთ მგრძნობიარე კანი თუ ის ზედმეტად მგრძნობიარეა სხვადასხვა პროდუქტების მიმართ. კანი შეიძლება იყოს ერთდროულად მგრძნობიარე და ნორმალური (კომბინაციური, ცხიმიანი, მშრალი). მგრძნობიარე კანი მარტივად წითლდება, უჩნდება გამონაყარი ან იჭიმება.

გაწმენდა

6e43455c0f36

გაწმენდა ყველაზე მნიშვნელოვანია სახის კანის მოვლაში. ეს ნაბიჯი ხშირად არასწორად ტარდება. გაწმენდის მთავარი იდეაა მაკიაჟის, ზედმეტი ცხიმის, ჭუჭყის და მკვდარი უჯრედების მოშორება. დერმატოლოგების უმეტესობა უპირატესობას ანიჭებენ წყალთან ადაპტირებად გამწმენდებს, რათა მარტივად ჩამოირეცხონ სახიდან. ასევე აუცილებელია თბილი წყლით ჩამობანა, ცხელი წვავს კანს, ცივი კი ფორებს ასუსტებს და კანს აბერებს.

დამღლელი დღის ან დაუვიწყარი საღამოს შემდეგ შესაძლოა გსურდეთ გამოტოვოთ თავის მოვლის ეს ეტაპი. რჩევა: არ ქნათ ეს. არ ღირს. სულ ცოტა გაიწმინდეთ სახე და გამოტოვეთ შემდეგი ეტაპები. არ დაიძინოთ მაკიაჟით!

მომდევნო პოსტში დაწვრილებით განვიხილავთ სახის მოვლის ძირითად პროდუქტებს სახის ყოველი ტიპისათვის.

მსგავსი ამბები

Back to top button